"ახალგაზრდა ადვოკატები" ლისის ტბის წართმევის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

"ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ლისის ტბის წართმევის საქმეზე, რამაზ ახვლედიანისა და მამუკა ხაზარაძის ერთობლივი საქმიანობის მასალები მტკიცებულებებად ცნო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ, ლისის ტბის წართმევის საქმეზე, ახალი მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნია. სასამართლომ დააკმაყოფილა "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო ორი ახალი დოკუმენტი. კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის 2006 წლის 21 სექტემბრის წერილი, რომლითაც რამაზ ახვლედიანს ეცნობა, რომ მის მიერ მითითებული მისამართზე ქ. თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენდა 12 ლარს. სწორედ ამ წერილის საფუძველზე, რამაზ ახვლედიანმა, 2006 წლის 25 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს და მოითხოვა ლისის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კონპლექსის 63,5 ჰა შესყიდვა, ხოლო მეორე დოკუმენტი ეხება ფაქტს, როდესაც 2005 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ს.ს. "ლისის ტბას" საწესდებო კაპიტალის შესავსებად, ანგარიშზე ერიცხებოდა 2,715.000.00 მლნ ლარი. შესაბამისად, რამაზ ახვლედიანსა და მის ბიზნეს-პარტნიორ მამუკა ხაზარაძეს, ს.ს. "ლისის ტბის" მეშვეობით, სრული მზაობა გააჩნდათ ერთობლივი საქმიანობის განხორციელებისთვის, თავის მხრივ, რამაზ ახვლედიანი მზადყოფნას გამოთქვამდა ლისის ტბის კომპლექსის 63,5 ჰა შესყიდვაზე და არ არსებობდა არც ერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რამაზ ახვლედიანს, თავისუფალი ნების პირობებში, უარი ეთქვა მამუკა ხაზარაძესთან საერთო ბიზნესზე და პარტნიორობაზე.


ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის კიდევ ერთი შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულებებად დაურთო რამაზ ახვლედიანის მიერ ს.ს. "ლისის ტბის" მიმართ გაგზავნილი ყველა წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც მამუკა ხაზარაძის ბიზნეს-პარტნიორი ს.ს. "ლისის ტბის" 2005-2015 წლებში განხორციელებულ საბანკო ტრანზაქციებისა და ბალანსების გაცნობას მოითხოვდა. ამასთანავე, რამაზ ახვლედიანის ინტერესების დამცველები დაეთანხმნენ საქმეში მესამე პირის, შპს "ლისი ლეიქ დეველოპმენტის" მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას საქმეზე რამაზ ახვლედიანსა და შპს "თბილისის უძრავი ქონების" დირექტორ ირაკლი კილაურიძეს შორის გაფორმებული განზრახულობათა ოქმის მტკიცებულების სახით დართვაზე.


ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება (მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე), რომლითაც არ დაკმაყოფილდა რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნები: საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულების ბათილად ცნობა რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ, ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დავის მხარეები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და მამუკა ხაზარაძის ს.ს. "ლისი ლეიქ დეველოპმენტია".


საქმის მასალებიდან დადგენილია, რომ რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძულებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ (გასაჩივრებულ) გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ შემდეგს: "საქმეში არსებული მასალების თანახმად, რამაზ ახვლედიანს სადავო ქონების საბოლოოდ საკუთრებაში გადაცემამდე, უნდა შეესრულებინა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა ამ უკანასკნელთა შესრულებამდე მან თავად განაცხადა უარი უძრავი ქონების მიღებაზე, ვინაიდან ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლო შეესრულებინა კონკრეტული პირობები/ვალდებულებები". რამაზ ახვლედიანმა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლოს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ახალი დოკუმენტაცია წარუდგინა. საქმეს ამჟამად განიხილავს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტიც.


თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავს გიორგი ტყავაძე (თავმჯდომარე), მარიამ ცისკაძე და ნათია ქუთათელაძე. საქმეზე სხდომა 2018 წლის 09 იანვარს, 14:00 საათზე განახლდება.


 


მსგავს თემაზე:


"ახალგაზრდა ადვოკატები": ბიზნესმენებს ლისის ტბის განვითარებისთვის 2,715.000.00 ლარი ჰქონდათ


 


ნაცვლიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ექსპრეზიდენტის უკანასკნელი დასაყრდენია საქართველოში

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების მიერ ტანდემში წარმოებულ კამპანიაზე საუბრობს.

ქვემო ქართლის პოლიციაში 20-მდე ბაზრის მოვაჭრეს კითხავენ

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში ბაზრის მოვაჭრეების დაკითხვა გრძელდება.

ნაცვლიშვილის თქმით, მარგველაშვილი შეცდომა იყო და საბოლოო ჯამში მიშას "პლასტელინი" გამოდგა

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გიორგი მარგველაშვილს, ისევე როგორც კოჰაბიტაციას „ქართული ოცნების“  შეცდომად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შეცდომის ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ ერთი ადამიანი დაჭრეს

ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში ერთი ადამიანი დაჭრეს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო საჭირო და აუცილებელი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისში, ისანში, 21-22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება.

თალაკვაძის თქმით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება ღირსეული და უალტერნატივო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა გუნდში ჯერ არ დაუწყია.

საპარლამენტო ასამბლეაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საკითხს გაესმევა ხაზი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევას გეგმავს.

 

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა.

ვოლსკის თქმით, რუსეთის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება მისი ოკუპაციისა და აგრესიის გამოა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, თუ რუსეთის მიმართ ევროკავშირისა და აშშ-ში დამოკიდებულება ყალიბდება, რომელიც საკმაოდ მკაცრია, ეს განპირობებულია საქართველოს მიმართ რუსეთის ოკუპაციისა და აგრესიის გამო.

საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაინიშნოს

საქართველო-უზბეკეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაინიშნოს.

 

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო ისანში რამდენიმე ქუჩაზე გაზმომარაგება შეიზღუდება

ბოჭორმის ქუჩა №27-თან გამავალი ავარიული გაზსადენის რეკონსტრუქციისა და რეგულატორის გადატანის მიზნით, 23 იანვარს,  11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონს.

მაიკ პენსმა იერუსალიმში საელჩოს გადატანის ვადები დაასახელა

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ქვეყნის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში 2019 წლის ბოლომდე გადაიტანენ.

ფილიპინებზე ვულკანმა გაიღვიძა

ფილიპინებზე ვულკანმა მაიონიმ გაიღვიძა.

"ნენსკრა ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს"

„ნენსკრა ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს“,- ამის შესახებ "საქმიან დილაში" მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა. 

თომას ბახმა გიორგი კვირიკაშვილს სპეციალური მედალი გადასცა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტის პიერ დე კუპერტენის მიერ დაარსებული სპეციალური მედალი გადასცა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

22 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5340 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5429 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.89 თეთრი შეადგინა.

ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

სასტუმრო „ლეოგრანდის“ 500 თანამშრომელი უფასო შვებულებაში გაუშვეს

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ 500 თანამშრომელი უფასო შვებულებაში გაუშვეს.

აფეთქებას ტაილანდში 3 ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა

ტაილანდის სამხრეთ პროვინცია იალაში, მაღაზიაში თვითმკვლელი ტერორისტი მოტოციკლეტით შევარდა და თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა.

ქაბულში გაეროს მისიაზე თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაეროს თანამშრომლებზე თავდასხმა მოხდა.

 

ამერიკაში მოსწავლემ კლასელებს მარიხუანის შემცველი „ტკბილეული“ დაურიგა

ამერიკაში, ნიუ-მექსიკის ქალაქ ალბუკერკის სკოლაში, 9 წლის მოსწავლემ თანაკლასელებს ტკბილეული დაურიგა, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავდა. ეს ფაქტი მაშინ  გამოვლინდა, როცა მოსწავლეების ქცევა არაადეკვატური გახდა.