გიორგი მღებრიშვილის თქმით, უმჯობესია, გაკეთებული საქმეები პროფესიონალებმა შეაფასონ

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უწყების ხელმძღვანელად მუშაობის ორწლიან პერიოდს აფასებს და პოლიციის ყველა თანამშრომელს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემო პოლიციელებო, ძვირფასო მოქალაქეებო!
ჩემთვის დიდი პატივი იყო, 2 წლის განმავლობაში მემსახურა თქვენთან ერთად და მემსახურა თქვენი უსაფრთხოებისთვის! 
ეს იყო გამოწვევებით სავსე 2 წელი. 
ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების, ჩემი თანამშრომლების და მათი ოჯახების წინაშე! 
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. 
მადლობა ჩემს გუნდს, რომ ყველაზე რთულ მომენტებში, ჩემ მხარდამხარ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ ღირსეულად გავმკლავებოდით გამოწვევებს, განგვეხორციელებინა 21-ე საუკუნის პოლიციის იდეა. ეს გრძელვადიანი პროცესია, თუმცა მისი საფუძველი, ძლიერი ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია.
ამ წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა და ბევრი ინოვაციური პროექტი დანერგა. 
ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ყაიდის, მაღალტექნოლოგიური პოლიციისკენ და ამ რეფორმის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს. 
• შეიქმნა ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ცენტრი, რომლის ანალოგი სულ რამდენიმე, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყანაშია. 
• დაიწყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომლის პირველი შედეგები უკვე სახეზეა. 
• 2017 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მაღალი დონის შეთანხმებას ევროპოლთან, რითაც საქართველოს შს სამინისტრო ევროპის საპოლიციო ოჯახის ნაწილი გახდა. 
• საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის უპრეცედენტოდ გაფართოებამ, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო ორმხრივმა ურთიერთობებმა, პოლიციის ატაშეების დანიშვნამ, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში. 
• სამინისტროს არაერთი დანაყოფი გაწევრიანდა პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ასოციაციებში.


• ახლახან ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ჩვენ მიერ დაწყებული პროექტები, როგორიცაა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა და საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიცია. 
• ჩვენი უცხოელი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ შსს-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოს ორგანიზებული დანაშაულის, ე.წ. "კანონიერი ქურდების", ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
• 2016 წელს შსს-ს საპატრულო პოლიციამ დაიწყო ახალი წარმატებული პროექტი - მოთხილამურე პატრული. სამთო-სათხილამურო პატრულებმა უკვე 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინეს დახმარება. 
• 2015-2017 წლებში "112"-მა, თავისი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისები დანერგა. 
• მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სასაზღვრო პოლიციაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, შსს-ს აკადემიაში, მომსახურების სააგენტოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში... რომელთა ჩამოთვლითაც ახლა თავს არ შეგაწყენთ. 
ვფიქრობ, უმჯობესია, გაკეთებული საქმეები პროფესიონალებმა შეაფასონ.


მე მჯერა ამ პროგრესის, დაწყებული რეფორმების შეუქცევადობის. მჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის სიტყვას ამბობს და მომავალშიც იტყვის ქვეყნის განვითარების საქმეში. მინდა, იცოდეთ, რომ ეს უწყება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტია და მას თქვენი, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მინდა, გთხოვოთ, უფრო მეტად დააფასოთ პოლიციელების შრომა, მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლი და მათი წვლილი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში. 
თქვენ უკან 40 ათასამდე ადამიანია. მათი უდიდესი უმრავლესობა ღირსეული და საქმისთვის გულანთებული პოლიციელია. ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით იდგებიან მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ვიცი, რომ თქვენც მათი იმედი გაქვთ, როცა საფრთხის პირისპირ რჩებით...


მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, ჯარისკაცებს, სამინისტროს თანამშრომლებს... ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ 2 წელი მათთან ერთად ვემსახურებოდი საქართველოს!


შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას კი წარმატებას ვუსურვებ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში. ის მაღალი დონის, პროფესიონალი მენეჯერია, პრინციპული პიროვნება და მჯერა, რომ იქნება ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი.


საუკეთესო სურვილებით,
გიორგი მღებრიშვილი


პოლიციელი გმირია! 
ვემსახურები საქართველოს!" - წერს გიორგი მღებრიშვილი. 


პრემიერმა გიორგი გახარია შს მინისტრის და ვიცე-პრემიერის პოსტზე წარადგინა. გიორგი მღებრიშვილი უწყებას 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.


 


სიახლეები მსგავს თემაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნების დღეს საპოლიციო ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ.

გიორგი გახარია: საქართველო ევროპისა და აზიის რეგიონში ყველაზე რეფორმატორული ქვეყანაა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ბანკის Doing Business 2018-ის რეიტინგში მე-9 ადგილზე გადანაცვლებასთან დაკავშირებით თქვა, რომ საქართველო ყველაზე რეფორმატორული ქვეყანაა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა.

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, ამ დროისთვის, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დავით ცუხიშვილი იკითხება.

სალომე ზურაბიშვილი ყაზბეგელ ამომრჩეველს შეხვდა - მე არ ვარ თერგდალეული, მე სენადალეული ვარ

მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული, - ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6664 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში  2.88 თეთრი შეადგინა.
  

ბრიტანული "Fear Group"-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელს, სტივენ ფეარს შეხვდა, რომელმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი IPU-ს პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგა

14-18 ოქტომბერს, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის  რიგით 139-ე ასამბლეის პარალელურად, პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის  შეხვედრები იმართება, რომელში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი მონაწილეობს.

კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა

ინდონეზიაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

"როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს"

როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით და გამოცდილებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

"ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი"

ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს პარლამენტში

ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  დავით ზალკალიანმა ლუქსემბურგში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუმინეთის სახელმწიფო მინისტრთან, დანნეკულაესკუსთან.

გიგი წერეთელი ბინალი ილდიმირს შეხვდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბინალი ილდირიმს შეხვდა.

ოჯახში ძალადობის საკითხებზე ახალციხეში იმსჯელეს

გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე, ახალციხეში იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 139-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით, 14-18 ოქტომბერს, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 139-ე ასამბლეაში იღებს მონაწილოებას. 

ინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელი გაიტაცეს

ინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელი ოლეგ კოზლოვსკი, რომელიც მაგასში მიმდინარე საპროტესტო აქციას აკვირდებოდა 6 ოქტომბერს გაიტაცეს.

 

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელ ი.პ.-ს კითხავენ

გავრცელებული ინფორმაციით, აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ სუბელიანი,  ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ. იკითხება

კაცი, რომელმაც კელნში მძევალი აიყვანა დაკავებულია

კელნის პოლიციამ კაცი, რომელმაც მძევალი აიყვანა დააკავა.

დავით ზალკალიანი: საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლუქსემბურგში დღეს დაგეგმილ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლებასთან ისეთი ფორმის დიალოგს დავამყარებ, რაც საქმის კეთების საშუალებას მოგვცემს

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

სალომე ზურაბიშვილი: სადაც კი შემიძლია მივიტანო მაღალმთიანი რეგიონების პრობლემები, მე ამას მივიტან

მაღალმთიან რეგიონში პირველ რიგში ისეთი პირობები უნდა იყოს შექმნილი, რომ ადამიანები აღარ წავიდნენ და პირიქით, დაბრუნდნენ. ეს ნიშნავს განსაკუთრებული პირობების შექმნას.

 

სალომე ზურაბიშვილი: მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული

მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული, – ამის შესახებ საპრეზიდენტო დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.