რეჟისორის თქმით, ტერორიზმმა შესაძლოა, საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ყველა უნდა მიხვდეს, რამხელა საფრთხეა ტერორიზმი და ამ საფრთხემ, შესაძლოა, საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი.

„ეს არის ძალიან რთული თემა. ეს ქვეყნის უსაფრთხოებასა და თითოეული ჩვენგანის ოჯახებსა და შვილებს ეხება. ერთი ცალსახად შემიძლია ვთქვა, ეს ბაკქანალია, რაც პრესიდან, ე.წ. არასამთავრობო სექტორიდან და დროში ჩარჩენილი პოლიტიკოსებიდან მოდის, ეს არის სრული სიგიჟე და უგუნურება. ყველას. ვისაც საქმე არ აქვს და არც საკმარისი განათლება, ყველა ამ თემაშია ჩართული და არ ფიქრობენ, რა შეიძლება მოუტანოს ამან ჩვენს ქვეყანას და ცალკეულ ადამიანებს. მე ვფიქრობ, დიდი დაკვირვება მართებს ქართველ საზოგადოებას. ეს თემა არის XXI საუკუნის ჭირი. ყველა უნდა მივხვდეთ, რომ ლაპარაკია უდიდეს საფრთხეზე, რომელმაც შესაძლოა, საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


26 დეკემბერს სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო გიორგობიანის განცხადებით, უწყებამ ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა.


დაკავებულთაგან სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და 10 იანვარს გარდაიცვალა.


ტერეზა მეიმ პოსტი შეინარჩუნა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტის შენარჩუნება შეძლო.

პოლიციამ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს სახლებიდან პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცა

პოლიციამ, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, შემთხვევის ადგილზე, საკუთარ სახლებში შესვლის და პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცა.

სასტუმროებში აფეთქების შედეგად დაზარალებული 27 ადამიანია გადაყვანილი

აფეთქების შედეგად დაზარალებული 27 ადამიანი, რომლებმაც   გამგეობას მიმართეს, სასტუმროებშია გადაყვანილი.

ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში, ბოლო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

"ქართული ოცნება": დარწმუნებული ვართ, გამოძიება, უმოკლეს ვადაში გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო.

ნაქერალას უღელტეხილზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გორში ერთ-ერთ ოჯახში გაზქურაში დაგროვილი აირი აალდა

გორში, ერთ-ერთ ოჯახში გაზქურაში დაგროვილი ბუნებრივი აირი აალდა.

იაშვილის საავადმყოფოში დაშავებულთაგან მხოლოდ 1 ბავშვი რჩება

იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალურ საავადმყოფოში ამჟამად აფეთქების შედეგად დაშავებული 6 ბავშვიდან მხოლოდ ერთი 4 წლის გოგონა რჩება.

საქართველოში გლოვის დღეა

დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაღუპული 4 ადამიანის გარდაცვალების გამო, საქართველოში 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

ზუგდიდში წითელასთან დაკავშირებით მიმართვიანობამ იმატა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსთან დაკავშირებით მიმდინარე თევს მომართვიანობამ იმატა. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოს სულ 49 ადამიანმა მიმართა.

ბოლო ინფორმაცია აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში რჩება 6 ბავშვი. მათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები ადგილზე მიეწოდებათ.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს

"დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

შსს-ს განცხადება დიღომში მომხდარ აფეთქებაზე

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

კახა კალაძემ დიღომში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგდეიის გამო მწუხარება გამოთქვა.

"უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს - ვუსამძიმრებ სარულიად საქართველოს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაშვილის კლინიკაში, დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა.

საქართველოს პრეზიდენტმა აფეთქების შედეგად გარდავლილების ოჯახს მიუსამძიმრა

დის დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გამოწვეული ტრაგედიის გამო საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა.

"ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები დაკითხვაზე გადაიყვანეს

„ყაზტრანსგაზის“ ის თანამშრომლები, რომლებიც დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში შემოწმებაზე იმყოფებოდნენ, დაკითხვაზე გადაიყვანეს. ინფორმაცია"პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.