კახა კალაძის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დაიწყება

წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დილიდან დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ წურწუმიას ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

კალაძე წურწუმიას ქუჩის მოსახლეობასაც გაესაუბრა და პროექტის განხორციელებისას შექმნილი დისკომფორტისთვის მოუბოდიშა.


„წურწუმიას ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. აქ, ფაქტობრივად, ყველაფერი გამოიცვალა - მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრეები, თუმცა მოსახლეობა ცოტა უკმაყოფილო იყო არსებული მდგომარეობით და ძალიან ბევრი წერილი შემომივიდა პირადად მე ფეისბუკზე. მოვედით, მოვინახულეთ არსებული სიტუაცია და დავალება იქნა გაცემული, რომ ხვალიდან უკვე დაიწყოს გზის საფარის სამუშაოები, გზის დაგება და ძალიან მალე დასრულდება ამ კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო ადგილობრივ მცხოვრებლებს, მოსახლეობას, მაგრამ ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირ შემთხვევაში იწვევს ხოლმე მსგავსი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას. ჩვენ როდესაც განვახორციელებთ პროექტს, იქ ყველაფერი იქნება გაკეთებული, მიწისქვეშა სამუშაოებს ვგულისხმობ - კანალიზაცია, სანიაღვრეები, წყლის მილები და ა.შ. რომ მერე, წლების განმავლობაში პრობლემა აღარ შეიქმნას“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.


ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია - ზურაბიშვილის ქუჩასა და ირბახის ქუჩის მონაკვეთზე. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები საგზაო საფარის მოსაწყობად.


ექსპერტები სომხეთში საგარეო პოლიტიკის კუთხით ცვლილებებს არ ელოდებიან

ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე სომხეთში ახალი მთავრობის პირობებში, საგარეო პოლიტიკის კუთხით ცვლილებებს არ ელოდება.

ბათუმში 15 წლის გოგოს ეძებენ

ბათუმში, სამართალდამცველები 15 წლის გოგოს მეოთხე დღეა ეძებენ.

ლინკევიჩიუსი გახარიას ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ლიტვაში ვიზიტს Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

თურქეთის, ადიამანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. 

რუსთავში გაზის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია

რუსთავში  მოსახლეობას გაზი ეტაპობრივად აღუდგება.

ამის შესახებ „პირველს“ სოკარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

აფხაზეთიდან დევნილი ზუგდიდის ბაზრის დირექტორის მოადგილეს ბინის წართმევაში ადანაშაულებს

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან აფხაზეთიდან დევნილი მანანა თაკალანძე უვადო შიმშილობის დაწყებას გეგმავს.  

ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამები დაამტკიცა

ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამები დაამტკიცა, რომლებიც პედაგოგებისათვის A2+ დონეს, ხოლო მსმენელებისათვის სამოქალაქო განათლებით გამდიდრებულ B1+ დონეს წარმოადგენს.

შსს-მ ფსიქოტროპული აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1976 წელს დაბადებული ა.ტ. და 1987 წელს დაბადებული გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.  

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის, ადიამანის პროვინციაში მაგნიტუდით 5,1 მიწისძვრა მოხდა.

ლინკევიჩიუსის თქმით,ლიტვა ყველა მიმართულებით  ქართული მხარის პროგრესსა და წინსვლას ხედავს  

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან შევხედრა გამართა.

 

კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 

ფრანგულ მხარესთან მეცნიერების მხარდამჭერი მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საფრანგეთის საელჩოს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საფრანგეთის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სუს-ის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, სამტრედიის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ავთანდილ ნ. დააკავეს.

 

ტორონტოში მიკროავტობუსის ხალხმრავალ ადგილზე შევარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

კანადის ქალაქ ტორონტში მიკროავტობუსი ხალხში შევარდა, რის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

ნიკარაგუას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ნიკარაგუას სანაპიროსთან მაგნიტუდით 5,6 მიწისძვრა მოხდა.

 

ჯორჯ ბუში ჰოსპიტალიზირებულია

ამერიკის 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი ჰოსპიტალიზირებულია.

ამინდის პროგნოზი

 დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ტორონტოში სატვირთო ხალხში შევარდა - არიან დაშავებულები

ტორონტოში ხალხმრავალ გზაჯვარედინთან ახლოს ფეხით მოსიარულეებს სატვირთო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

ხვალ, 24 აპრილს, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური" მთაწმინდის რაიონში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს განახორციელებს.

მამუკა არეშიძე: საერთაშორისო ორგანიზაციებში კორუფციის შემთხვევები ახალი არ არის - ამის მაგალითი იყო „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნა“

საერთაშორისო ორგანიზაციებში კორუფციის შემთხვევები ახალი არ არის, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა.

თსუ-ში სახალისო-შემეცნებითი კვირეული ,,ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალისო-შემეცნებითი კვირეული - ,,ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა.