მიხეილ ჯანელიძე: ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა მინისტერიალის ფარგლებში, რომლის დღის წესრიგშიც ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობს, მნიშვნელოვანია.

მინისტრის განცხადებით, ალიანსი იწყებს მზადებას 2018 წლის სამიტისთვის, ნატო-საქართველოს კომისიაზე კი კიდევ ერთხელ შეფასდა ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ მიაღწია ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.


„ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკის განსახილველად, სწორედ ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, სადაც მოხდა შეფასება ამ ფორმატში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომ განვლილი პერიოდის. ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნატოს ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესს, როგორც დემოკრატიული კონსოლიდაციის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სამხედრო და თავდაცვითი რეფორმების განხორციელების კუთხით. საქართველომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რაც უზრუნველყოფილი იქნა იმ წარმატებული რეფორმებით, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა. ბევრი კოლეგის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეფორმები, ხელს უწყობს საქართველოს წარმატებას, აახლოებს მას ნატოსთან, საბოლოო მიზანთან და ამკვიდრებს ნატოს სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.


მისი თმით კომისიის სხდომაზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით და აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც აახლოებს ქვეყანას ნატოში გაწევრიანებასთან.


ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართულ ნატოს ძალისხმევას. მინისტრის განცხადებით საქართველომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა გააღრმავოს ამ კუთხით ალიანსთან თანამშრომლობა. „ვარშავაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გააქტიურდეს დიალოგი საქართველოსა და ნატოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ვთანამშრომლობთ. გვაქვს კონკრეტული ხედვები ასევე შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მივესალმებით ნატოს მეტ ფოკუსს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი და დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალური კონტრიბუცია მოვახდინოთ და გავაღრმაოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრმა.


ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ აღინიშნა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობა.


მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, საქართველოს მონაწილეობა ნატო-საქართველოს კომისიის და ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფორმით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით იმ საკითხების გათვალისწინებით, რასაც წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ, ეს ეხება, როგორც ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობას, ასევე ტერორიზმს და ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.


სოზარ სუბარი: დავტკბები იმის ყურებით, როგორ ირბენს ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა იქნება

„დიდი სიამოვნებით შევხედავ და ალბათ დავტკბები, როგორ ირბენს გიგა ბოკერია იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატურას“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც მათ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ეყოლებათ.

სერგი კაპანაძე: ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციას საერთო კანდიდატები გვყავდეს

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები ჰყავდეთ.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.

პრემიერი: არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი იყო ქვეყნის გაერთიანება - ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობით და არა ომით 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. 

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდებათ

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები უტარდებათ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა.

გიორგი ხანიშვილი: სწორი ფიტოსანიტარიული პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და ექსპორტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის  განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მე-3 შეხვედრა გაიმართა.

ლევან დავითაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრანტებს შეხვდა.

პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

გუდაური–კობის მონაკვეთზე  მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

„თბილისი ენერჯი“ უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

„თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

სუს-მა თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი
დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმა“-ს დირექტორი გ.ნ, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ, ი.გ. და შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტი რ.კ. დააკავეს.

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში განათავსეს 

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში არიან მოთავსებულები.

ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს.

ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს პუტინის მარიონეტი უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა თეთრი სახლის ლიდერს დონალდ ტრამპს პუტინის მარიონეტი უწოდა.

 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: სექტორულ და სხვა ტიპის რეიტინგებში საქართველოს ჯეროვანი წარმოჩენა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

"ის ფაქტი, რომ ცნობილი გამოცემის, FDI Intelligence-ს მიერ თბილისი დასახელდა, როგორც საინვესტიციო ხარჯეფექტურობის კომპონენტში ყველაზე მიმზიდველი ევროპული ქალაქი, უდაოდ მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, მისი ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობას", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დღეს თბილისში დაბრუნდება და ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის

საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში დღეს ბრუნდება, ორკვირიან კარანტინს საჩხერის სასტუმრო - კომპლექსში გაივლის.

 

 

ბათუმში ახალგაზრდული ფორუმი "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის" გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ბათუმში დღეს ახალგაზრდული ფორუმი - "ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიხსნა.