ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა. ჟვანიამ 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნები შეაჯამა.

 

„მოგესალმებით და პირველ რიგში, გილოცავთ 2017 წლის 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებში გამარჯვებას და თბილისის საკრებულოში არჩევას. თქვენ წინ მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე სამუშაო წლები გელით. ყველა თქვენგანს წარმატებებს გისურვებთ თქვენი საქმიანობის განხორციელებაში!


საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მოიწვია საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მე, როგორც ცესკოს თავმჯდომარეს, მაქვს პატივი გავხსნა დედაქალაქის საკრებულოს პირველი სხდომა.


დღევანდელი დღე შედეგია იმ თავდაუზოგავი შრომის, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ გაწია ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე. ადმინისტრაციამ შეძლო ყველა პირობის შექმნა იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეძლებოდა მშვიდობიან გარემოში საკუთარი არჩევანის თავისუფლად განხორციელება. ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაზე რთულად ადმინისტრირებადი არჩევნები, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა უკვე შეაფასეს, როგორც მნიშვნელოვანი საარჩევნო პროგრესი და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით.


21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შედეგად როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით არჩეულია 64 საკრებულოს 2058 წევრი  და პირდაპირი წესით პირველ ტურში 64-დან არჩეულია 58 მერი. უახლოეს დღეებში ასევე, ოფიციალურად გამოვაცხადებთ არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილ 1 თვითმმართველი ქალაქისა და 5 თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგებს და არჩეულ მერებს.


 რაც შეეხება თბილისის საკრებულოს შემადგენლობას, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან 25 წევრი არჩეულია მაჟორიტარული სისტემით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან, ხოლო პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების 25 მანდატი შემდეგი პროპორციით გადანაწილდა 4 საარჩევნო სუბიექტზე: 15 მანდატი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, 5 მანდატი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3 მანდატი - „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ და 2 მანდატი - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.


ახლადარჩეულ თბილისის საკრებულოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია დედაქალაქის განვითარების თვალსაზრისით და ამასთან, გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც აქტიურად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი ხმის დელეგირებით ანდო არჩეულ პირებს მართვა და თვითმმართველობის ორგანოების მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელება.  მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, ვინაიდან სწორედ მათი მაღალი პასუხისმგებლობისა და შრომის შედეგად შედგა 2017 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები.


აქვე მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო არჩევნებში ჩართული ყველა მხარის მიმართ, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს საარჩევნო პროცესში. აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლების, მედიის და სხვა მხარეების ჩართულობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად.


დასასრულს აღვნიშნავ, რომ თბილისის საკრებულოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გადაეცა საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები, ხოლო რეგისტრირებულ თბილისის საკრებულოს არჩეულ პირებს შესაბამისი მოწმობები.


ამდენად, დღევანდელი დღე, 2017 წლის 14 ნოემბრის საკრებულოს პირველი სხდომა, ისტორიაში დარჩება როგორც ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელების დაწყების დღე და ახალი მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, საკრებულოს მთელ შემადგენლობას გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას!“ - განაცხადა საკრებულოს პირველ სხდომაზე თამარ ჟვანიამ.


ცესკოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ შესაბამისი დოკუმენტაცია საკრებულოს უხუცეს წევრს, ფრიდონ ინჯიას გადასცა.


ბათუმში 15 წლის გოგოს ეძებენ

ბათუმში, სამართალდამცველები 15 წლის გოგოს მეოთხე დღეა ეძებენ.

ლინკევიჩიუსი გახარიას ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ლიტვაში ვიზიტს Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

თურქეთის, ადიამანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. 

რუსთავში გაზის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია

რუსთავში  მოსახლეობას გაზი ეტაპობრივად აღუდგება.

ამის შესახებ „პირველს“ სოკარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

აფხაზეთიდან დევნილი ზუგდიდის ბაზრის დირექტორის მოადგილეს ბინის წართმევაში ადანაშაულებს

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან აფხაზეთიდან დევნილი მანანა თაკალანძე უვადო შიმშილობის დაწყებას გეგმავს.  

ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამები დაამტკიცა

ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამები დაამტკიცა, რომლებიც პედაგოგებისათვის A2+ დონეს, ხოლო მსმენელებისათვის სამოქალაქო განათლებით გამდიდრებულ B1+ დონეს წარმოადგენს.

შსს-მ ფსიქოტროპული აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1976 წელს დაბადებული ა.ტ. და 1987 წელს დაბადებული გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.  

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის, ადიამანის პროვინციაში მაგნიტუდით 5,1 მიწისძვრა მოხდა.

ლინკევიჩიუსის თქმით,ლიტვა ყველა მიმართულებით  ქართული მხარის პროგრესსა და წინსვლას ხედავს  

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან შევხედრა გამართა.

 

კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 

ფრანგულ მხარესთან მეცნიერების მხარდამჭერი მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საფრანგეთის საელჩოს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საფრანგეთის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სუს-ის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, სამტრედიის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ავთანდილ ნ. დააკავეს.

 

ტორონტოში მიკროავტობუსის ხალხმრავალ ადგილზე შევარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

კანადის ქალაქ ტორონტში მიკროავტობუსი ხალხში შევარდა, რის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

ნიკარაგუას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ნიკარაგუას სანაპიროსთან მაგნიტუდით 5,6 მიწისძვრა მოხდა.

 

ჯორჯ ბუში ჰოსპიტალიზირებულია

ამერიკის 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი ჰოსპიტალიზირებულია.

ამინდის პროგნოზი

 დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ტორონტოში სატვირთო ხალხში შევარდა - არიან დაშავებულები

ტორონტოში ხალხმრავალ გზაჯვარედინთან ახლოს ფეხით მოსიარულეებს სატვირთო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

ხვალ, 24 აპრილს, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური" მთაწმინდის რაიონში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს განახორციელებს.

მამუკა არეშიძე: საერთაშორისო ორგანიზაციებში კორუფციის შემთხვევები ახალი არ არის - ამის მაგალითი იყო „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნა“

საერთაშორისო ორგანიზაციებში კორუფციის შემთხვევები ახალი არ არის, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა.

თსუ-ში სახალისო-შემეცნებითი კვირეული ,,ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალისო-შემეცნებითი კვირეული - ,,ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა.

მაია ცქიტიშვილმა სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებისგან ვადაგადაცილების გამო განმარტება მოითხოვა

მაია ცქიტიშვილი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების - ალიანსისა და ეპტისას წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის რეაბილიტაცია და ახალი ბულვარის მოწყობა იყო.