გიორგი კვირიკაშვილი: მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბრით შეიძლება დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ, პირველ რიგში, ახალგაზრდებთან უნდა ისაუბროს.

"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ ტრაგედიას, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და ყველანი, ბუნებრივია, შეძრულები ვართ, მაგრამ ახლა მთავარია, გავაანალიზოთ შექმნილი ვითარება, საზოგადოების დამოკიდებულება, ბავშვებს შორის დაძაბულობის ფონი. ალბათ, გარკვეული ზომებია მისაღები და დამეთანხმებით, რომ ეს ზომები მისაღებია არა მხოლოდ ერთი რომელიმე უწყების ან თუნდაც, მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვჭირდება, კომპლექსურად გავაანალიზოთ ეს საკითხი და დროის მინიმალურ პერიოდში შევძლოთ, ერთობლივად გავატაროთ ის ზომები, რომლებიც პირველ რიგში თავიდან აგვაცილებს ასეთ რამეს, პრევენციას მოახდენს, მაგრამ უფრო სიღრმისეულად შევხედოთ მიზეზებს, რატომ ხდება ასეთი უბედურება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ტრაგედიის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ბევრ მიზეზზე ვისაუბროთ. მე მთლიანად გავეცანი იმ გამოხმაურებების ქარიშხალს, რომელიც იყო, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი - სახელმწიფომ პირველ რიგში, მაგრამ, მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან; ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, მათი აზრი, როგორ უყურებენ ისინი ამ პრობლემას, რას ფიქრობენ არა მხოლოდ იმაზე, რომ ასეთი ძალადობა არ მოხდეს, არამედ მთლიანად იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ოჯახების წინაშე დგას", - განაცხადა პრემიერმა.


მისივე თქმით, მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბრით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები და დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები.


პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს განსაკუთრებული ზომები რათა მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს.


"კიდევ ერთხელ მინდა, პირველ რიგში განათლების მინისტრს ვთხოვო, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გავააქტიუროთ საუბარი ჩვენს ახალგაზრდებთან, გამოვიტანოთ სწორი დასკვნები. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის სამართალდამცავების კუთხით, რათა ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს", - აღნიშნა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროკურატურასთან ერთად ეფექტურად იმუშავა.


"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა პროკურატურასთან ერთად და ვფიქრობ, ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ შეიძლებოდა, ვინმე ამ ტრაგედიის შემდეგ დაუსჯელი დარჩენილიყო. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ,მთავარი მაინც არის ის, რომ მომავლისთვის შევიმუშაოთ სწორი გზები, რათა ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ", - თქვა პრემიერმა.


"რა თქმა უნდა, ჩვენ არ გჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასოდეს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისათვის, რომ სკოლა, მისი ტერიტორია და მათ შორის მისი შემოგარენიც იყოს დაცული და მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება. კიდევ ერთხელ ვამბობ - იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან, ჩვენს ახალგაზრდებთან. მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ; მათ აქვთ იდეებიც, თავიანთი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება, ამა თუ იმ საკითხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებისგან განსხვავებული იყოს და ეს დამოკიდებულება ძალიან ხშირ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ხოლმე", - განაცხადა პრემიერმა.


 


 


როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც.


"უმოკლეს პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან ერთად, მივიღოთ ზომები, რა არის გასაკეთებელი, რომ მოკლე პერიოდში მეტი დაცულობა უზრუნველვყოთ. ამასთან ერთად, ალბათ საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც და მინდა, იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით", - ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელში წერს.


თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას რამდენიმე მიმართულება დაემატება

თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებული სამსახურის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ კნირშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

გიგი წერეთელმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა

ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის 57 წევრი ქვეყნის ელჩი დაესწრო.

საუდის არაბეთი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გარდაცვალების ფაქტს აღიარებს

საუდის არაბეთის ხელისუფლება ანგარიშს ამზადებს, რომელშიც საუბარია ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის სიკვდილზე.

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, დენი ალექსანდრს შეხვდა. 

დედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქში ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი ზედამხედველობის  განახლებული  სამსახური - მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა.

საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანია დაღუპული.

დღეს გამოძიება მირზა სუბელიანს გამოკითხავს

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სადაც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, მირზა სუბელიანი გამოიკითხება.

გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში შსს და სუს-ი გაუქმდება

გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" სამართალდამცავი ორგანოების სრულიად ახალი მოდელი მოამზადა.

მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა.

თეოლოგი: „მოსაყდრე-ვასაძე-შორენას „ტრიუმვირატი" ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსულ ვექტორზე დარჩეს"

„უკრაინის საკითხი იქნება ტესტი და ლუსტრაცია სხვა დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიებისთვის“, - ასე აფასებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი რუსეთის ეკლესიის სინოდის მიერ კონსტანტინოპოლთან კავშირის სრულად გაწყვეტას.

ნიგერიაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის სახელმწიფო ნავთობკომპანიის კუთვნილ ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 17 ოქტომბერს გაზმომარაგება შეუწყდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერასა და სოფელ ჯანდარას 17 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება.

თბილისში ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი გაიხსნება

საქართველო დღეს ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენციას – მინისტერიალს უმასპინძლებს.

დავით ზალკალიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართა.

ამინდის პროგნოზი

დღეს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. 

ეკა ბესელია - მუქარის და შანტაჟის ენით  საუბარი, განსაკუთრებით ასეთი ფორმის და შინაარსის ყოვლად მიუღებელია

"ხელისუფლებას მუქარის ტონის, მუქარით საუბრის ნამდვილად არ ეშინია. თუ ეს მუქარა ადრეც ყოფილა ვინმესთან გამჟღავნებული, ფაქტია, რომ ადამიანი დღეს არის პატიმრობის ქვეშ და ამ მუქარის შიში არავის აქვს", – აცხადებს ეკა ბესელია.

"არ მივცემთ უფლებას "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთხელ იძალადოს ქართულ საზოგადოებაზე"

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ანრი ოხანაშვილი გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მამუკა მდინარაძე - ძალიან მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს ორმაგ შანტაჟთან

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს ეხმაურება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა.

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, ამ დროისთვის, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დავით ცუხიშვილი იკითხება.