ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს განწესებული მოსამართლის ფიცის დადებას დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად განწესებული მოსამართლის, ევა გოცირიძის ფიცის დადებისცერემონიალს დაესწრო.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ევა გოცირიძე სათანადოდ შეასრულებს თავის უფლებამოსილებას და ის ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ განვითარებაში საქართველოში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად განწესებული მოსამართლის, ევა გოცირიძის ფიცის დადების ცერემონიალზე განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ ევა გოცირიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავება მიულოცა და განაცხადა, რომ მისი თეორიული და პრაქტიკული მუშაობისდიდი გამოცდილება იყო ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც, საქართველოს პარლამენტმა მისი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის გადაწყვეტილება მიიღო.


 


როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის მთავარი გარანტია. მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა გასული ხუთი წლის განმავლობაში ფუნდამენტურად დაიხვეწა.


„ეს დაეტყო, სტატისტიკას, თავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ხარისხს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია და ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა. საქართველოს პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ბუნებრივია, არის იმისგარანტი, რომ თითოეული კონსტიტუციური ორგანო ფუნქციონირებდეს საქართველოში თავისი კომპეტენციების შესაბამისად და სათანადოდ ასრულებდეს თავის ფუნქციებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობას უკვე კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად დაიწყებს. ირაკლიკობახიძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ისეთი ნორმების შემუშავება, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას გაუადვილებდა.


 


„ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო დაგვეხვეწა ქვეყნის ძირითადი კანონი და შეგვემუშავებინა ისეთი ნორმები, რომლებიც გაუადვილებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას. იყო მთელი რიგი ხარვეზები, მათ შორის კონსტიტუციის მეორე თავში, რომელიც არის მთავარი მასშტაბი, ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, იყო სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობები, ხშირად უწევდა ფართოდ ინტერპრეტირება საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო კონსტიტუციის დახვეწა, განსაკუთრებით კონსტიტუციის მეორე თავის დახვეწა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ამოცანა სათანადოდ შევასრულეთ.“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავზეც და აღნიშნა, რომ დადგინდა რიგი ძირითადი უფლებები, რაც ქართული კონსტიტუციონალიზმისთვის დიდი მიღწევაა.  ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ნოემბრიდან სწორედ ამ ახალი სტანდარტებით დაიწყებსმუშაობას.


„რაც შეეხება უშუალოდ მეორე თავს, დადგენილია ახალი სტანდარტები, მთელი რიგი ძირითადი უფლებებისთვის, უფრო ამაღლებულია სტანდარტები, დაცვის სტანდარტებიმთელი რიგი ძირითადი უფლებებისათვის. ასევე, დადგენილია მთელი რიგი ახალი ძირითადი უფლებები, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციონალიზმისათვის და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ნოემბრიდან უკვე ამ ახალი სტანდარტებით დაიწყებს საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობას და უზრუნველყოფს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების და ნორმების სათანადოდ დაცვას. ასევე, იგივე ეხება კონსტიტუციის სხვა თავებს, მათ შორის იმ თავებს, რომლებითაც არის მოწესრიგებული კომპეტენციები ხელისუფლების ორგანოთა შორის და უფრო მეტად არის სიცხადე შეტანილი ამ უფლებამოსილებებში, უფრო მკაფიოდ და სწორად არის მოწესრიგებული მთელი რიგი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მართველობის სისტემასთან და ზუსტად ამ ყველაფრის საფუძველზე იმუშავებს საკონსტიტუციო სასამართლო და მას გაუადვილებს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ახალი რედაქცია მუშაობას. ჩვენ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გადავლახეთ ამ გზაზე, იყო სერიოზული წინააღმდეგობა. დიდი საქმეები არ კეთდება დიდი წინააღმდეგობების გარეშე, თუმცა ჩვენ დავძლიეთ ეს წინააღმდეგობები და დღეს აქვს ქვეყანას ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომსათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი კონსტიტუციური ორგანოების ფუნქციონირება. კიდევ ერთხელ, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის. არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, როდესაც დებს ფიცს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ამ ცერემონიას ესწრებიან უმაღლესი თანამდებობის პირები და მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს. “,-- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 პარლამენტის თავმჯდომარემ ევა გოცირიძეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავება კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს თანამდებობა იურისტისთვის კარიერული მწვერვალია.


ფიცის დადების ცერემონიალზე მოწვეულებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და ახლად განწესებულმა მოსამართლემ, ევა გოცირიძემ.


 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე, ფიცს დებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანდასწრებით.


ევა გოცირიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 2017 წლის 1 დეკემბერს, 90 ხმით აირჩია.


ცერემონიალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით  გაბაიძე ესწრებოდნენ.


აჭარაში წითელას ვირუსის ლოკალური აფეთქებაა

აჭარაში წითელას ლოკალური აფეთქებაა და ამჟამად კონტროლის ღონისძიებები მიმდინარეობს.

ახალქალაქის რაიონი ბუნებრივ გაზს მაღალი წნევით მიიღებს

ახალქალაქის რაიონი ბუნებრივ აირს მაღალი წნევით მიიღებს. ამის შესაძლებლობას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ, მაღალი წნევის გაზსადენის 6 კმ-იანი სიგრძის მონაკვეთზე ჩატარებული სამუშაოები იძლევა.

ირაკლი კობახიძე აზიზ აბდუხაკიმოვს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტის განაგრძობს.

მიხეილ ჩხენკელის მოწვევით საქართველოს Times Higher Education-ის წარმომადგენლები ესტუმრებიან

განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი Times Higher Education-ის წარმომადგენლებს, ჯონი გილსა და მაიკლ კარუნას შეხვდა.

ავსტრალიელი პაციენტებისთვის სამედიცინო კანაფი ლეგალიზებულია

ექსპორტის ნებართვის მიღების შემდეგ ავსტრალიის სამედიცინო კანაფის სექტორი მნიშვნელოვანი მოგებისთვის ემზადება.

გვირაბის აფეთქებისას დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

სამივე დაშავებული ხაშურის საავადმყოფოში მოათავსეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პარკინგის ცუდი მემკვიდრეობა - მენაშენეები დედაქალაქის მერს რეკომენდაციებით მიმართავენ

თბილისისთვის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის, პარკინგის დარეგულირების ინიციატივით დედაქალაქის მერისთვის მიმართვის შემდეგ „მენაშენეთა ასოციაცია“ პრიორიტეტულ პუნქტებს აქვეყნებს.

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის მინისტრის მოწვევით ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

რუსთავში ათეულობით დაცემული ცხვარი იპოვეს

რუსთავის ტყეში, მტკვრის სანაპიროსთან 30-მდე დაცემული ცხვარი იპოვეს.

 

"საპარტნიორო ფონდში" ჩინურ მხარესთან სატყეო ინვესტიციების შესაძლებლობები განიხილეს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა, სამომავლო ინვესტიციებზე ისაუბრეს.

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 707.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 707.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" გამოცხადდა.

ქუთაისში 3000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა. სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტატუსის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა.

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვებიდან ამოიღეს

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინის პარტია გაყიდვებიდან ამოიღეს, ხოლო კანონდამრღვევი კომპანია უკრაინის ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დაჯარიმდა.

სროლა მანჰეტენზე - არიან დაჭრილები

ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, მანჰეტენზე მომხდარი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Sputnik News-ი ავრცელებს.

შს მინისტრი ნარკოპოლიტიკის უწყებათშორისი ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მგგ-ის განხილვაზე ახალ მასალებს წარმოადგენს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების სამართლებრივ შეფასებაზე სადისკუსიო შეხვედრას გახსნის და საზოგადოებას სადისკუსიო საკითხზე უცნობ დოკუმენტაციას გააცნობს.

ლაშა გოგია: ზუგდიდში გარევაჭრობა აღარ იქნება

ზუგდიდის მერის თქმით, ქალაქში გარევაჭრობა არ იქნება. ლაშა გოგია ამბობს, რომ მერიას ქალაქის ცენტრალურ სუპერმარკეტში, დაახლოებით, სამასი ადგილით სარგებლობის უფლება აქვს.

აზერბაიჯანში უცხოური ვალუტის კონტრაბანდის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აზერბაიჯანში მსხვილი დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს, რომელიც უცხოური ვალუტის კონტრაბანდით იყო დაკავებული.

უკრაინაში წითელას ვირუსს ებრძვიან

უკრაინაში წითელას ვირუსს ებრძვიან.

გენგეგმის შეფასებაში საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.