საქართველო გააპროტესტებს ყველა ჩემპიონატს, რომელიც ფიფას, ან უეფას ეგიდით არ ტარდება

საქართველო ემიჯნება ყველა ჩემპიონატს, რომელიც ფიფას, ან ფიფას ეგიდით არ ჩატარდება. ასეთ პოზიციას ქართველი მაღალჩინოსნები ოკუპირებული აფხაზეთის გუნდის დონეცკში მიწვევასთან დაკავშირებით აფიქსირებენ.

როგორც „პირველს“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში განუცხადეს, დონეცკის ე.წ რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლების სურვილს, რომ 2018 წელს დონეცკში ოკუპირებული აფხაზეთის, რუსეთისა და ე.წ ლუგანსკის რესპუბლიკის საფებხურთო გუნდებს შორის თამაშები გაიმართოს, ემიჯნებიან. 


საქართველოს ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ჩემპიონატის გამართვის საკითხი დადასტურდა, ფედერაცია ზემდგომ ფიფა-ს და უეფა-ს დაუყოვნებლივ აცნობებს.


"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ცდება ფიფას და უეფას სამართლებრივ სივრცეს, ჩვენ ვემიჯნებით. შესაბამისად, ნებისმიერ ჩემპიონატს, რომელიც არც ფიფას და არც უეფას ეგიდით არ იმართება, გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს ზემდგომ ფიფასთან და უეფასთან. საჭიროების შემთხვევაში არც ეს იქნება გამონაკლისი, თუ დადასტურდა, რომ ასეთი ჩემპიონატი ჩატარდება“, - განმარტეს ფეხბურთის ფედერაციაში.


რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, როგორც „პირველთან“ საუბარში პარლამენტის სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა განაცხადა, მსგავს ჩემპიონატს არცერთი ოფიციალური სტრუქტურა არ აღიარებს.


„ამას ოფიციალურად არც უეფა აღიარებს და არც ერთი ოფიციალური სტრუქტურა. თვითონ რასაც მოილაპარაკებენ  ეს თავიანთი გადასაწყვეტია, თორემ ოფიციალურად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ეს არ არის სწორი და არც არავინ აღიარებს მსგავს  შეჯიბრს, მითუმეტეს საქართველო. შესაბამისი საერთაშორისი სტრუქტურები საქმის კურსში იქნებიან ჩაყენებულნი აუცილებლად, რომ ყველაფერი გაირკვეს. ისინი არც ერთი ქვეყნის მიერ აღიარებული არ არიან და ამას თავისთანად ოფიციალური სახე არ მიეცემა“,-აღნიშნა ხაბარელმა.


დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელობა, ოკუპირებული აფხაზეთის, რუსეთისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების საფეხბურთო კლუბებთან მოლაპარაკებას მართავს.
მოლაპარაკების მიზანი 2018 წელს ერთობლივი მატჩების გამართვაა.


ამის შესახებ მედიას დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა ე.წ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე გრომაკოვმა განუცხადა.


"მიმდინარე წელს გვინდა საფეხბურთო მატჩების გამართვა მოძმე გუნდებთან: რუსეთის როსტოვის ოლქიდან, აფხაზეთიდან და ლუგანსკიდან. გუნდებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს", - განაცხადა გრომაკოვმა.


მისი თქმით, მატჩები, შესაძლოა, დონეცკში საფეხბურთო კლუბ „შახტიორის“ ყოფილ არენაზე - სპორტულ კომპლეს „ოლიმპიისკში“ გაიმართოს.


თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგებთან განიხილა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა შესრულდება.

KfW საქართველოს 8 მილიონი ევროს გრანტით დაეხმარება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის რვა მილიონ ოთხას ორმოცი ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება.

ჟინვალში 15 თანამშრომელზე გათვლილი პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა ჟინვალში, პოლიციის ახალი შენობა გახსნეს.

საფრანგეთი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობას განამტკიცებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა.

ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ საკალათბურთო მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამეგრელოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა - პროდუქციის რეალიზაცია იტალიაში იგეგმება

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა "ნადი გრუპი" სახელმწიფოს დახმარებით, "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა.

მაღაზია ”ზუმერის” გაქურდვის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია 2 პირი

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად
ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 2 პირი: 2003 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2003
წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.

აღმაშენებლის ხეივანზე ავტომანქანის დაჯახების შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

აღმაშენებლის ხეივანზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე.

 
ვილნიუსის რეაბილიტირებულ სკვერში თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა

მთაწმინდის რაიონში, ახლადრეაბილიტირებულ ვილნიუსის სკვერში, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა. საკონცერტო რეპერტუარი ბიგ-ბენდის სოლისტებმა შეასრულეს.