ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს

კიდევ ერთი ქართული ხელნაწერი „UNESCO“-ს რეესტრში − იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს.

ხელნაწერი 6 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გახსნეს.


პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; მეცნიერებათა აკადემიის, თსუ-ს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი პირები.


საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სახარების მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანის გადაწყვეტილება |UNESCO|-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა მიიღო. ქართული ხელნაწერი იმ 78 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2017 წელს შეემატა. ხელნაწერის ნომინაცია საქართველოს  ეროვნულმა არქივმა „UNESCO“-ს 2016 წელს წარუდგინა.


უმნიშვნელოვანესი და იშვიათი ქართული ხელნაწერის ახალი აღწერილობის შექმნამდე (2015 წელი) სახარება-პალიმფსესტზე მხოლოდ მოკლე და მშრალი ინფორმაცია არსებობდა. შესწავლამ გამოავლინა, რომ ხელნაწერი  შეიცავს სამფენიან პალიმფსესტურ ფურცლებს და მასში არა ორი, არამედ, სულ მცირე, 4 ხელნაწერია ძირითადი ტექსტისა და ქვედა ფენების სახით; დაზუსტდა ტექსტის ქრონოლოგიაც.


ხელნაწერში ქართული ანბანის სამივე საფეხურია წარმოდგენილი. უძველესი შრე, რომელიც IX-X საუკუნეებით განისაზღვრება, ასომთავრულითაა ნაწერი,  მეორე და მესამე შრეები (XII-XIV სს) − ნუსხურით, ანდერძ-მინაწერები კი, რომლებიც XIII-XVIII საუკუნებისაა −მხედრულით.


ხელნაწერი საუცხოოდ არის გაფორმებული: ახლავს წმიდა მათე მახარებლის, წმიდა მარკოზ მახარებლის, წმიდა იოანე მახარებლისა და წმიდა პროხორეს მინიატურები. სახარებათა დასაწყისები გაფორმებულია თავსამკაულებით.


ზედა ფენის გადამწერი და გამცხოველებელი − ვინმე გიორგი, მომგებელი კი,  ბერი ესტატეა.


 


ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან. მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.


„UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ახალი ნომინაციის გარდა შესულია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების კიდევ ორი ნომინაცია:  ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (2013);  ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი (2015); ნბანდიდი სახარება (IX ს.);  ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.) ; ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.); ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.), ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი), შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი),  შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი),  მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).


2018 წლის იანვარში ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ყველა ხელნაწერისა და ისტორიული საბუთების გამოფენა იგეგმება.


 


სიახლეები მსგავს თემაზე

UNESCO-მ საფრთხეში მყოფი კულტურული ძეგლების სიაში ბაგრატისა და გელათის ტაძრები შეიტანა

ძეგლების დაცვისთვის საგანგებო ზომების მიღებისა და ფონდის შექმნის ინიციატივა, რომელიც ბაგრატისა და გელათის ტაძრებსაც შეეხო, ნობელის პრემიის ხუთმა ლაურეატმა UNESCO-ს აბუ-დაბის კონფერენციაზე წამოაყენეს.

სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე 2018 წელს UNESCO-ს ეგიდით გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით გაიმართება.

პარიზში UNESCO-ს სათავო ოფისში მარიამ ხაჭვანის ფილმის „დედეს“ ოფიციალური ჩვენება გაიმართება

UNESCO-ს ოფიციალური მიწვევით პარიზში სვანეთში გადაღებული ფილმის „დედეს“ ოფიციალური ჩვენება გაიმართება.

ევროკავშირმა ანტირუსული ეკონომიკური სანქციები მორიგი ვადით გააგრძელა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხუთშაბათის სხდომაზე რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მორიგი ვადით გაგრძელების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფრანგ ხალხს უსამძიმრებს

საფრანგეთის ქალაქ პერპინიაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხსა და მთავრობას უსამძიმრებს.

2017-2018 წლის ზამთრის ყველაზე მოდური ფეხსაცმელები

სესხის აღება, გარკვეულ მომენტებში ნებისმიერი ადამიანისთვის ხდება ხოლმე და აუცილებელი და გამონაკლისს არც „ფეშენისტები“ არ წარმოადგენენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 ლოტის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო პროექტების  მონიტორინგს გურიის რეგიონში აგრძელებს. ზურაბ ალავიძემ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-2 ლოტის  სამუშაოები დაათვალიერა.

"ბუტა რობაქიძის საქმეზე" პროკურატურა შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს დაკითხავს

"ბუტა რობაქიძის საქმეში" ბრალდებული შსს ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე პროკურატურის სამი მოწმე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხება.

 

თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტს შეისწავლის.

სოფელ ყულიშაკარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სოფელ ყულიშაკარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის  ორგანიზაციასთან ერთად ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს.

საფრანგეთში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად ოთხი ბავშვი დაიღუპა

სამხრეთ საფრანგეთში მატარებელი და სკოლის სასწავლო ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა. შემთხვევის გამო, ბოლო მონაცემებით, ოთხი ბავშვი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

საახალწლო ფასდაკლებები ზუმერში!

ზუმერის ქსელში საახალწლო შეთავაზებები გადამწყვეტ ფაზაში შედის. 

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის  ორგანიზაციასთან ერთად ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს.

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაული გახსნა

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

ავარიული გათიშვა - "ყაზტრანსგაზი" განცხადებას ავრცელებს

თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღეს, 05:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

თელავში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი დაშავდა

თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი დაშავდა.

ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომა დღეს გაიმართება

საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების ჯგუფის მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში დღეს გაიმართება.

შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი

საქართველოში მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი 20 დეკემბრამდეა მოსალოდნელი. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოდან აცნობეს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 15 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ელექტროგამანაწილებელ ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 15 დეკემბერს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს დროებით შეიზღუდება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ ბრიფინგი გამართა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ ბრიფინგი გამართა ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის.

დიდუბის ავტოსადგურთან ქვეითს მანქანა დაეჯახა

დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული თავის ტრავმით ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.