შს მინისტრის მოადგილის თქმით, ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა შსს-ს უმთავრესი პრიორიტეტია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა  მოქალაქე დეა გოშხეთელიანის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის საქმეზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით,  სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს.


„ჩვენ ამოვიღეთ ჩხრეკის შედეგად ყველა იარაღი, რომელიც ბრალდებულს გააჩნდა. გამოვეცით შემაკავებელი ორდერი, რითაც უზრუნველვყავით დაზარალებულის უსაფრთხოება. გამოვეცით მეორე შემაკავებელი ორდერი, რითაც ავუკრძალეთ ბრალდებულს იარაღის გამოყენება და ასევე შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ბრალდებულის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე.


როგორც მოგეხსენებათ, მის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების საკითხი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და, ფაქტობრივად, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დღეს მოძალადე პატიმრობაშია.


ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და სამომავლოდაც, თითოეულ ასეთ ძალადობის ფაქტზე ჩვენ ვიქნებით ისეთივე ეფექტიანები, როგორიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიყავით იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თითოეული დაზარალებულის, თითოეული მსხვერპლის უსაფრთხოება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.


22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს, გრიგოლ ბაკურაძეს, ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ბრალდებული 3 იანვარს ქუთაისში დააკავეს, თუმცა მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.


 


მიხეილ ჩხენკელის მოწვევით საქართველოს Times Higher Education-ის წარმომადგენლები ესტუმრებიან

განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი Times Higher Education-ის წარმომადგენლებს, ჯონი გილსა და მაიკლ კარუნას შეხვდა.

ავსტრალიელი პაციენტებისთვის სამედიცინო კანაფი ლეგალიზებულია

ექსპორტის ნებართვის მიღების შემდეგ ავსტრალიის სამედიცინო კანაფის სექტორი მნიშვნელოვანი მოგებისთვის ემზადება.

გვირაბის აფეთქებისას დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

სამივე დაშავებული ხაშურის საავადმყოფოში მოათავსეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პარკინგის ცუდი მემკვიდრეობა - მენაშენეები დედაქალაქის მერს რეკომენდაციებით მიმართავენ

თბილისისთვის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის, პარკინგის დარეგულირების ინიციატივით დედაქალაქის მერისთვის მიმართვის შემდეგ „მენაშენეთა ასოციაცია“ პრიორიტეტულ პუნქტებს აქვეყნებს.

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის მინისტრის მოწვევით ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

რუსთავში ათეულობით დაცემული ცხვარი იპოვეს

რუსთავის ტყეში, მტკვრის სანაპიროსთან 30-მდე დაცემული ცხვარი იპოვეს.

 

"საპარტნიორო ფონდში" ჩინურ მხარესთან სატყეო ინვესტიციების შესაძლებლობები განიხილეს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა, სამომავლო ინვესტიციებზე ისაუბრეს.

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 707.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 707.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" გამოცხადდა.

ქუთაისში 3000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა. სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტატუსის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა.

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვებიდან ამოიღეს

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინის პარტია გაყიდვებიდან ამოიღეს, ხოლო კანონდამრღვევი კომპანია უკრაინის ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დაჯარიმდა.

სროლა მანჰეტენზე - არიან დაჭრილები

ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, მანჰეტენზე მომხდარი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Sputnik News-ი ავრცელებს.

შს მინისტრი ნარკოპოლიტიკის უწყებათშორისი ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მგგ-ის განხილვაზე ახალ მასალებს წარმოადგენს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების სამართლებრივ შეფასებაზე სადისკუსიო შეხვედრას გახსნის და საზოგადოებას სადისკუსიო საკითხზე უცნობ დოკუმენტაციას გააცნობს.

ლაშა გოგია: ზუგდიდში გარევაჭრობა აღარ იქნება

ზუგდიდის მერის თქმით, ქალაქში გარევაჭრობა არ იქნება. ლაშა გოგია ამბობს, რომ მერიას ქალაქის ცენტრალურ სუპერმარკეტში, დაახლოებით, სამასი ადგილით სარგებლობის უფლება აქვს.

აზერბაიჯანში უცხოური ვალუტის კონტრაბანდის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აზერბაიჯანში მსხვილი დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს, რომელიც უცხოური ვალუტის კონტრაბანდით იყო დაკავებული.

უკრაინაში წითელას ვირუსს ებრძვიან

უკრაინაში წითელას ვირუსს ებრძვიან.

გენგეგმის შეფასებაში საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სოხუმში მორგი გაძარცვეს

სოხუმში უცნობმა პირებმა მორგი გაძარცვეს.

ჭიჭინაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე 5 კილომეტრზე მეტი მოძველებული წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი სრულად შეცვალა.

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ცნობით, ამ წუთებში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.