კობახიძეს თქმით, ნარკოპოლიტიკის განხილვის პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია

„უნდა გაფართოვდეს, იმ სუბიექტთა წრე, რომელიც იქნება ჩართული ამ განხილვებში და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა. ჩვენ მოვუსმენთ ყველა მხარე".

 

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.


პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონპროექტზე მსჯელობა გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ფართო განხილვების საფუძველზე იქნება მიღებული.


„ძალიან ფართო ჩართულობით უზრუნველყოფილი განხილვების საფუძველზე იქნება 


მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად, დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან, ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, ასევე, საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მიზანი არის ერთი და ის ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას გულისხმობს.


„მიზანი აქვს ყველას ერთი - მიზანი არის მოხმარების შემცირება საქართველოში და ასევე, მიზანი არის ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული განუხრელად კონკრეტულად ამ სფეროში. უბრალოდ, ვერ ვთანხმდებით ჩვენ ხშირად, სხვადასხვა მხარეები ამ მიზნების მიღწევის გზებზე. ჩვენთვის მთავარია ამ გზებზე შევჯერდეთ და ამისთვის არის საჭიროზუსტად მსჯელობა და განხილვა. ასევე, გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა ზუსტად ამ გზებთან დაკავშირებით. არის ნაწილი დეპუტატებისა, რომელსაც მიაჩნია, რომლიბერალიზაცია უკეთ უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას, არის მეორე ნაწილი დეპუტატებისა, რომლის აზრითაც გამკაცრება არის უკეთესი გზა მიზნების მიღწევისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 


ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ სიღრმისეული არგუმენტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღემდე ორივე მხრიდან მხოლოდ ზედაპირული მსჯელობა ისმის.


„მე არაერთხელ მითქვამს, რომ დღემდე არც ერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები, თუნდაც, სტატისტიკური მონაცემები, ანალიტიკური მასალებიარ მინახავს, არ მომისმენია, ასეთები არის ჯერ კიდევ შესამუშავებელი და დასამუშავებელი, და მხოლოდ ასეთი სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე შეგვეძლება ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. დღემდე ჩვენ გვესმის მხოლოდ ზედაპირული მსჯელობა როგორც ერთ, ასევე, მეორე მხარეს, რაც არის ძალიან სამწუხარო“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


საპატრიარქომ 12 იანვარს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გაავრცელა.


 


თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას რამდენიმე მიმართულება დაემატება

თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებული სამსახურის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ კნირშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

გიგი წერეთელმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა

ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის 57 წევრი ქვეყნის ელჩი დაესწრო.

საუდის არაბეთი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გარდაცვალების ფაქტს აღიარებს

საუდის არაბეთის ხელისუფლება ანგარიშს ამზადებს, რომელშიც საუბარია ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის სიკვდილზე.

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, დენი ალექსანდრს შეხვდა. 

დედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქში ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი ზედამხედველობის  განახლებული  სამსახური - მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა.

საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანია დაღუპული.

დღეს გამოძიება მირზა სუბელიანს გამოკითხავს

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სადაც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, მირზა სუბელიანი გამოიკითხება.

გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში შსს და სუს-ი გაუქმდება

გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" სამართალდამცავი ორგანოების სრულიად ახალი მოდელი მოამზადა.

მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრების მე-15 კონფერენცია გახსნა.

თეოლოგი: „მოსაყდრე-ვასაძე-შორენას „ტრიუმვირატი" ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსულ ვექტორზე დარჩეს"

„უკრაინის საკითხი იქნება ტესტი და ლუსტრაცია სხვა დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიებისთვის“, - ასე აფასებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი რუსეთის ეკლესიის სინოდის მიერ კონსტანტინოპოლთან კავშირის სრულად გაწყვეტას.

ნიგერიაში ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის სახელმწიფო ნავთობკომპანიის კუთვნილ ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 17 ოქტომბერს გაზმომარაგება შეუწყდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერასა და სოფელ ჯანდარას 17 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება.

თბილისში ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი გაიხსნება

საქართველო დღეს ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენციას – მინისტერიალს უმასპინძლებს.

დავით ზალკალიანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართა.

ამინდის პროგნოზი

დღეს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. 

ეკა ბესელია - მუქარის და შანტაჟის ენით  საუბარი, განსაკუთრებით ასეთი ფორმის და შინაარსის ყოვლად მიუღებელია

"ხელისუფლებას მუქარის ტონის, მუქარით საუბრის ნამდვილად არ ეშინია. თუ ეს მუქარა ადრეც ყოფილა ვინმესთან გამჟღავნებული, ფაქტია, რომ ადამიანი დღეს არის პატიმრობის ქვეშ და ამ მუქარის შიში არავის აქვს", – აცხადებს ეკა ბესელია.

"არ მივცემთ უფლებას "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთხელ იძალადოს ქართულ საზოგადოებაზე"

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ანრი ოხანაშვილი გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მამუკა მდინარაძე - ძალიან მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს ორმაგ შანტაჟთან

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს ეხმაურება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა.

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, ამ დროისთვის, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დავით ცუხიშვილი იკითხება.