საბერძნეთი ვალებს მარიხუანით გადაიხდის

საბერძნეთის მთავრობას სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანის მოყვანა საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიაჩნია, რომელიც ეკონომიკას 7-წლიანი კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.

ამის შესახებ სოფლის განვითარებისა და სურსათის მინისტრმა ევანგელოს აპოსტოლუმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, სამედიცინო მარიხუანის წარმოებით დაინტერესებულმა მეწარმეებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების სათბურები ააშენონ საბერძნეთის ტერიტორიაზე.


საბერძნეთი სამედიცინო კანაბისის მსოფლიო ბაზარზე გასვლას გეგმავს, რომლის საექსპორტო პოტენციალი უახლოესი 10 წლის განმავლობაში 200 მილიარდ ევროს შეადგენს.


საბერძნეთში მარიხუანის ლეგალიზაციის კანონპროექტში წერია, რომ 12-15 სათბურისგან შემდგარი ერთი კომპლექსი, საშუალოდ, 400 ადამიანს დაასაქმებს. უმუშევრობის დონე ქვეყანაში 2011 წლიდან 20%-ზე დაბლა არ ჩამოსულა.


მარიხუანის ლეგალიზების კანონპროექტს საბერძნეთის მთავრობა პარლამენტს წლის ბოლომდე წარუდგენს.


სამედიცინო დანიშნულების მარიხუანის მსოფლიო ბაზრის კაპიტალიზაცია დღეისთვის წელიწადში 8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2021 წლისთვის, Forbes-ის მონაცემებით, აღნიშნული ბაზრის მოცულობა წელიწადში 31,4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. დღეისთვის ბაზარზე სამედიცინო მარიხუანას მიწოდების 90% აშშ-ზე მოდის.


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა.

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, ამ დროისთვის, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დავით ცუხიშვილი იკითხება.

სალომე ზურაბიშვილი ყაზბეგელ ამომრჩეველს შეხვდა - მე არ ვარ თერგდალეული, მე სენადალეული ვარ

მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული, - ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6664 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში  2.88 თეთრი შეადგინა.
  

ბრიტანული "Fear Group"-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელს, სტივენ ფეარს შეხვდა, რომელმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი IPU-ს პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგა

14-18 ოქტომბერს, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის  რიგით 139-ე ასამბლეის პარალელურად, პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის  შეხვედრები იმართება, რომელში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი მონაწილეობს.

კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა

ინდონეზიაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

"როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს"

როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით და გამოცდილებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

"ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი"

ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს პარლამენტში

ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  დავით ზალკალიანმა ლუქსემბურგში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუმინეთის სახელმწიფო მინისტრთან, დანნეკულაესკუსთან.

გიგი წერეთელი ბინალი ილდიმირს შეხვდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბინალი ილდირიმს შეხვდა.

ოჯახში ძალადობის საკითხებზე ახალციხეში იმსჯელეს

გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე, ახალციხეში იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 139-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით, 14-18 ოქტომბერს, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 139-ე ასამბლეაში იღებს მონაწილოებას. 

ინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელი გაიტაცეს

ინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელი ოლეგ კოზლოვსკი, რომელიც მაგასში მიმდინარე საპროტესტო აქციას აკვირდებოდა 6 ოქტომბერს გაიტაცეს.

 

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელ ი.პ.-ს კითხავენ

გავრცელებული ინფორმაციით, აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ სუბელიანი,  ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ. იკითხება

კაცი, რომელმაც კელნში მძევალი აიყვანა დაკავებულია

კელნის პოლიციამ კაცი, რომელმაც მძევალი აიყვანა დააკავა.

დავით ზალკალიანი: საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლუქსემბურგში დღეს დაგეგმილ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლებასთან ისეთი ფორმის დიალოგს დავამყარებ, რაც საქმის კეთების საშუალებას მოგვცემს

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

სალომე ზურაბიშვილი: სადაც კი შემიძლია მივიტანო მაღალმთიანი რეგიონების პრობლემები, მე ამას მივიტან

მაღალმთიან რეგიონში პირველ რიგში ისეთი პირობები უნდა იყოს შექმნილი, რომ ადამიანები აღარ წავიდნენ და პირიქით, დაბრუნდნენ. ეს ნიშნავს განსაკუთრებული პირობების შექმნას.

 

სალომე ზურაბიშვილი: მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული

მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული, – ამის შესახებ საპრეზიდენტო დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.