უსაფრთხოების ექსპერტი ნატოს ლექსიკონში შავი ზღვის რეგიონის გამოჩენას მნიშვნელოვნად მიიჩნევს

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის ზურაბ აგლაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს ლექსიკონში გაჩნდა ტერმინი შავი ზღვის რეგიონი, რადგან მანამდე ამ ტერმინს არასდროს იყენებდა. 

აღნიშნული განცხადება ექსპერტმა NATO-ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადების შეფასებისას გააკეთა.


სტოლტენბერგის თქმით, ნატო 6 დეკემბერს დაგეგმილ მინისტერიალზე საქართველოსთან შავ ზღვაზე უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას განიხილავს.  


ზურაბ აგლაძის განმარტებით, NATO-ს შავი ზღვით დაინტერესების მიზეზი რუსეთის ქმედებებია, რომელიც ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ, შავი ზღვის აუზის ჩაკეტვის მიზნით, ახლა თურქეთან ფლირტითაა დაკავებული. 


მისივე თქმით, ამის მიზეზი გარკვეულწილად შეიძლება იყოს ნატო თურქეთს შორის არსებული დაძაბულობაც, თუმცა დაძაბულობის მიუხედავად, თურქეთი ნატო-ს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს, რადგან მან იცის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი არის მისი უსაფრთხოების გარანტი.


"რა თქმა უნდა კარგია რომ გაჩნდა "შავი ზღვის რეგიონი" ტერმინი ნატოს ტერმინოლოგიაში და მეტ ყურადღებას იჩენენ ამ რეგიონის მიმართ. აქამდე არც ახსენებდნენ.  საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არაფორმალური შეთანხმება მოხდა,და მცირე აზია რუსეთს დაეთმო, სადაც დასავლეთი აქტიურად ვერ ერეოდა, ბალტიის პირეთი დასავლეთის გავლენის სფერო გახდა.  რუსეთს ბალტიისპირეთის საქმეებში ჩარევის შესაძლებლობა ნაკლებად ჰქონდა. შავი ზღვის რეგიონი კი გაურკვეველი იყო ვისი გავლენის ქვეშ მოექცა.  ბოლო მოვლენებმა დაგვანახა ნატოს გააქტიურებით საქართველოში და უკრაინის რევოლუციამ დაგვანახა რომ რუსეთი არ აპირებს პოზიციების დათმობას. უკრაინაშიც და  საქართველოშცი, ასევე ყირიმის ოკუპირებით ეს დაამტკიცა. რუსეთი ყველაფერსა აკეთებს იმისთვის რომ შავი ზღვის აუზი ჩაკეტოს და ექსკლუზიური გავლენა ჰქონდეს, თურქეთთანაც ფლირტის ერთ-ერთ მიზეზი ეს არის. არც დასავლეთი არ აპირებს პოზიციების დათმობას და არც რუსეთი", - განმარტავს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი. 


მისივე თქმით, შავ ზღვაში ნატოს ძირითადი დასაყრდენი ეს არის თურქეთის ფლოტი და ნატოს ის გემები, რომლებიც პერიოდულად შემოდიან.  


"რაც შეეხება საქართველოსთან თანამშრომლობას, ნატოს გემების მიღებას სამომავლოდ, როგორც ბათუმის და ფოთის პორტები, ასევე ანაკლიის პორტიც თავისუფლად შეძლებს, რადგან ახალი პორტი თანამედროვე ინფრასტრუქტურით იქნებ აღჭურვილი და ბევრად უფრო ღრმაწყლოვანი იქნება, ვიდრე დანარჩენი ორი პორტი. რა თქმა უნდა კარგია დაიწყო შავი ზღვის რეგიონის წამოწევა და რომ  ნატოს ლექსიკონში გაჩნდა „შავი ზღვის რეგიონი“ ძალიან ბევრს ნიშნავს უკვე.  რაც მთავარია ჩვენ უნდა გვქონდეს მყარი სტრატეგიული თანამშრომლობა პარტნიორებთან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ინსტიტუტები გახდნენ ძლიერი ინსტიტუტები. ადრე თუ გვიან მოვა დრო და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად.ქვეყნები, რომლებიც ნატოში შედიოდნენ მათი ინვესტიციები  პირდაპირ პროპორციულად იზრდებოდა. ნატო არის უსაფრთხოება. ქვეყანა რომელიც არის ნატოს წევრი, ყველა ინვესტორმა იცის რომ იმ ქვეყნის უსაფრთხოებაც არის დაცული და შესაბამისად მისი ინვესტიციაც იქნება დაცული. ეს არის ყველაზე ძლიერი სამხედრო ბლოგი მსოფლიოს ისტორიაში და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვენელოვანია ამ ორგანიზაციის წევრი გავხდეთ. ასეთი დონის თანამშრომლობები კი არის წინგადადგმული ნაბიჯი ამ გზაზე“, - აღნიშნავს ზურაბ აგლაძე.


 


 


სიახლეები მსგავს თემაზე

საქართველო ნატოს ხომალდებს მასპინძლობს

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვიზიტით, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი „REGELE FERDINAND“ და ნატო-ს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი შემოვიდა.

საქართველო ისლამური სახელმწიფოს სამიზნე არ არის  - რატომ?

აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა. 

ნატო საქართველოსთან შავ ზღვაზე უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობას განიხილავს

ნატო ოთხშაბათს დაგეგმილ მინისტერიალზე საქართველოსთან შავ ზღვაზე უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას განიხილავს.

სამი დღის ამინდის პროგნოზი

დღეს, საქართველოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 

სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გეგმიურ დადგენაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე იმსჯელებს

სემეკ-ი 17 ივლისის საჯარო სხდომაზე თბოსადგურებისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის ტარიფების გეგმიური დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყების თაობაზე იმსჯელებს.  

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდეარედ მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს პირადად მიუსამძირეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილებმა - გიორგი ჩერქეზიშვილმა და გენადი არველაძემ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახები მოინახულეს და პირადად მიუსამძიმრეს.

აფეთქებისს დაშავებული 2 მეშახტე, თბილისში რეანიმაციულ განყოფილოებაში რჩება

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული მეშახტეებიდან ორი, დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

დედაქალაქის მერმა OGP-ის გლობალური სამიტის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებს უმასპინძლა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) გლობალური სამიტის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებების მონაწილეებისთვის მიღება  გამართა.  

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და  იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC - ს შორის შეთანხმება გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და  იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC - ს შორის სამოქმედო შეთანხმება გაფორმდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ იტალიის მხარესთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ენცო მოავერო მილანეზიმ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი​.

"შალვა თადუმაძემ იცის როგორც რეჟიმთან ბრძოლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ფასი"

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია საქართველოს მთავრაის პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურას დადებითად აფასებს.

მიხეილ ბატიაშვილი თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

16 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თბილისის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებსა და დირექტორებთან შეხვედრა გამართა.

თბილისში "ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი გაიმართება

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 17-19 ივლისს თბილისში "ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი გაიმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

 

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ტყიბულის შახტაში გარდაცვლითა ოჯახის წევრებს სამძმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ტყიბულის შახტაში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძმრებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს იტალიის პრეზიდენტი ეწვევა

17 ივლისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ეწვევა.

თინა ბოკუჩავას გამოუქვეყნეს დოკუმენტი, სადაც წერია რომ სააკაშვილმა ის ოქროს სამკაულით დაასაჩუქრა

პარლამენტის სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

"ძალიან ბევრი საქმე შეიძლება საგადასახადო ამნისტიას მიებას, რადგან ვიცით, რომ სისხლის სამართლის დევნა გადასახადის გადაუხდელობის გამოც ხორციელდებოდა"

მთავრობის პოლიტიკა არის პირობითად, საგადასახადო ამნისტიის ნაწილში და ძალიან ბევრი საქმე შეიძლება ამ ამნისტიას მიებას, - ამის შესახებ დღეს პარლამენტში მთავარი პროკურორის პოსტზე არჩეულმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო იტალიის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა

საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

პოროშენკოს თქმით, რუსეთი მარიუპოლსა და აზოვის ზღვის სხვა პორტებზე შეიარაღებულ თავდასხმას ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთი მარიუპოლსა და აზოვის ზღვის სხვა პორტებზე შეიარაღებულ თავდასხმას ამზადებს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მუჰამედკალი აბილგაზიევს შეხვდა, რომელიც საქართველოს OGP-ის სამიტის ფარგლებში სტუმრობს.

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს.

აჭარის მთავრობის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ვინაობა ცნობილია

აჭარის მთავრობის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ჯაბა ფუტკარაძე, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას ტიტე აროშიძე დაიკავებს.