მინისტრის თქმით, ქართული ღვინის ისტორიის კვლევა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით განხორციელდა

მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. 

საერთაშორისო კვლევის თანახმად, ქართულმა მეღვინეობამ  უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.


ღონისძიება, რომელიც აღნიშნული საკითხის განხილვას მიეძღვნა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.


„2013 წელს ღვინის მწარმოებელთა ასოციაცია შევიკრიბეთ და  საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შევხვდით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ საქართველოს ძლიერი მხარე არის მრავალწლიანი, უწყვეტი ღვინის კულტურა და ეს არის ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც კარგად უნდა იყოს შესწავლილი და მსოფლიოს საქართველომ დასაბუთებული სამეცნიერო თვალსაზრისით აჩვენოს, რომ მართლაც არის ღვინის სამშობლო, არის ის ქვეყანა, სადაც პირველად მოხდა ვაზის მოშინაურება,  პირველად მოხდა ღვინის წარმოება და რომ საქართველოს აქვს აგროკულტურის ძალიან დიდი ისტორია. ყოველივე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი იდენტობისთვის, ქართული კულტურის საერთაშორისო დონეზე კომუნიკაციისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას  და ღვინის სააგენტომ შეძლო ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


მოწვეულ სტუმრებს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სახელმწიფო სამეცნიერო პროექტის“ დასრულებისა და მიღებული მსოფლიო მნიშვნელობის შედეგების შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ და ასოციაციის „ქართული ღვინო“ თავმჯდომარემ, თინა კეზელმა გააცნეს.  


 


აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში PNAS (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალი) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus“ („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“). ქართველ მეცნიერებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან.


 


სტატიაში საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ  აყენებდნენ.


 


2014 წლიდან, ასოციაციის „ქართული ღვინო“ ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“. პროექტში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე, ხოლო კოორდინატორი − ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერი, საქართველოს მევენახეობის დარგის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი დავით მაღრაძე.


 


საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის  ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა დროს მას ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე ჯავახიშვილი, ოთარ ჯაფარიძე და თამაზ კიღურაძე. ამჟამად გათხრებს ხელმძღვანელობს არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე. უკანასკნელ წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციების მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ტორონტოს უნივერსიტეტი.


 


პროექტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით ჩატარებული ბიომოლეკულარული კვლევების შედეგად მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითის პერიოდის „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლზე უკანასკნელი პერიოდის გათხრების დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების (ღვინის მჟავა, ვაშლმჟავა, ქარვამჟავა და ლიმონმჟავა) არსებობა დადასტურდა, რაც Vitis vinifera-ს ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინის მარკერია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების, ელისო ყვავაძისა და ნანა რუსიშვილის მიერ მუზეუმში ჩატარებულმა პალეობოტანიკურმა კვლევებმა  ცხადყო, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში ვაზის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. მილანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ოსვალდო ფაილას ხელმძღვანელობით, აღადგინეს ძვ.წ. VI ათასწლეულის კლიმატი და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართლში 8000 წლის წინ ვაზის კულტივირებისთვის შესაბამისი პირობები იყო. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში, ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი განისაზღვრა ძვ.წ. 6000-5800 წლებით, რაც 600 - 1000 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ზაგროსის მთიანეთიდან (ირანი).


 


ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „საქართველო-ღვინის სამშობლო“ ჩვენება. ფილმი გადაღებულია  ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სახელმწიფო სამეცნიერო პროექტის“ ფარგლებში „სინემანის ფილმსის“ მიერ.


 


სიახლეები მსგავს თემაზე

ბორდოში ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიის  ამსახველი გამოფენა გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად აღიარებულ  ქალაქ ბორდოში ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიის ამსახველი გამოფენა გახსნა.

ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად წოდებულ ბორდოს  შესასვლელში ქართული ქვევრი დაიდგა

საფრანგეთში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად აღიარებულ ქალაქ ბორდოს  Cité des Civilisations Du Vin-ის  ცენტრალურ შესასვლელში დიდი ზომის ქართული ქვევრი დაიდგა.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 59%-ით გაიზარდა

ბოლო ათ თვეში 222,4 მლნ აშშ დოლარს ღირებულების ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

აშშ-ის სამეცნიერო აკადემიამ ღვინის საქართველოდან წარმოშობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში ღვინის საქართველოდან წარმოშობის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. 

 

New York Times საქართველოში ღვინის წარმოების 8000-წლიან ისტორიაზე წერს

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული გამოცემა New York Times ქართული ღვინის 8000-წლიანი წარმოების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

თურქეთის, ადიამანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. 

რუსთავში გაზის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია

რუსთავში  მოსახლეობას გაზი ეტაპობრივად აღუდგება.

ამის შესახებ „პირველს“ სოკარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

აფხაზეთიდან დევნილი ზუგდიდის ბაზრის დირექტორის მოადგილეს ბინის წართმევაში ადანაშაულებს

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან აფხაზეთიდან დევნილი მანანა თაკალანძე უვადო შიმშილობის დაწყებას გეგმავს.  

ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამები დაამტკიცა

ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამები დაამტკიცა, რომლებიც პედაგოგებისათვის A2+ დონეს, ხოლო მსმენელებისათვის სამოქალაქო განათლებით გამდიდრებულ B1+ დონეს წარმოადგენს.

შსს-მ ფსიქოტროპული აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1976 წელს დაბადებული ა.ტ. და 1987 წელს დაბადებული გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.  

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის, ადიამანის პროვინციაში მაგნიტუდით 5,1 მიწისძვრა მოხდა.

ლინკევიჩიუსის თქმით,ლიტვა ყველა მიმართულებით  ქართული მხარის პროგრესსა და წინსვლას ხედავს  

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან შევხედრა გამართა.

 

კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 

ფრანგულ მხარესთან მეცნიერების მხარდამჭერი მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საფრანგეთის საელჩოს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საფრანგეთის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სუს-ის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, სამტრედიის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ავთანდილ ნ. დააკავეს.

 

ტორონტოში მიკროავტობუსის ხალხმრავალ ადგილზე შევარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

კანადის ქალაქ ტორონტში მიკროავტობუსი ხალხში შევარდა, რის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

ნიკარაგუას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ნიკარაგუას სანაპიროსთან მაგნიტუდით 5,6 მიწისძვრა მოხდა.

 

ჯორჯ ბუში ჰოსპიტალიზირებულია

ამერიკის 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი ჰოსპიტალიზირებულია.

ამინდის პროგნოზი

 დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ტორონტოში სატვირთო ხალხში შევარდა - არიან დაშავებულები

ტორონტოში ხალხმრავალ გზაჯვარედინთან ახლოს ფეხით მოსიარულეებს სატვირთო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

ხვალ, 24 აპრილს, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური" მთაწმინდის რაიონში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს განახორციელებს.

მამუკა არეშიძე: საერთაშორისო ორგანიზაციებში კორუფციის შემთხვევები ახალი არ არის - ამის მაგალითი იყო „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნა“

საერთაშორისო ორგანიზაციებში კორუფციის შემთხვევები ახალი არ არის, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა.

თსუ-ში სახალისო-შემეცნებითი კვირეული ,,ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალისო-შემეცნებითი კვირეული - ,,ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა.

მაია ცქიტიშვილმა სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებისგან ვადაგადაცილების გამო განმარტება მოითხოვა

მაია ცქიტიშვილი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების - ალიანსისა და ეპტისას წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის რეაბილიტაცია და ახალი ბულვარის მოწყობა იყო.

ევროპის საბჭოში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სასესიო კვირეულის ფარგლებში, 23 აპრილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.

მეტროსადგურ დელისზე კაცი გარდაიცვალა

ცოტახნის წინ, მეტროსადგურ დელისზე ხანდაზმული კაცი გარდაიცვალა.