2017 წელს რძის პროდუქტების მწარმოებელ 11 კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა

2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის პროდუქტების მწარმოებელ, გადამამუშავებელ და რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან 424 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, მათ შორის, 373 ინსპექტირება და 51 დოკუმენტური შემოწმება.

გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 56 ბიზნესოპერატორი, მათგან 11-ს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


საწარმოების სანიტარიულ მდგომარეობასთან ერთად, შემოწმდა პროდუქციის შესაბამისობა რძის ტექნიკურ რეგლამენტთან. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 24 ბიზნესოპერატორი. რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობის განსაზღვრაზე აღებულია 105 ნიმუში; Listeria monocytogenes-ის კვლევაზე - 120 ნიმუში, სალმონელაზე - 255 ნიმუში. მნიშვნელოვანია, რომ დარღვევა ამ კუთხით არ გამოვლენილა.



რძის ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლის აგვისტოში ამოქმედდა, 2017 წლის 1 ივლისს კი ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, დასახელება „ყველი“ შეიძლება ეწოდოს მხოლოდ რძისგან დამზადებულ პროდუქტს. სხვა შემთხვევაში, მაგ.: რძის ფხვნილის გამოყენებისას ეტიკეტზე ტერმინი „ყველის” მითითება დაუშვებელია.  ცვლილებები შეეხო ასევე „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას. აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელია კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79%-ს შეადგენს. დაუშვებელია ეტიკეტზე ტერმინი - «კარაქის» გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა. 



რძის ტექნიკური რეგლამენტი იცავს როგორც მომხმარებლის უფლებას, ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას.


თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას რამდენიმე მიმართულება დაემატება

თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებული სამსახურის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ კნირშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

გიგი წერეთელმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა

ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის 57 წევრი ქვეყნის ელჩი დაესწრო.

საუდის არაბეთი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გარდაცვალების ფაქტს აღიარებს

საუდის არაბეთის ხელისუფლება ანგარიშს ამზადებს, რომელშიც საუბარია ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის სიკვდილზე.

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, დენი ალექსანდრს შეხვდა. 

დედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქში ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი ზედამხედველობის  განახლებული  სამსახური - მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა.

საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანია დაღუპული.

დღეს გამოძიება მირზა სუბელიანს გამოკითხავს

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სადაც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, მირზა სუბელიანი გამოიკითხება.

გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში შსს და სუს-ი გაუქმდება

გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" სამართალდამცავი ორგანოების სრულიად ახალი მოდელი მოამზადა.

მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა.

თეოლოგი: „მოსაყდრე-ვასაძე-შორენას „ტრიუმვირატი" ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსულ ვექტორზე დარჩეს"

„უკრაინის საკითხი იქნება ტესტი და ლუსტრაცია სხვა დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიებისთვის“, - ასე აფასებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი რუსეთის ეკლესიის სინოდის მიერ კონსტანტინოპოლთან კავშირის სრულად გაწყვეტას.

ნიგერიაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის სახელმწიფო ნავთობკომპანიის კუთვნილ ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 17 ოქტომბერს გაზმომარაგება შეუწყდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერასა და სოფელ ჯანდარას 17 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება.

თბილისში ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი გაიხსნება

საქართველო დღეს ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენციას – მინისტერიალს უმასპინძლებს.

დავით ზალკალიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართა.

ამინდის პროგნოზი

დღეს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. 

ეკა ბესელია - მუქარის და შანტაჟის ენით  საუბარი, განსაკუთრებით ასეთი ფორმის და შინაარსის ყოვლად მიუღებელია

"ხელისუფლებას მუქარის ტონის, მუქარით საუბრის ნამდვილად არ ეშინია. თუ ეს მუქარა ადრეც ყოფილა ვინმესთან გამჟღავნებული, ფაქტია, რომ ადამიანი დღეს არის პატიმრობის ქვეშ და ამ მუქარის შიში არავის აქვს", – აცხადებს ეკა ბესელია.

"არ მივცემთ უფლებას "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთხელ იძალადოს ქართულ საზოგადოებაზე"

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ანრი ოხანაშვილი გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მამუკა მდინარაძე - ძალიან მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს ორმაგ შანტაჟთან

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს ეხმაურება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა.

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, ამ დროისთვის, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დავით ცუხიშვილი იკითხება.