ქართულ თეატრებში ბოლო ხუთ წელში მაყურებლი გაორმაგდა - 0,6 მილიონზე მეტი გაყიდული ბილეთი

ყოველწლიურად ქართულ თეატრებს ნახევარ მილიონზე მეტი მაყურებელი სტუმრობს. 2012 წლიდან დღემდე, მაყურებელთა რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. 

ბოლო ხუთი წლის მანძილზე 1/3-ით გაიზარდა სპექტაკლების რაოდენობაც. 2012 წელს ქართულ თეატრებში ჯამში სულ 2066 სპექტაკლი გაიმართა, 2016 წელს კი 3022 სპექტაკლი, თითქმის 1000 -ით  მეტი.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით თეატრს 354 ათასი მაყურებელი სტუმრობდა, ხოლო 2016 წელს - 602 ათასი. 2012-1016 წლამდე მაყურებელთა რაოდენობის სტაბილური ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.



2017 წლის მონაცემები ჯერ დაჯამებული არ არის, თუმცა, როგორც თეატრების მენეჯმენტში აღნიშნავენ, ზრდის ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნებულია.


მარჯანიშვილის თეატრში გასულ წელს 80 ათასამდე ბილეთი გაიყიდა.


როგორც M2B-ის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა აცნობა, 80 ათასამდე ბილეთი, 2016 წლის 9 თვის მონაცემებია. 


"2017 წელს ჩვენი თეატრის დასი გასტროლებზე დიდი ხნის მანძილზე იყო. ამიტომ ამ დროისთვის მხოლოდ 7 თვემდე მონაცემების დაჯამება შეგვიძლია. მიმდინარე წლის 7 თვის მანძილზე სულ 45 460 ბილეთია გაყიდული", - აცნობა M2B-ის მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა. 


საქართველოში  სულ 49 თეატრია. აქედან 24 დედაქალაქში.  2016 წლის მონაცემების მიხედვით, თეატრში მისული 602 ათასი მაყურებლიდან 65,49%  თბილისის თეატრებს სტუმრობდა. თბილისის შემდეგ იმერეთის რეგიონი ლიდერობს, სადაც 8 თეატრია განთავსებული. გასულ წელს ამ რეგიონში თეატრებს მაყურებელთა საერთო რაოდენობის  13, 57 % სტუმრობდა. მაყურებელთა 3,51 %  აჭარაზე გადანაწილდა;  სამეგრელო -  2.94 %; სამცხე-ჯავახეთი -  2, 65 %, დანარჩენი რეგიონებზე კი  მაყურებლის 11.83 % ნაწილდება.


თუ რამდენად უწყობს ქართული თაეტრის რეპერტუარი თანამედროვეობას ფეხს, რამდენად პასუხობს თანამედროვე მენეჯმენტის გამოწვევებს და რა მდგომარეობაა დღეს ზოგადად ქართულ თეატრში, ამ საკთხზე M2B თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს ესაუბრა. 


როგორც M2B-სთან საუბარში ჩხარტიშვილმა აღნიშნა, მაყურებლის რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო თეატრების აქტიურობამ, მეტმა პრემიერამ.


„წლიდან წლამდე იზრდება პრემიერების რაოდენობა, რაც ასახვას ჰპოვებს მაყურებლის პროცენტულ ზრდაზე, მაგრამ მგონია, რომ ქართული თეატრის მაყურებელი ჩაკეტილ წრეს წარმოადგენს, თეატრში იშვიათად დადის ახალი მაყურებელი, ჩვენი მაყურებელი არ არის ფართო წრე, მაინც თეატრის მოყვარულებისგან შედგება ეს რიცხვი. თანამედროვე ქართული თეატრი ვერ გახდა ღია, რისი მიზეზებიც სარეპერტუარო პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ.  მაყურებლის უმრავლესობაც ახალგაზრდობას წარმოადგენს“, - განმარტავს ჩხარტიშვილი.  


მისი ცნობით, კვლევების მიხედვით 70% სწორედ 15-40 წლამდე მერყეობს. კორპორატიული გაყიდვები აქვთ საბავშვო და საყმაწვილო თეატრებს და მაყურებელთა უმრავლესობაც სწორედ ამ ტიპის თეატრებს ჰყავს, ვიდრე დრამატულ თეატრებს.


ამ ფაქტს თეატრმცოდნე მენეჯმენტის ხარვეზებს უკავშირებს. არასათანადო მარკეტინგს და პიარტექნოლოგიების არასრულფასოვნად გამოყენებას.


„ მაყურებლის ზრდა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:  სარეპერტუარო პოლიტიკა, თანამედროვე სათეატრო ენის დანერგვა და ეფექტური მარკეტინგული მუშაობა. ჩვენი თეატრი სამწუხაროდ მთლიანად არ არის მოდერნიზებული, მხოლოდ გარკვეული რეჟისორები დგამენ თანამედროვე სპექტაკლებს, ჩვენში უყვართ ტრადიციები, ტრადიციულ თეატრს კი მაყურებელი ვერ იტანს, მით უმეტეს, თუკი ის უხარისხოა, როგორც ხშირ შემთხვევაშია ჩვენთან. ამიტომაც მაყურებელი რომ არ დაშორდეს, თანამედროვე სათეატრო ენა და აქტუალური თემები უნდა შესთავაზოს თეატრმა მაყურებელს, რათა გამოიწვიოს მისი დაინტერესება. ზოგიერთი რეგიონის თეატრში არც ესმით ცნება მარკეტინგის მნიშვნელობა, ეს კარგად ჩანს მათ facebook გვერდებზე... თეატრები არ ფლობენ პიარ ინსტრუმენტებს და არც იყენებენ. დღეს აფიშა ვეღარ მოიყვანს მაყურებელს, უნდა გადაიხედოს მაყურებლის თეატრში მოზიდვის ხერხები და პოლიტიკა“, -აღნიშნა m2b-სთან საუბრისას თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.


სიახლეები მსგავს თემაზე

"ნისანის" ბორტკომპიუტერში და "ნოკიაში" საქართველოს ნავიგაცია ჩაიტვირთება

საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ტურიზმზე ორიენტირებულ ქვეყანას, დღემდე არ გააჩნდა ეროვნული ნავიგაცია, რომელსაც მრავალმხრივი დატვირთვა აქვს და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ სერვისს წარმოადგენს.

"მონანიება" შესაძლოა, 2018 წლის კანის ფესტივალის "კანკლასიკის პროგრამაში" მოხვდეს

60-80-იანი წლების ქართული კინემატოგრაფია მსოფლიო კინოკრიტიკოსებისთვის დღემდე აქტუალურია და საერთაშორისო ფესტივალების ყურადღებას იპყრობს. 

ვინ არის ახალი თაობა ქართულ Art-მენეჯმენტში ამერიკული გამოცდილებით

ქვეყანა ისეთი თანამედროვე პროფესიების კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის, რომლის საგანმანათლებლო ბაზაც საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს.  

 

ექსპერტები სომხეთში საგარეო პოლიტიკის კუთხით ცვლილებებს არ ელოდებიან

ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე სომხეთში ახალი მთავრობის პირობებში, საგარეო პოლიტიკის კუთხით ცვლილებებს არ ელოდება.

ბათუმში 15 წლის გოგოს ეძებენ

ბათუმში, სამართალდამცველები 15 წლის გოგოს მეოთხე დღეა ეძებენ.

ლინკევიჩიუსი გახარიას ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ლიტვაში ვიზიტს Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

თურქეთის, ადიამანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. 

რუსთავში გაზის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია

რუსთავში  მოსახლეობას გაზი ეტაპობრივად აღუდგება.

ამის შესახებ „პირველს“ სოკარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

აფხაზეთიდან დევნილი ზუგდიდის ბაზრის დირექტორის მოადგილეს ბინის წართმევაში ადანაშაულებს

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან აფხაზეთიდან დევნილი მანანა თაკალანძე უვადო შიმშილობის დაწყებას გეგმავს.  

ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამები დაამტკიცა

ჟვანიას სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამები დაამტკიცა, რომლებიც პედაგოგებისათვის A2+ დონეს, ხოლო მსმენელებისათვის სამოქალაქო განათლებით გამდიდრებულ B1+ დონეს წარმოადგენს.

შსს-მ ფსიქოტროპული აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1976 წელს დაბადებული ა.ტ. და 1987 წელს დაბადებული გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.  

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის, ადიამანის პროვინციაში მაგნიტუდით 5,1 მიწისძვრა მოხდა.

ლინკევიჩიუსის თქმით,ლიტვა ყველა მიმართულებით  ქართული მხარის პროგრესსა და წინსვლას ხედავს  

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან შევხედრა გამართა.

 

კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 

ფრანგულ მხარესთან მეცნიერების მხარდამჭერი მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საფრანგეთის საელჩოს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საფრანგეთის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სუს-ის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, სამტრედიის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ავთანდილ ნ. დააკავეს.

 

ტორონტოში მიკროავტობუსის ხალხმრავალ ადგილზე შევარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

კანადის ქალაქ ტორონტში მიკროავტობუსი ხალხში შევარდა, რის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

ნიკარაგუას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ნიკარაგუას სანაპიროსთან მაგნიტუდით 5,6 მიწისძვრა მოხდა.

 

ჯორჯ ბუში ჰოსპიტალიზირებულია

ამერიკის 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი ჰოსპიტალიზირებულია.

ამინდის პროგნოზი

 დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ტორონტოში სატვირთო ხალხში შევარდა - არიან დაშავებულები

ტორონტოში ხალხმრავალ გზაჯვარედინთან ახლოს ფეხით მოსიარულეებს სატვირთო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

ხვალ, 24 აპრილს, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური" მთაწმინდის რაიონში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს განახორციელებს.

მამუკა არეშიძე: საერთაშორისო ორგანიზაციებში კორუფციის შემთხვევები ახალი არ არის - ამის მაგალითი იყო „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნა“

საერთაშორისო ორგანიზაციებში კორუფციის შემთხვევები ახალი არ არის, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა.

თსუ-ში სახალისო-შემეცნებითი კვირეული ,,ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალისო-შემეცნებითი კვირეული - ,,ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა.