სახიფათო გზა - მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან თბილისამდე მისავლელი გზა დიდი ხანია ადგილობრივებისთვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა.

მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტის ხემძღვანელობას პრობლემის მოგვარების თხოვნით, თუმცა გზა კვლავ კატასტროფულ მდგომარეობაში.


„პირველის“ კორსეპონდენტი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისაც აღნიშნული გზის გავლა მოუწია და ავარიის ამსახველ ფაქტსაც შეესწრო.


 


როგორც გაირკვა, ავტომობილის, მათ შორის მაღალი გამავლობის, გზიდან გადავარდნის პირველი შემთხვევა არაა და მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება.


როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის, მსხალდიდის მოსახლეობა ამბობს, გზების პრობლემა წლებია აწუხებთ და ვის აღარ მიმართეს დახმარებისთვის.


„ჩვენ ყოველდღე გვიწევს ქალაქში წასვლა, ზოგი მუშაობს იქ, ზოგი პირად საქმეებზე დადის და ამ გზის გავლა საფრთხის შემცველია ჩევნთვის. ამინდი აირევა და იწყება ავარიები. ამდენი წელია ვითხოვთ დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ, ვის აღარ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებაში, მაგრამ ამ გზისთვის ვერავინ მოიცალა“, - განუცხადა „პირველს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.


„პირველი“ დაინტერესდა, თუ იგეგმება აღნიშნული გზის რეაბილიტაცია და რა თანხებია ამისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული.


როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი გიუტაშვილი აცხადებს, გეგმის მიხედვით ამ წელს მხოლოდ ლისი-წოდორეთის გზის რეაბილიტაციია დაგეგმილი.


„ჩვენ რომ მოვედით, გეგმა უკვე დაგხვდა და რაღაც შესწორებები თუ შევიდა, არ ვიცი. მაგრამ ძირითადი გეგმა არსებობდა თანხა რაზეც იყო გამოყოფილი. ამ წელს მარტო ლისი-წოდორეთის გზის რეაბილიტაციაა გაწერილი. ჩვენ საშუალება აღარ გვქონდა სხვა გზების რეაბილიტაციისთვის თანხები გაგვეწერა. ამიტომ ვეცდებით 2019 წლის გეგმებში გავითვალისწინოთ. ამ წელს კი უკვე ვეღარ გავითვალისწინებთ, რადგან  თანხა მეტი არ არის“, – უთხრა "პირველს" მერის მოადგილემ.


როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის საიტიდან ირკვევა, 2016 წელს, ლისის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 67 582 ლარი იყო გამოყოფილი. ამ თანხით წოდორეთსა და მსხალდიდში მოწესრიგდა სოფელში მისასვლელი გზა. ლისში, მსხალდიდში, ნაფეტვრებსა და წოდორეთში გაკეთდა გარე განათება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუხათწყაროში მიმავალ გზასაც. თუმცა, ცენტრალური გზის პრობლემა კვლავ პრობლემად დარჩა და ასევე პრობლემა იქნება მინიმუმ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.


მოსახლეობა კი, რომლისთვისაც აღნიშნული გზით სარგებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უნდა დაელოდეს შემდეგი წლის ბიუჯეტს, იქნებ ხელმძღვანელობამ გამოიჩინოს კეთილი ნება და აღნიშნულ გზის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. მანამდე კი ყოველ დილა-საღამოს სიფრთხილით გაიაროს ეს გზა.


ავსტრალიელი პაციენტებისთვის სამედიცინო კანაფი ლეგალიზებულია

ექსპორტის ნებართვის მიღების შემდეგ ავსტრალიის სამედიცინო კანაფის სექტორი მნიშვნელოვანი მოგებისთვის ემზადება.

გვირაბის აფეთქებისას დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

სამივე დაშავებული ხაშურის საავადმყოფოში მოათავსეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პარკინგის ცუდი მემკვიდრეობა - მენაშენეები დედაქალაქის მერს რეკომენდაციებით მიმართავენ

თბილისისთვის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის, პარკინგის დარეგულირების ინიციატივით დედაქალაქის მერისთვის მიმართვის შემდეგ „მენაშენეთა ასოციაცია“ პრიორიტეტულ პუნქტებს აქვეყნებს.

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის მინისტრის მოწვევით ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

რუსთავში ათეულობით დაცემული ცხვარი იპოვეს

რუსთავის ტყეში, მტკვრის სანაპიროსთან 30-მდე დაცემული ცხვარი იპოვეს.

 

"საპარტნიორო ფონდში" ჩინურ მხარესთან სატყეო ინვესტიციების შესაძლებლობები განიხილეს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა, სამომავლო ინვესტიციებზე ისაუბრეს.

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 707.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 707.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" გამოცხადდა.

ქუთაისში 3000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა. სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტატუსის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა.

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვებიდან ამოიღეს

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინის პარტია გაყიდვებიდან ამოიღეს, ხოლო კანონდამრღვევი კომპანია უკრაინის ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დაჯარიმდა.

სროლა მანჰეტენზე - არიან დაჭრილები

ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, მანჰეტენზე მომხდარი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Sputnik News-ი ავრცელებს.

შს მინისტრი ნარკოპოლიტიკის უწყებათშორისი ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მგგ-ის განხილვაზე ახალ მასალებს წარმოადგენს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების სამართლებრივ შეფასებაზე სადისკუსიო შეხვედრას გახსნის და საზოგადოებას სადისკუსიო საკითხზე უცნობ დოკუმენტაციას გააცნობს.

ლაშა გოგია: ზუგდიდში გარევაჭრობა აღარ იქნება

ზუგდიდის მერის თქმით, ქალაქში გარევაჭრობა არ იქნება. ლაშა გოგია ამბობს, რომ მერიას ქალაქის ცენტრალურ სუპერმარკეტში, დაახლოებით, სამასი ადგილით სარგებლობის უფლება აქვს.

აზერბაიჯანში უცხოური ვალუტის კონტრაბანდის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აზერბაიჯანში მსხვილი დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს, რომელიც უცხოური ვალუტის კონტრაბანდით იყო დაკავებული.

უკრაინაში წითელას ვირუსს ებრძვიან

უკრაინაში წითელას ვირუსს ებრძვიან.

გენგეგმის შეფასებაში საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სოხუმში მორგი გაძარცვეს

სოხუმში უცნობმა პირებმა მორგი გაძარცვეს.

ჭიჭინაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე 5 კილომეტრზე მეტი მოძველებული წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი სრულად შეცვალა.

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ცნობით, ამ წუთებში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ქვეყნის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს, ნურდინჟონ ისმოილოვს შეხვდა.