ამის შესახებ იუნკერმა ბულგარეთში გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, ევროკავშირისთვის თურქეთთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა უკვე მაქვს ნათქვამი, რომ თურქეთი თავის ევროპულ ამბიციებს გიგანტური ნაბიჯებით შორდება. ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწევს უახლოეს თვეებში. თუმცა, არ იქნება პროგრესი, ვიდრე თურქეთის ციხეებში ჟურნალისტები რჩებიან“,-აღნიშნა იუნკერმა.
ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა პირველად გახდა. ეს სტატუსი ბულგარეთმა 11-წლიანი ლოდინის შემდეგ მოიპოვა.
ქვეყანა ევროკავშირის წევრი 2007 წელს გახდა.