ფინანსთა მინისტრმა დაგეგმილი რეფორმები სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებთან განიხილა

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებთან შეხვედრისას მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და ფინანსთა სამინისტროში მომავალი წლიდან დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაცია და შეხვედრები კვლავ გაგრძელდება. მისი თქმით, 2018 წელს რეფორმების გარდა, იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები ხარისხობრივ ნაწილში, რათა არსებული პროცესები, მათ შორის, საბაჟო მიმართულებით, გახდეს უფრო დახვეწილი და თანამედროვე.


 


„ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაგეგმილია ფინანსთა სამინისტროში, მათ შორისაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადის  ზედმეტობის დაბრუნების პროცედურების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. მუშავდება სისტემა, რათა მეწარმეს არანაირ დამატებით ბიუროკრატიასთან არ ჰქონდეს შეხება და მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე, შესაძლებელი იყოს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება 5-7 სამუშაო დღეში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, მათი საქმიანობის სტიმულირებისთვის, რადგან ბიზნესს ექნება დამატებითი ფინანსური რესურსი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო მოსაზრებები და შევთანხმდით, რომ ურთიერთობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.


 


„ესაა საჯარო კერძო დიალოგის ძალიან კარგი მაგალითი. შეხვედრაზე განვიხილეთ ბევრი საკითხი, რომელიც აქტუალური იყო კერძო სექტორისთვის, ასევე, მოხდა  განბაჟების დროებითი სისტემის, „ATA წიგნაკის“, რომელსაც სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივი თანამშრომლობით ახორციელებენ, პრეზენტაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და იყო ძალიან აქტიური ჩართულობა ასოციაციების მხრიდან,“ - აღნიშნა სავაჭრო- სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა.  


 


პალატის საბჭოს წევრები, ასევე, გაეცნენ ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობას.


საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით,თეთნულდზე მყოფი ტურისტი გარდაცვლილია

მესტიაში, თეთნულზე რამდენიმე დღის წინ დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილია.

წყალდიდობა რუსთავში  - გზებზე გაძნელებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა

რუსთავში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და შიდა ეზოები. გზებზე გაძნელებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

22-23 ივლისს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 ივლისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრებმა მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია საპატიმროში გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ბრალდებულები, მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია გამოკითხეს.

ოსლოში ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი გახსნეს

ოსლოს ცენტრში მდებარე მოედანზე ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი ​გახსნეს. მონუმენტი წარმოადგენს გამჭვირვალე კედელს, რომელზეც დაღუპულთა სახელებია ამოტვიფრული.

ქართველი წყალბურთელების პირველი გამარჯვება

ბარსელონაში, ევროპის საწყალბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

"საპარტნიორო ფონდის" ოფიციალური დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს

"საპარტნიორო ფონდის" დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს.

როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

ჩხოროწყუში მეტალურგიული კვლევისთვის არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება

ჩხოროწყუში, სოფელ ლეწურწუმეს უბან ჯუმითში ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 11 ათას ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც

დაიტბორა საცხოვრებელი სახლები ვაქირში, ანაგასა და მაღაროში. წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სამაშველო ბრიგადები ახორციელებენ.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მედიკოსები საუბრობენ

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირადი ექიმები საუბრობენ.

"ბეკოს" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს

გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე "ბეკოს" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს

სტიქია კახეთში - ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა

დატბორილია რამდენიმე სოფელი და ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები.

პატრიარქი სამების ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დროს, შეუძლოდ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას 20 წელი შეუსრულდა

სანაპირო დაცვის დღესთან დაკავშირებით, ფოთში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ გახსნა.

კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

გლოვის კვირა ტყიბულში -54 წლის მეშახტეს დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში, გლოვის კვირაა. მუნიციპალიტეტი, ელიზბარ მინდელის შახტში აფეთქების შედეგად დაღუპულ მეშახტეებს გლოვობს.

"ექსპერტიზა გაყალბებულია, ჩემი შვილი ამერიკელ ქალს არ გააუპატიურებდა"- ბრალდებული მწყემსის დედის პირველი კომენტარი

ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა, მარინა მარტიაშვილი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს.

საგამოძიებო კომისია მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას საპატიმროში გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ბრალდებულებს – მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავენ.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მწყემს, ადვოკატი დავით გირგვლიანი აღარ დაიცავს

ამერიკელი ოჯაიხს მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ინტერესებს, ადვოკატი დავით გირგვლიანი აღარ დაიცავს.

მთაწმინდის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია დაასრულდა

ვერაზე, რჩეულიშვილის ქუჩის IV და VI კორპუსების მიმდებარედ, ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.