მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რეგისტრაცია გრძელდება

"მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში" რეგისტრაცია 18 ნოემბრამდე გაგრძელდა.

სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეა (www.acda.gov.ge) შესაძლებელი.


პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად  ახორციელებს, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და  შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, ასევე  სხვა საჭირო ინვენტარი. კოოპერატივებს გადაეცემა ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე სათიბი, არანაკლებ 0,5 და არაუმეტეს 2 ჰა, ხოლო, საძოვრის ფართობი ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 ჰა. პროგრამაში ჩართული კოოპერატივები ასევე მიიღებენ ტრაქტორს, გუთანს, როტაციულ და სეგმენტურ სათიბელას, ფოცხს, მოთიბული მასის დამწნეხსა და მისაბმელს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.


პროგრამა მოიცავს 29 მუნიციპალიტეტის წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს მუნიციპალიტეტების იმ დასახლებებს, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება.


დაგეგმილია დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება.


"მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება" კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც  სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყოს ხელს.


ნაცვლიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ექსპრეზიდენტის უკანასკნელი დასაყრდენია საქართველოში

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების მიერ ტანდემში წარმოებულ კამპანიაზე საუბრობს.

ქვემო ქართლის პოლიციაში 20-მდე ბაზრის მოვაჭრეს კითხავენ

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში ბაზრის მოვაჭრეების დაკითხვა გრძელდება.

ნაცვლიშვილის თქმით, მარგველაშვილი შეცდომა იყო და საბოლოო ჯამში მიშას "პლასტელინი" გამოდგა

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გიორგი მარგველაშვილს, ისევე როგორც კოჰაბიტაციას „ქართული ოცნების“  შეცდომად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შეცდომის ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ ერთი ადამიანი დაჭრეს

ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში ერთი ადამიანი დაჭრეს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო საჭირო და აუცილებელი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისში, ისანში, 21-22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება.

თალაკვაძის თქმით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება ღირსეული და უალტერნატივო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა გუნდში ჯერ არ დაუწყია.

საპარლამენტო ასამბლეაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საკითხს გაესმევა ხაზი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევას გეგმავს.

 

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა.

ვოლსკის თქმით, რუსეთის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება მისი ოკუპაციისა და აგრესიის გამოა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, თუ რუსეთის მიმართ ევროკავშირისა და აშშ-ში დამოკიდებულება ყალიბდება, რომელიც საკმაოდ მკაცრია, ეს განპირობებულია საქართველოს მიმართ რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიის გამო.

საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაინიშნოს

საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაინიშნოს.

 

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო ისანში რამდენიმე ქუჩაზე გაზმომარაგება შეიზღუდება

ბოჭორმის ქუჩა №27-თან გამავალი ავარიული გაზსადენის რეკონსტრუქციისა და რეგულატორის გადატანის მიზნით, 23 იანვარს,  11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონს.

მაიკ პენსმა იერუსალიმში საელჩოს გადატანის ვადები დაასახელა

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ქვეყნის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში 2019 წლის ბოლომდე გადაიტანენ.

ფილიპინებზე ვულკანმა გაიღვიძა

ფილიპინებზე ვულკანმა მაიონიმ გაიღვიძა.

"ნენსკრა ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს"

„ნენსკრა ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს“,- ამის შესახებ "საქმიან დილაში" მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა. 

თომას ბახმა გიორგი კვირიკაშვილს სპეციალური მედალი გადასცა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტის პიერ დე კუპერტენის მიერ დაარსებული სპეციალური მედალი გადასცა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

22 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5340 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5429 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.89 თეთრი შეადგინა.

ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

სასტუმრო „ლეოგრანდის“ 500 თანამშრომელი უფასო შვებულებაში გაუშვეს

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ 500 თანამშრომელი უფასო შვებულებაში გაუშვეს.

აფეთქებას ტაილანდში 3 ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა

ტაილანდის სამხრეთ პროვინცია იალაში, მაღაზიაში თვითმკვლელი ტერორისტი მოტოციკლეტით შევარდა და თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა.

ქაბულში გაეროს მისიაზე თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაეროს თანამშრომლებზე თავდასხმა მოხდა.

 

ამერიკაში მოსწავლემ კლასელებს მარიხუანის შემცველი „ტკბილეული“ დაურიგა

ამერიკაში, ნიუ-მექსიკის ქალაქ ალბუკერკის სკოლაში, 9 წლის მოსწავლემ თანაკლასელებს ტკბილეული დაურიგა, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავდა. ეს ფაქტი მაშინ  გამოვლინდა, როცა მოსწავლეების ქცევა არაადეკვატური გახდა.