მისცემს თუ არა უკრაინელ პატიმარს საქართველო პოლიტიკურ თავშესაფარს, 29 დეკემბერს გადაწყდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრობაში მყოფი უკრაინელი მარტოხელა დედისთვის, ირინა სავიცკაიასთვის თავშესაფრის მიცემის საკითხზე სხდომა გაიმართა.

ირინა სავიცკაიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, უკრაინაში ექსტრადირების შემთხვევაში მისი კლიენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.


ადვოკატი სავიცკაიას პოლიტიკურ დევნილს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ქართულ მხარეს სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია, რომ უკრაინის მოქალაქეს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრას.


მისივე განმარტებით, უკრაინის ხელისუფლების პირობებში და იქ მიმდინარე პოლიტიკური ვითარების ფონზე მოქალაქე სავიცკაიას უფლებები დაცული ვერ იქნება.


"დიდი იმედი მაქვს, ჩვენ მიერ წარდგენილ არგუმენტაციას სასამართლო გაითვალისწინებს და ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ვინაიდან არ არსებობს რეალური საფუძველი იმისა, რომ საქართველომ უკრაინის მოქალაქე ირინა სავიცკაიას ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრას", - განაცხადა კონდახიშვილმა.


სავიცკაიას ინტერესების დამცველის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგება, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.


თავის მხრივ, მოპასუხე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურისტმა აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საფუძველი იმისა, რომ სავიცკაიას საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს.


საქმის მოკლე ისტორია:


• საქართველოს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა, ინტერპოლის უკრაინის ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლის 29 ივნისს ქალაქ ბათუმში დააკავეს ირინა სავიცკაია. უკრაინაში მას, როგორც შპს "პროდექსპორტ 2009"-ის ყოფილ ბუღალტერს კონტრაგენტი-საწარმოს შპს "ატბ-მარკეტის" ქონების უკანონოდ მითვისების მცდელობისთვის აბსურდული ბრალი წაუყენეს. სინამდვილეში, სწორედ "ატბ" არ უბრუნებდა გატანილი პროდუქციის საფასურს, ხოლო ირინა სავიცკაია დავალიანების მქონე კომპანიის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებდა სასამართლოში წარსადგენად – უკრაინელმა სამართალდამცველებმა სწორედ ამაში დაინახეს კანონდარღვევა.


• ეს უბრალოდ "კომერციული დავა" არ არის. ირინა სავიცკაიაზე ძებნის გამოცხადება უკრაინაში იმ კომპანიების დევნის უზარმაზარი კამპანიის ნაწილი გახდა, რომლებიც სახალხო დეპუტატის სერგეი რიბალკას ოჯახს ეკუთვნის. ის ოპოზიციური რადიკალური პარტიის წევრია და დაცვის მხარის აზრით, ეს ყველაფერი უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, ძალოვნების გამოყენებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ზეწოლას ნიშნავს.


• 2017 წლის 3 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირინა სავიცკაიას ორთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი პატიმრობის ვადა 2017 წლის 30 დეკემბრამდე გაუგრძელა.


• პარალელურად, ირინა სავიცკაიამ საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით მიმართა იმ მოტივით, რომ უკრაინაში პოლიტიკური დევნის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.


• საქართველოს ომბუდსმენმა დაუშვებლად მიიჩნია სავიცკაიას პატიმრობა იმ პირობებში, როდესაც ის მძიმე ავადმყოფი შვილის მარტოხელა დედაა.


• ადვოკატებმა სასამართლო კოლეგიას უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინეს, რომ უკრაინის სამართალდამცავი უწყებები, მათ შორის გენერალური პროკურატურა, სისხლის სამართლის საქმეებს ხშირად პოლიტიკური მიზნებით იყენებს. აღნიშნული დოკუმენტები ადასტურებს ტენდენციას, რომლის თანახმადაც სამართლებრივი დევნა იმ ადამიანებზე ვრცელდება, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის მიუღებლები არიან. ამ დოკუმენტებში ქართული მხარის პოზიციაცაა დაფიქსირებული – უკრაინაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო და რომ მსჯავრდადებულს არ აქვს სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის გარანტიები; რომ უკრაინა არაფორმალურად ოლიგარქების მიერ იმართება, რომელთაც ტოტალური მართლსაწინააღმდეგო გავლენები აქვთ, მათ შორის სასამართლოებსა და სამართალდამცავ ორგანოებზე.


• ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს ამერიკელი ჟურნალისტის ტოდ ვუდის ინტერვიუ უკრაინის გენპროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილესთან დიმიტრი სუსასთან, რომელიც დეტალურად ყვება, რომ შპს "ატბ-მარკეტ"-ის თანამფლობელის ოლიგარქი ბუტკევიჩის, გენერალური პროკურორის იური ლუჩენკოსა და სხვა მაღალჩინოსნების დაკვეთით უკრაინის ოპოზიციური პარტიის ლიდერის სერგეი რიბალკასა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შსს-ს, უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მხრიდან ხორციელდებოდა. დოკუმენტები ააშკარავებს მტკიცებულებათა ფალსიფიცირებას, უკანონო თვალთვალს.


• მათ შორის, ის პირდაპირ მიუთითებს ე.წ. დნეპროპეტროვსკის საქმეზე (ირინა სავიცკაიას საქმე). ის დეტალურად აღწერს, რომ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიზანი იყო ოპოზიციონერი დეპუტატის სერგეი რიბალკას გარემოცვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაცია, რათა ამ პირებისგან მიეღოთ დეპუტატის საწინააღმდეგო ჩვენებები.


• ამასთანავე, ადვოკატებმა სასამართლოში იმის მტკიცებულებები შეიტანეს, რომ ინტერპოლს მიმართეს განცხადებით ირინა სავიცკაიას საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების უკანონობის შესახებ, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი უკრაინული სამართალდამცავი ორგანოების ყველა საპროცესო დარღვევა, რომლებიც მათ ირინა სავიცკაიას უკრაინის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების ფარგლებში დაუშვეს.


აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება 29 დეკემბერს გახდება ცნობილი.


კიევის მოთხოვნით, ირინა სავიცკაია საქართველოში 30 ივნისს დააკავეს. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას უკრაინის საგამოძიებო უწყებები კონკურენტი კომპანიის ქონების მითვისების მცდელობას ედავებიან.


სიახლეები მსგავს თემაზე

უკრაინელი პატიმარი მარტოხელა დედისთვის პოლიტიკური თავშესაფრის საკითხი 2 დღეში გადაწყდება

დევნილთა სამინისტრო საქართველოში დაკავებული უკრაინელი მარტოხელა დედისთვის ირინა სავიცკაიასთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხს თვის ბოლომდე გადაწყვეტს.

ტერეზა მეიმ პოსტი შეინარჩუნა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტის შენარჩუნება შეძლო.

პოლიციამ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს სახლებიდან პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცა

პოლიციამ, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, შემთხვევის ადგილზე, საკუთარ სახლებში შესვლის და პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცა.

სასტუმროებში აფეთქების შედეგად დაზარალებული 27 ადამიანია გადაყვანილი

აფეთქების შედეგად დაზარალებული 27 ადამიანი, რომლებმაც   გამგეობას მიმართეს, სასტუმროებშია გადაყვანილი.

ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში, ბოლო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

"ქართული ოცნება": დარწმუნებული ვართ, გამოძიება, უმოკლეს ვადაში გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო.

ნაქერალას უღელტეხილზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გორში ერთ-ერთ ოჯახში გაზქურაში დაგროვილი აირი აალდა

გორში, ერთ-ერთ ოჯახში გაზქურაში დაგროვილი ბუნებრივი აირი აალდა.

იაშვილის საავადმყოფოში დაშავებულთაგან მხოლოდ 1 ბავშვი რჩება

იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალურ საავადმყოფოში ამჟამად აფეთქების შედეგად დაშავებული 6 ბავშვიდან მხოლოდ ერთი 4 წლის გოგონა რჩება.

საქართველოში გლოვის დღეა

დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაღუპული 4 ადამიანის გარდაცვალების გამო, საქართველოში 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

ზუგდიდში წითელასთან დაკავშირებით მიმართვიანობამ იმატა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსთან დაკავშირებით მიმდინარე თევს მომართვიანობამ იმატა. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოს სულ 49 ადამიანმა მიმართა.

ბოლო ინფორმაცია აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში რჩება 6 ბავშვი. მათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები ადგილზე მიეწოდებათ.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს

"დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

შსს-ს განცხადება დიღომში მომხდარ აფეთქებაზე

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

კახა კალაძემ დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგდეიის გამო მწუხარება გამოთქვა.

"უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს - ვუსამძიმრებ სარულიად საქართველოს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში, დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.

საქართველოს პრეზიდენტმა აფეთქების შედეგად გარდავლილების ოჯახს მიუსამძიმრა

დის დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გამოწვეული ტრაგედიის გამო საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა.

"ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები დაკითხვაზე გადაიყვანეს

„ყაზტრანსგაზის“ ის თანამშრომლები, რომლებიც დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში შემოწმებაზე იმყოფებოდნენ, დაკითხვაზე გადაიყვანეს. ინფორმაცია"პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.