შსს საერთაშორისო კამპანიაში ჩაერთო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ 16-დღიან საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებთან ერთად, საქართველოს რეგიონებში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასა და  საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ.


ამჯერად, შეხვედრა ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში გაიმართა.


შეხვედრაზე მოსწავლეებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფორმებზე, აღნიშნული დანაშაულების წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.


ღონისძიების მიზანი იყო მოზარდების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ და ოჯახში   ძალადობის თემატიკაზე, მათი ინფორმირება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი   სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ, რაც  ოჯახში   ძალადობის შემცირების და მისი პრევენციის წინაპირობაა.


შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა   სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში დაწყებული კამპანიის - „ძალა ნდობას“ ფარგლებში გაიმართა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „ძალა ნდობას“ მეორე წელია ახორციელებს. კამპანიის მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.


ევროკავშირმა ანტირუსული ეკონომიკური სანქციები მორიგი ვადით გააგრძელა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხუთშაბათის სხდომაზე რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მორიგი ვადით გაგრძელების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფრანგ ხალხს უსამძიმრებს

საფრანგეთის ქალაქ პერპინიაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხსა და მთავრობას უსამძიმრებს.

2017-2018 წლის ზამთრის ყველაზე მოდური ფეხსაცმელები

სესხის აღება, გარკვეულ მომენტებში ნებისმიერი ადამიანისთვის ხდება ხოლმე და აუცილებელი და გამონაკლისს არც „ფეშენისტები“ არ წარმოადგენენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 ლოტის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო პროექტების  მონიტორინგს გურიის რეგიონში აგრძელებს. ზურაბ ალავიძემ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-2 ლოტის  სამუშაოები დაათვალიერა.

"ბუტა რობაქიძის საქმეზე" პროკურატურა შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს დაკითხავს

"ბუტა რობაქიძის საქმეში" ბრალდებული შსს ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე პროკურატურის სამი მოწმე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხება.

 

თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტს შეისწავლის.

სოფელ ყულიშაკარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სოფელ ყულიშაკარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის  ორგანიზაციასთან ერთად ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს.

საფრანგეთში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად ოთხი ბავშვი დაიღუპა

სამხრეთ საფრანგეთში მატარებელი და სკოლის სასწავლო ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა. შემთხვევის გამო, ბოლო მონაცემებით, ოთხი ბავშვი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

საახალწლო ფასდაკლებები ზუმერში!

ზუმერის ქსელში საახალწლო შეთავაზებები გადამწყვეტ ფაზაში შედის. 

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის  ორგანიზაციასთან ერთად ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს.

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაული გახსნა

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

ავარიული გათიშვა - "ყაზტრანსგაზი" განცხადებას ავრცელებს

თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღეს, 05:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

თელავში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი დაშავდა

თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი დაშავდა.

ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომა დღეს გაიმართება

საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების ჯგუფის მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში დღეს გაიმართება.

შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი

საქართველოში მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი 20 დეკემბრამდეა მოსალოდნელი. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოდან აცნობეს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 15 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ელექტროგამანაწილებელ ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 15 დეკემბერს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს დროებით შეიზღუდება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ ბრიფინგი გამართა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ ბრიფინგი გამართა ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის.

დიდუბის ავტოსადგურთან ქვეითს მანქანა დაეჯახა

დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული თავის ტრავმით ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.