დეპუტატებმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირების საკითხზე იმსჯელეს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირების საკითხზე იმსჯელეს.

კომიტეტის წევრებმა და ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლებმა რეფორმის ძირითად მიმართულებებზე და მისი განხორციელების მექანიზმებზე დისკუსია გამართეს.


სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატორმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ რეფორმით კონკრეტული შედეგები მივიღოთ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და ერთობლივი მუშაობა. მისივე განცხადებით, სამხედროსავალდებულო სამსახურის რეფორმით პრემიერ-მინისტრიც დაინტერესებულია და იგი მიმდინარე სამუშაო პროცესების საქმის კურსშია. რაც შეეხება უშუალოდ რეფორმას, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, იგი ქვეყანის უსაფრთხოებას სჭირდება და შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაიხვეწოს წვევამდელთა სისტემა, რადგან ნებისმიერი წვევამდელი მომავალი რეზერვისტია.


სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საკუთარ უწყებებში, წვევამდელთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის რეჟიმსა და პროცედურებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა, გარკვეულ უწყებებში, სტუდენტების და საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიერ წვევამდელთა ჩანაცვლების შესაძლო მოდელებზეც იმსჯელეს.


„ყველანი ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს. ამ მხრივ, თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა  და ყველაწვევამდელი  სამხედრო მომზადებას გადის.მათთვის  სოციალური პირობებიც გაუმჯობესდა და ისინი  დასვენების უფლებითაც სარგებლობენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურიარის კომპლექსური თემა, რადგან წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გავლა სხვადასხვა უწყებაში უწევთ.


რეფორმაზე მუშაობას ვიწყებთ და სამუშაო პროცესში დავინახავთ, რომელუწყებას რა ტიპის პრობლემები აქვს. ჩვენ საერთო პრინციპებზე შევთანხმდებით და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


სამუშაო შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეები დაესწრნენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის ირგვლივ მსჯელობა და შეხვედრები ძალოვან სამინისტროებში პერიოდულად გაიმართება.


მიხეილ ჩხენკელი: სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახლადდანიშნულმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ ის როგორც  პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ძალიან აქტიურად იყო ჩართული როგორც განათლების კომპლექსური რეფორმის შექმნაში, ასევე დაგეგმვასა და განხორციელებაში. შესაბამისად, განათლების რეფორმა  უფრო სწრაფად და ეფექტურად გაგრძელდება.

მდინარაძე უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებზე: ყველაფერს გავაკეთებ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატებმა, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს.

ბიძინა ივანიშვილი: ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, მხარი დაუჭირეს ამ იდეას

„ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, მხარი დაუჭირეს ამ იდეას“, - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოების გამო ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოების წარმოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე არსებული ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება.

ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან საზოგადოებამ დაინახა, რომ მცდელობა, ახალ საფეხურზე აგვეყვანა პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან თუ ქმედებებიდან, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა – თვისობრივად ახალ საფეხურზე აგვეყვანა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

რა უპირატესობა აქვს იატაკის გათბობას?

იატაკის გათბობა თანამედროვე და კომფორტული გათბობის სისტემაა.

ბიძინა ივანიშვილი: "ნაცმოძრაობის" წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს - როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

"ნაცმოძრაობის" წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს - როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილი: გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა - აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ

„გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა - აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ“, - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

კახა კალაძე: "ფეიკნიუსი" ზუსტად ასე მზადდება

"ვიდეოკადრებში დაფიქსირებული ჟესტი აქციის მონაწილეების მისამართით არ იყო განკუთვნილი", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან გადაღებულ ვიდეოკადრებზე კომენტირებისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი: პარლამენტის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას“, - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნას. 

 

 

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

კახა კალაძე: უმრავლესობა არ დაიშლება

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას დაშლა არ ემუქრება.

სემეკმა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „გაზტრანს სერვისი“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 14 ნოემბრის საჯარო სხდომაზე  შპს „გაზტრანს სერვისი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დააჯარიმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2019 გაიხსნა.

პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრებს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის წევრებს ხვდება. დღესვე, შესაძლოა, ბიუროს სხდომაც გაიმართოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

 

 

"ევროპული საქართველო" საპროტესტო აქციებს უერთდება

პარტია "ევროპული საქართველო" პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას მთელი შემადგენლობით უერთდება.

30 სტუდენტი ინოვაციური სტარტაპების ბანაკში მონაწილეობას მიიღებს

29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ყვარელში (იუსტიციის სასწავლო ცენტრი) ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის იმართება. 

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატების მიერ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.

ჯანდაცვის მინისტრმა იმერეთის რეგიონში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის  მინისტრი ეკატერინე  ტიკარაძემ,  იმერეთის რეგიონში - ზესტაფონში, ქუთაისსა და სამტრედიაში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აქტივისტებს კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს" საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს.