როგორ უნდა მოვიქცეთ ავიარეისების გაუქმების ან დაგვიანების დროს - მგზავრთა უფლებები

მეტეოროლოგიური პირობები, გადატვირთული საჰაერო სივრცე, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური თუ პროგრამული შეფერხებები, გაფიცვები - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელიც რეისის დაგვიანების, ან გაუქმების ძირითადი მიზეზი ხდება.

სწორედ მეტეოროლოგიური პირობები გახდა ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ათეულობით გაუქმებული თუ გადადებული რეისის მიზეზი და უყურადღებოდ დატოვებული მგზავრების  პრობლემა.


"პირველმა" დეტალურად მოიძია ინფორმაცია იმ მგზავრთა უფლებების შესახებ, რომელთა რეისიც უქმდება ან აგვიანებს.


როგორც გაირკვა, მგზავრთა უფლებებს, ფრენის გაუქმებისა და რეისის დაგვიანების დროს, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა იცავს.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მონრეალის 1999 წლის კონვენციის მიხედვით, გადამზიდველი პასუხისმგებელია ზიანზე, რომელიც მგზავრების საჰაერო გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის საჰაერო გადაზიდვის შეფერხების შედეგად წარმოიქმნება. თუმცა, გადამზიდველი პასუხს არ აგებს შეფერხების შედეგად მიყენებული ზიანისთვის, თუ დაამტკიცებს, რომ მან და მისმა მომსახურეებმა და აგენტებმა მიიღეს ყველა შესაძლო, გონივრულად აუცილებელი ზომები, რათა თავიდან აეცილებინათ ზიანი, ან მათთვის შეუძლებელი იყო ასეთი ზომების მიღება.


“საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2012 წელს მიიღო. დოკუმენტი შემუშავებულია ევროკავშირის რეგულაციაზე დაყრდნობით (N261/2004) და ადგენს ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის პირობებს. წესის მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოდან სხვა ქვეყანაში საქართველოს ან უცხო ქვეყნის ავიაკომპანიის მეშვეობით და მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში საქართველოს ავიაგადამზიდველის მეშვეობით.


ფრენის გაუქმება / საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმა


ავიაკომპანია ვალდებულია მიაწოდოს მგზავრს ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ და შესთავაზოს მას ფრენის შეცვლის მისთვის მისაღები ვარიანტები. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მან უნდა გადაუხადოს მგზავრს კომპენსაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფრენის გაუქმება გამოწვეულია განსაკუთრებული ვითარებით (მეტეოპირობები, ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული მოულოდნელი რისკები, არასტაბილური პოლიტიკური ვითარება, გაფიცვა და სხვა მსგავსი მოვლენები) რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია საჭირო ზომების მიღების მიუხედავად.


ფრენის გაუქმებისას მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია ავიაგადამზიდველისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავიაგადამზიდველმა მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებული ფრენის თარიღამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე, ან 7-14 კალენდარულ დღემდე დროის მონაკვეთში და შესთავაზა გამგზავრების ალტერნატიული ვარიანტი, რითაც მგზავრს შეეძლო სასურველი მიმართულებით გამგზავრება.


მგზავრს, რომელსაც კონკრეტული ფრენის განხორციელებისას უარი ეთქვა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოცხადდა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე დადგენილი პირობების დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარის თქმა გამოწვეულია მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ფრენის უსაფრთხოებით, საავიაციო უშიშროებით ან არასათანადო დოკუმენტების წარმოდგენით, უფლება აქვს ფრენის სანაცვლოდ მოითხოვოს ბილეთის ღირებულების ანაზღაურება ან გააგრძელოს ფრენა ალტერნატიული მარშრუტით.


საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენის გაუქმებისათვის კომპენსაცია განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:


250,00 EUR – 1500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (მოკლე დისტანცია);
400,00 EUR – 1500-დან 3500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (საშუალო დისტანცია);
600 EUR – 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას (გრძელი დისტანცია).


მანძილი გაიანგარიშება „დიდი წრის რკალის“ შესაბამისად (უმოკლესი ხაზი ორ წერტილს შორის დედამიწის სფეროს ზედაპირზე). 


ფრენის ხანგრძლივი დაგვიანება


მგზავრების დახმარების ვალდებულება ავიაკომპანიებს ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში წარმოეშვებათ. ხანგრძლივი დაგვიანება წარმოადგენს ფრენის დაგვიანებას, რომელიც აღემატება ორ საათს. ავიაგადამზიდველი ვალდებულია აღმოუჩინოს მგზავრებს დახმარება თუ ფრენის დაგვიანება ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით შეადგენს:


ორ საათზე მეტ დროს – 1500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას;
სამ საათზე მეტ დროს – 1500-დან 3500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას;
ოთხ საათზე მეტ დროს – 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას.


ამ შემთხვევებში ავიაგადამზიდველმა უნდა უზრუნველყოს მგზავრი შემდეგი სახის უფასო მომსახურებით: კვებით და გამაგრილებელი სასმელებით, ორი სატელეფონო ზარით, ფაქსით, ან ელექტრონული ფოსტით სარგებლობის უფლებით.


სულ მცირე 5 საათის დაგვიანების შემთხვევაში, ავიაგადამზიდველმა მგზავრს უნდა მისცეს არჩევანის საშუალება შემდეგ ორ პირობას შორის: 1. ბილეთის ღირებულების ანაზღაურება იმ ფასით, რომლითაც ის იქნა შეძენილი, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პირველი შესაძლებლობისთანავე, მგზავრს უნდა მიეცეს გამგზავრების საწყის პუნქტამდე დაბრუნების საშუალება; 2. თანაბარი პირობებით, დანიშნულების ბოლო პუნქტამდე, ალტერნატიული მარშრუტის არჩევის შესაძლებლობა.


იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენის დრო გადაიდება სულ მცირე ერთი დღე-ღამით ბილეთში მითითებულ ფრენის დროსთან შედარებით, ავიაკომპანიამ მგზავრებს შემდეგი დახმარება უნდა აღმოუჩინოს: კვება და გამაგრილებელი სასმელები, საცხოვრებელი (სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი ადგილი), იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა უნდა გაატაროს მოლოდინში ერთი ან მეტი ღამე - მგზავრობა აეროპორტიდან საცხოვრებელ ადგილამდე.


მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გაუარესება


იმ შემთხვევაში, როდესაც ავიაკომპანიას გადაჰყავს მგზავრი მომსახურების მაღალ კლასზე იმ კლასთან შედარებით, რომლისთვისაც იყო შეძენილი ბილეთი, მას არა აქვს უფლება მოსთხოვოს მგზავრს თანხის დამატება მაღალი კლასით მომსახურებისათვის.  თუ ავიაკომპანიას გადაჰყავს მგზავრი შეძენილი ბილეთის კლასთან შედარებით მომსახურების დაბალ კლასზე, ის ვალდებულია ჯავშნით ან/და ბილეთით გათვალისწინებული ფრენის დღიდან შვიდი დღის განმავლობაში აუნაზღაუროს მგზავრს: ბილეთის ღირებულების 30% – 1500 კმ-მდე მანძილზე, ბილეთის ღირებულების 50% – 1500-დან 3500კმ - მდე მანძილზე, ბილეთის ღირებულების 75% – 3500კმ-ზე მეტ მანძილზე.


კომპენსაციისა და უფასო მომსახურების მისაღებად პირველ რიგში გადამყვან ავიაკომპანიას უნდა მიმართოთ. რიგ შემთხვევაში ავიაგამზიდველებს საჩივრის ფორმები თავად ააქვთ შემუშავებული. თუ ასეთი ფორმა არ შემოგთავაზეს ან ვერ იპოვეთ მათ ვებგვერდზე, შეგიძლიათ ავიაკომპანიას წერილობით მიმართოთ. კომპენსაციაზე ან კუთვნილ დახმარებაზე უარის შემთხვევაში, როგორც მგზავრს ისე ავიაკომპანიას უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს.


ავიაკომპანია ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს წერილობითი ინფორმაცია საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების ყველა შემთხვევის შესახებ, აგრეთვე მგზავრისთვის შესაბამისი კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის ღონისძიებების თაობაზე. წესის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო ავიაგადამზიდველს დააკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.


რეისის დაგვიანებისა და ფრენის გაუქმების გამომწვევი ვითარებების ხასიათიდან და კონკრეტული შემთხვევების თავისებურებებიდან გამომდინარე, კომპენსაციის მიღების უფლება პრაქტიკაში არცთუ ისე მარტივი დასადასტურებელია. ამიტომ სასურველია შეინახოთ შესაბამის ფრენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ასევე სთხოვეთ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს ადგილზე გაკეთებული შემოთავაზებებისა და ზეპირი განცხადებების გამომგზავნა წერილობითი შეტყობინებების სახით. წინასწარ გაეცანით თქვენი გადამყვანი ავიაკომპანიის პოლიტიკას მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით.


როგორც ბოლო დღეეებში გაირკვა საკუთარი უფლებები,  რეისის გაუქმების, ან გადადების შემთხვევაში, მგზავრთა უმეტესობამ არ იცის, რაც შეეხება ავიაკომპანიებს, მათ თეორიულად ზუსტად იციან როგორ მოიქცნენ, თუმცა ამას პრაქტიკაში ნაკლებად იყენებენ.


 


მსგავს თემაზე:


ნისლიანი ღამის აურზაური აეროპორტში - გაუქმებული რეისები და დარღვეული უფლებები


თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას რამდენიმე მიმართულება დაემატება

თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებული სამსახურის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ კნირშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

გიგი წერეთელმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა

ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის 57 წევრი ქვეყნის ელჩი დაესწრო.

საუდის არაბეთი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გარდაცვალების ფაქტს აღიარებს

საუდის არაბეთის ხელისუფლება ანგარიშს ამზადებს, რომელშიც საუბარია ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის სიკვდილზე.

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, დენი ალექსანდრს შეხვდა. 

დედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქში ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი ზედამხედველობის  განახლებული  სამსახური - მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა.

საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანია დაღუპული.

დღეს გამოძიება მირზა სუბელიანს გამოკითხავს

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სადაც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, მირზა სუბელიანი გამოიკითხება.

გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში შსს და სუს-ი გაუქმდება

გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" სამართალდამცავი ორგანოების სრულიად ახალი მოდელი მოამზადა.

მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა.

თეოლოგი: „მოსაყდრე-ვასაძე-შორენას „ტრიუმვირატი" ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსულ ვექტორზე დარჩეს"

„უკრაინის საკითხი იქნება ტესტი და ლუსტრაცია სხვა დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიებისთვის“, - ასე აფასებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი რუსეთის ეკლესიის სინოდის მიერ კონსტანტინოპოლთან კავშირის სრულად გაწყვეტას.

ნიგერიაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის სახელმწიფო ნავთობკომპანიის კუთვნილ ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 17 ოქტომბერს გაზმომარაგება შეუწყდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერასა და სოფელ ჯანდარას 17 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება.

თბილისში ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი გაიხსნება

საქართველო დღეს ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენციას – მინისტერიალს უმასპინძლებს.

დავით ზალკალიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართა.

ამინდის პროგნოზი

დღეს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. 

ეკა ბესელია - მუქარის და შანტაჟის ენით  საუბარი, განსაკუთრებით ასეთი ფორმის და შინაარსის ყოვლად მიუღებელია

"ხელისუფლებას მუქარის ტონის, მუქარით საუბრის ნამდვილად არ ეშინია. თუ ეს მუქარა ადრეც ყოფილა ვინმესთან გამჟღავნებული, ფაქტია, რომ ადამიანი დღეს არის პატიმრობის ქვეშ და ამ მუქარის შიში არავის აქვს", – აცხადებს ეკა ბესელია.

"არ მივცემთ უფლებას "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთხელ იძალადოს ქართულ საზოგადოებაზე"

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ანრი ოხანაშვილი გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მამუკა მდინარაძე - ძალიან მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს ორმაგ შანტაჟთან

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს ეხმაურება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა.

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, ამ დროისთვის, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დავით ცუხიშვილი იკითხება.