აშშ-ის სამეცნიერო აკადემიამ ღვინის საქართველოდან წარმოშობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში ღვინის საქართველოდან წარმოშობის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. 

 

სტატია სახელწოდებით "საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან"  მოგვითხრობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინათ აყენებდნენ.


ქართველებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან.


2014 წლიდან, „ასოციაცია ქართული ღვინოს“ ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“. მასში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე, ხოლო კოორდინატორი − ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერი, დოქ. დავით მაღრაძე.


 ღვინის ჭურჭელი ყურძნის მარცვლების რელიეფური გამოსახულებით, ხრამის დიდი გორა, ნეოლითის ეპოქა (ძვ.წ. მე-6 საუკუნე), აღმოჩენილია თამაზ კიღურაძის მიერ 1985 წელს. © საქართველოს ეროვნული მუზეუმი/მირიან კილაძე
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა დროს მას ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე ჯავახიშვილი, ოთარ ჯაფარიძე და თამაზ კიღურაძე. ამჟამად გათხრებს ხელმძღვანელობს არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე. უკანასკნელ წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციების მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ტორონტოს უნივერსიტეტი.


 


პროექტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით ჩატარებული ბიომოლეკულარული კვლევების შედეგად მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითის პერიოდის „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლზე უკანასკნელი პერიოდის გათხრების დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების (ღვინის მჟავა, ვაშლმჟავა, ქარვამჟავა და ლიმონმჟავა) არსებობა დადასტურდა, რაც Vitis vinifera-ს ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინის მარკერია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების ელისო ყვავაძისა და ნანა რუსიშვილის მიერ მუზეუმში ჩატარებულმა პალეობოტანიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში ვაზის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. მილანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოსვალდო ფაილას ხელმძღვანელობით აღადგინეს ძვ.წ. VI ათასწლეულის კლიმატი და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართლში 8000 წლის წინ ვაზის კულტივირებისთვის შესაბამისი პირობები იყო. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი განისაზღვრა ძვ.წ. 6000-5800 წლებით, რაც 600 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ზაგროსის მთიანეთიდან (ირანი).


 


გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“, ბორდო, საფრანგეთი, ღვინის ქალაქი. ფოტო © საქართველოს ეროვნული მუზეუმი/ფერნანდო ჰავიერ ურკუიხო
ამრიგად, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელს მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.


გთავაზობთ, National Geographic-ის მიერ ღვინის შესახებ სხვადასხვა დროს მომზადებულ მასალას:


https://news.nationalgeographic.com/2017/11/oldest-winemaking-grapes-georgia-archaeology/


http://www.nationalgeographic.ge/wm.php?page=blogs&id=8


http://www.nationalgeographic.ge/wm.php?page=magazine2&id=545&fotocat=470


სიახლეები მსგავს თემაზე

ბორდოში ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიის  ამსახველი გამოფენა გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად აღიარებულ  ქალაქ ბორდოში ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიის ამსახველი გამოფენა გახსნა.

ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად წოდებულ ბორდოს  შესასვლელში ქართული ქვევრი დაიდგა

საფრანგეთში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად აღიარებულ ქალაქ ბორდოს  Cité des Civilisations Du Vin-ის  ცენტრალურ შესასვლელში დიდი ზომის ქართული ქვევრი დაიდგა.

მინისტრის თქმით, უკვე მსოფლიო პრესაც წერს, რომ ღვინო 8000 წლის წინათ საქართველოში დაიბადა

აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში ღვინის საქართველოდან წარმოშობის შესახებ სტატია სახელწოდებით Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus გამოაქვეყნა.  

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ფორუმის მონაწილეებს მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრნენ

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ასოციაციის წევრები, კურსდამთავრებულებთან ერთად, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი იქნებიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დღეიდან თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს.

"ევროპულმა საქართველომ" დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. 

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მთაწმინდის რაიონში, დაბა კიკეთში, ცომაიასა და თაყაიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს. 

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი - ფოტოები

შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალი 19 ივლისს „ბლექ სი არენაზე“ „ლედ ზეპელინის“ ლეგენდარული ფრონტმენის, რობერტ პლანტის კონცერტით გაიხსნა.

საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო.

ქობულეთში ქურდობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული თ.ბ. ქობულეთში დააკავეს.

გლოვის დღე ტყიბულში - გარდაცვლილ 3 მეშახტეს დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გარდაცვლილ 3 მეშახტეს დღეს დაკრძალავენ, ერთის დაკრძალვა კი ხვალ გაიმართება.

ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

შსს-ს პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი უქმდება

დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები “უმაღლესი განათლების შესახებ” და “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონებში.

ცრუ ჩვენების მიცემის გამო დაკავებული არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლო რამდენიმე წუთში დაიწყება

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის გამო დაკავებული დ.ღ-ს აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო 12:00 საათზე იმსჯელებს.

ივერთუბნის დასახლებაში აგიაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. 4800 მ2 ფართობის აგიაშვილის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

კანონიერ ქურდობაში ბრალდებულ მინდია ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ კანონიერ ქურდობაში ბრალდებულ მინდია ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

22 ივლისს Bavaria-ს ლუდის ფესტივალს თელავი უმასპინძლებს

კახეთი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია. 22 ივლისს თელავში Bavaria-ს ლუდის, რიგით მეოთხე ფესტივალი გაიმართება, სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობა გათამაშდება.

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში ბაღდათის რაიონში ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, "აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის" ბენეფიციარმა გოჩა ივანეიშვილმა, სოფელ ჭინჭარაულში 1.25 ჰა მიწის ფართობზე მარწყვის ბაღი გააშენა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა.

იგოეთთან ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა - არის მსხვერპლი

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 55 კმ-ზე, ცენტრალური ავტობანის, იგოეთის მონაკვეთთან დღეს დილით, ავარია მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.

შსს-მ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა.

პარლამენტთან დაკავშირებული ყველა საჯარო ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი გახდა  

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებპორტალის კანონმდებლობის გვერდს ახალი აპლიკაცია - "საინფორმაციო სისტემა" (https://info.parliament.ge/ beta/) დაემატა, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის საჯარო ინფორმაციას. 

ბორჯომში, ავარიას 26 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

მამუკა მდინარაძე: ნებისმიერი ადამიანი, ვინც ფიქრობს არჩევნებზე, დარწმუნებულია, რომ „ოცნების“ კონკურენტი არ შეიძლება რომელიმე კანდიდატი იყოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მისი პარტიის მიერ დასახელებულ კანდიდატს კონკურენტი არ ეყოლება და სჯერა, საზოგადოებაც  ასე ფიქრობს:

მარგველაშვილი: არიან ადამიანები ქართულ პოლიტიკაში, არა მარტო ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც, ვინც კარიერას პრეზიდენტის კრიტიკაზე აკეთებენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეული პოლიტიკოსები  საკუთარ პოლიტიკურ კარიერას მისი კრიტიკით იქმნიან: