სოხუმში მიმდინარე აქციების მიღმა ექსპერტი რუსულ სპეცსამსახურებს ხედავს

კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის აზრით, გიორგი ლუკავასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ატეხილი აჟიოტაჟი, შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურების მიერ იყოს მართული.

ამასთანავე, როგორც ექსპერტმა „პირველთან“ საუბარში აღნიშნა, არ არის გამორიცხული,  გამოსვლებით შიდა ძალებიც იყვნენ დაინტერესებული.


მაგალითისთვის არეშიძემ ახალგაზრდა პოლიტიკოსი მოიყვანა, ინალ არძინბა, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, თუმცა თავს ე.წ. რესპუბლიკის მომავალ დე ფაქტო პრეზიდენტად მოიაზრებს.


რაც შეეხება იმას,  მოსალოდნელია თუ არა პროტესტები რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდეს, მამუკა არეშიძეს „ეჭვი ეპარება“.


„კიდევ ერთი ჩამოგდება დე ფაქტო პრეზიდენტის, მათ ე.წ. პოლიტიკურ მომავალს გადაუსვამს ხაზს უახლოეს წლებში. იმიტომ რომ ისედაც სასაცილო გახდა აფხაზური დე ფაქტო ხელმძღვანელობის ყოველწლიური, გაუგებარი ექსცესები. პატიმრების გათავისუფლებაში ახალი არაფერი იყო. ასეთი აქციების უკან, როგორც წესი, ერთი მხრივ, დგანან გარკვეული პოლიტიკური ძალები, მეორე მხრივ, შეიძლება იდგნენ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურები. აფხაზეთის შემთხვევაში მხოლოდ ერთი სპეცსამსახურია - რუსეთის. რუსული სპეცსამსახურები ხშირად ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, რომ აფხაზური დე ფაქტო ხელისუფლება იყოს უფრო დამთმობი, მოქნილი. ან კიდევ, რუსეთის სპეცსამსახური ორიენტირებულია არეულობაზე კონკრეტულ რეგიონში, რომ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უფრო იოლი იყოს. მოსკოვში მობეზრდათ აფხაზების „პოზაში“ დგომა“, - განმარტა ექსპერტმა.


მისი თქმით, ამ აქციებში ე.წ. ოპოზიციის ლიდერად, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი არ ჩანს.


„მაგრამ არიან სხვა ძალები, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი ლიდერი. მაგალითად, ინალ არძინბა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, და თავს მომავალ პრეზიდენტად ხედავს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ლუკავას გათავისუფლებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ე.წ. საზოგადოების აზრით, ლუკავა „ტერორისტია, რომელსაც უამრავი აფხაზი ჰყავს მოკლული“, ამიტომ ის არ უნდა გაეთავისუფლებინათ.


აქციებზე, ახსნა-განმარტების მოთხოვნის გარდა, რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნაც გაჟღერდა.


გიორგი ლუკავა 2017 წლის 25 დეკემბერს გაათავისუფლეს. მას 20-წლიანი „პატიმრობა“ ჰქონდა მისჯილი და ე.წ. სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდა.


 


 


 


ბერიკა შუკაკიძე: კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

პარტია "თავისუფალი საქართველოს"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს.

23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. 

შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.

დავით ზალკალიანი: აღნიშნული ვიზიტით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავა 

„ბელორუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“.

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და 1 რეანიმობილი განთავსდა

ჯანდაცვის  სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის  1 რეანიმობილი  განათავსა.

ანდრეიჩენკომ და ბახტაძემ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.

 

საქართველოში მიმდინარე სატყეო სექტორის რეფორმაზე კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, კორეის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის გლობალური პროგრამირების კონფერენციას დაესწრო.

საყავრეში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

ჩუღურეთის რაიონში სულიაშვილის N8-ში სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები საქართველოს დაცული ტერიტორიების ორ ბუნების ძეგლს - მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამების სია და დაფინანსებული ადგილების რაოდენობა ცნობილია

უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა.

,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების'' დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში გრძელდება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს.

ანაკლია-განმუხურში Echowaves Festival გაიხსნა

განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves 22 აგვისტოს, საღამოს 5 საათზე გაიხსნა. წუხელ ფესტივალის სტუმრებისთვის ერთ-ერთმა ჰედლაინერმა ნინა კრავიცმა დაუკრა.

მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

24 აგვისტოს მცხეთის ცენტრალურ სკვერში, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის საინტერესო და სახალისო გასართობი აქტივობები გაიმართება.

საქართველოს გენერალური კონსული ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

მაინის ფრანკფურტში  გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან,  ლუსია პუტრიხთან შეხვედრა გამართა.

ტიხონოვის და მარჯანიშვილის ქუჩებზე გზის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონში, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, სადაც დღემდე მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

Wizz Air ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით რეისებს ამატებს

Wizz Air საქართველოში, ქუთაისიდან ორი ახალი ქალაქის, Wizz Air ფრენების დაწყებას აანონსებს.

ბელარუსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით დღეს ბელარუსის რესპუბლიკას ეწვია.

ანაკლიაში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემა ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს.