საპარტნიორო ფონდის დირექტორის თქმით, საქართველოს საინვესტიციო ცენტრის ამბიცია აქვს

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, გეოპოლიტიკურ რუკაზე რეგიონის საინვესტიციო ცენტრად იქცეს.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა. ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები, რომლებმაც საქართველო გლობალური ბიზნესისთვის ხელსაყრელ ქვეყნად აქცია და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზეც რეგიონის საინვესტიციო ცენტრად ვაქციოთ“, - ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


პანელი „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს დილით გახსნა.


„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის მენეჯმენტთან ერთად, თბილისში 28-29 ნოემბერს მიმდინარე ,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს.  ფორუმს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან 2000-მდე მეტი დელეგატი ესწრება. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.


„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ სიტყვით გამოსვლისას დავით საგანელიძემ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობის და საუკუნის პროექტში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა. განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ პროექტში ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.


„დღეს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, ისევე, როგორც საქართველო თანამედროვე გეოპოლიტიკურ რუკაზე. დიდია საქართველოს როლი, ბატონი სი ძინ პინის მიერ ინიცირებულ უმნიშვნელოვანეს გლობალურ, საუკუნის პროექტში „ერთი სარტყელი –  ერთი გზა” და ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ პროექტში აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აბრეშუმის გზის აღდგენა აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და საქართველო ხდება ევროპისა და ჩინეთის კარიბჭე უზარმაზარი პოტენციალით. საქართველო ჩამოყალიბდა  სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკის ცენტრად, „აბრეშუმის გზის ფორუმი" კი უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქმიანი კონტაქტების დამყარებას და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.


ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, დავით საგანელიძემ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების,  ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში „საპარტნიორო ფონდის“ როლისა და ფონდის საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები კი - მათთვის სერიოზული სიგნალი.


„მსოფლიო საქართველოს სანდო პარტნიორად მიიჩნევს. სანდო პარტნიორია ინვესტორებისთვის საქართველოში „საპარტნიორო ფონდიც“. „საპარტნიორო ფონდმა“ თავისი არსებობის ექვსწლიანი ისტორიის განმავლობაში, საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად, ბიზნესის განსავითარებლად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაჯანსაღებლად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და დღეს ინვესტორებისთვის ბიზნესის წარმატების გარანტად მიიჩნევა. ჩვენი მიზანია, განვავითაროთ რეგიონები და ეკონომიკის ის დარგები, რომლებიც ჯერ არ არის ათვისებული. ამჟამად ფონდის პორტფელშია რამდენიმე პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომელთა ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ჩვენი თანამონაწილეობა კი ამ მოცულობაში 350 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს რომ ჩვენს მიერ ინვესტირებულმა ერთმა დოლარმა შვიდი დოლარი მოიზიდა. მნიშვნელოვანია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ეს ყოველწლიურად მზარდი მონაცემები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, თუ როგორი  პერსპექტივები შეიძლება გაჩნდეს ჩვენ წინაშე უახლოეს მომავალში და ეს საქართველოს გლობალური დატვირთვის მქონე პროექტებში აქტიურ ჩართულობას უკავშირდება“, – განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა.


დავით საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის  ფორუმის“ ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებზეც გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ფორუმი, რომელიც საქართველოში მეორედ იმართება, გამართლებული საშუალებაა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.


„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უკვე მოჰყვა ქმედითი ნაბიჯები და სერიოზული შედეგიც. „საპარტნიორო ფონდმა“ გამოიყენა ფორუმის შესაძლებლობები. სწორედ ფორუმის ფარგლებში გააფორმა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები „საპარტნიორო ფონდსა“ და შანხაის უმსხვილეს ხუასინის ენერგეტიკულ კომპანია CEFC-ის შორის და დაფუძნდა ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“, გავაფორმეთ ხელშეკრულება ჩინეთის ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანიასთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად. ასევე, დღეს ვაფორმებთ ხელშეკრულებას ჩინეთის ეროვნული ქიმიური ინჟინერიის კომპანია CNCEC-სთან. ფორუმის ფარგლებში, ასევე, მოლაპარაკება შედგა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების რეიტინგში ლიდერ ბანკ INCEC-ისთან. ჩინეთში სიდიდით პირველმა ბანკმა INCEC-მ „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის სურვილი სწორედ მას შემდეგ გამოთქვა, რაც ფონდმა მოკლე დროში ჩინეთის უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობის შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმა“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.


პანელზე „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი; აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ლუ იანზონგი; საინვესტიციო ჯგუფი BGEO-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური; საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე; „ნენსკრა ჰესის“ გენერალური დირექტორი ტაეკვონ სიო; „აბრეშუმის გზის ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ბიურგერი და „ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი.


პანელში მონაწილე გამომსვლელებმა „საპარტნიორო ფონდის“ მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და სანდო და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის ფონდის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადეს.


დავით საგანელიძემ ,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ სხვადასხვა სესიაში მიიღო მონაწილეობა. „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მოწყობილ პანელებში მონაწილეობდნენ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დანელია და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნინო ჩოლოყაშვილი.


ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.


„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა - მასში მონაწილეობა მიიღო 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა. მათ შორის, ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა და 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა.


„აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში მეორედ იმართება და ის ჩინეთში ჩატარებული „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ლოგიკური გაგრძელებაა. ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” პარტნიორია „საპარტნიორო ფონდი“.


პრემიერი: დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ამით ძალიან ვამაყობთ

დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ USS Ross-ზე სტუმრობისას განაცხადა.

ირაკლი აბუსერიძემ 90-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნები გადასცა

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ირაკლი აბუსერიძე, „აჩუქე წიგნის“ აქციის ფარგლებში, 90-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესტუმრა და  მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა.

ვერსალში ძლიერი ხანძარია

საფრანგეთში, ვერსალში, ერთ-ერთ ავტოსადგომზე ძლიერი ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია 26 სახანძრო ეკიპაჟი.

ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. სასამართლომ ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარის გირაო შეუფარდა.

24 აპრილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი" ავრცელებს.

პაპუნა ლეჟავამ “მომავლის ბანკის“ ფორმუში მიიღო მონაწილეობა

23 აპრილს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში", The Financial-ის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საბანკო ასოციაციის მხარდაჭერით საბანკო ფორუმი "მომავლის ბანკინგი" გაიმართა.

პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში პოლიცია ამ დრომდე რჩება 

პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში დაცვის პოლიცია ამ დრომდე რჩება.

აჭარის ტელევიზიას მართლაც აქვს რეპუტაცია სანდოობის, იმედია შენარჩუნდება - ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

ამ ტელევიზიას მართლაც აქვს რეპუტაცია სანდოობის, იმედია შენარჩუნდება, - ეს განცხადება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ბათუმში სამხედრო ხომალდზე ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური მიღების შემდეგ გააკეთა.

საქართველოს სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

მიმდინარე წლის 24-25 აპრილს საქართველოს სერბეთის  რესპუბლიკის  პრემიერ მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი, ივიცადაჩიჩი ეწვევა. 

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას.

ივანე მაჭავარიანი: 22 აპრილის მდგომარეობით, დღგ-ის ზედმეტობის სახით 168 მლნ ლარია დაბრუნებული

"22 აპრილის მდგომარეობით, დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულია  168 მლნ ლარი".

ირაკლი კოვზანაძე: ფინანსთა მინისტრმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა

"ფინანსთა მინისტრმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, ზოგს, შეიძლება მოეწონა პასუხები, ზოგს -არა,  მაგრამ ეს არის პარლამენტი და ეს არის დემოკრატია".

თსუ-ში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა

24 აპრილს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნება.

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი 48 ნომრიანი მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმრო შეემატა

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, კიდევ ერთი სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ გაფართოვდება.

კობა კობალაძემ გლდანის 209-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები წიგნებით დაასაჩუქრა

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრმა, ავჭალა-გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ, სოფელი გლდანის 209-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა და საჩუქრად წიგნები გადასცა.

საკრებულოს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოსა და ათასწლეულის ფონდ საქართველოს (MCA-Georgia) შორის მემორანდუმი გაფორმდება

24 აპრილს, 15.00 საათზე, თბილისის საკრებულოს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოსა და ათასწლეულის ფონდ საქართველოს (MCA-Georgia) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ელექტრომობილით ბათუმის ბულვარში ტურისტები დაშავდნენ

ბათუმში, ელექტრომობილი ფეხით მოსიარულე ორ ტურისტს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაშავებულები ისრაელის მოქალაქეები არიან.

ზესტაფონის მერობის კანდიდატის მანქანა გაუმართავი იყო – ცეცხლის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს თავად ვახტანგ რობაქიძის მეგობარი უარყოფს

ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერი, რომლის ავტომობილიც გუშინ დაიწვა, უარყოფს, რომ მასზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდა. 

საქართველოს პარლამენტი „აჩუქე წიგნი“-ს აქციაში ჩაერთო

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამეტის წევრების სახელით, იუსტიციის სამინისტროს N8 პენიტენციალურ დაწესებულებას, საჩუქრად წიგნები გადასცა.

იმერეთში ფერმერებისთვის კონსულტაციების გაწევა მიმდინარეობს

იმერეთის რეგიონში ფერმერებს ვეტერინარიის, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, მცენარეთა დაცვის და თხილის ბაღების გაშენების მიმართულებებით კონსულტაციები გაეწიათ.