აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზერბაიჯანს აფგან მუხტარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტ აფგან მუხტარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. 

ადმინისტრაცია შეწუხებულია, რომ 12 იანვარს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

განცხადების თანახმად, მუხტარლისთვის წაყენებულ ბრალს ფართო წრეებში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

„მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას გაათავისუფლონ მუხტარლი. ასევე ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას მუხტარლის გატაცების საქმეზე და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება სრული, გამჭირვალე და დროული“,- ნათქვამია განცხადებაში. 

გუშინ აზერბაიჯანის სასამართლომ მუხტარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. 

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 


ავსტრალიელი პაციენტებისთვის სამედიცინო კანაფი ლეგალიზებულია

ექსპორტის ნებართვის მიღების შემდეგ ავსტრალიის სამედიცინო კანაფის სექტორი მნიშვნელოვანი მოგებისთვის ემზადება.

გვირაბის აფეთქებისას დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

სამივე დაშავებული ხაშურის საავადმყოფოში მოათავსეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

პარკინგის ცუდი მემკვიდრეობა - მენაშენეები დედაქალაქის მერს რეკომენდაციებით მიმართავენ

თბილისისთვის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემის, პარკინგის დარეგულირების ინიციატივით დედაქალაქის მერისთვის მიმართვის შემდეგ „მენაშენეთა ასოციაცია“ პრიორიტეტულ პუნქტებს აქვეყნებს.

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის მინისტრის მოწვევით ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

რუსთავში ათეულობით დაცემული ცხვარი იპოვეს

რუსთავის ტყეში, მტკვრის სანაპიროსთან 30-მდე დაცემული ცხვარი იპოვეს.

 

"საპარტნიორო ფონდში" ჩინურ მხარესთან სატყეო ინვესტიციების შესაძლებლობები განიხილეს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა, სამომავლო ინვესტიციებზე ისაუბრეს.

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 707.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 707.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" გამოცხადდა.

ქუთაისში 3000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა. სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტატუსის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა.

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინო გაყიდვებიდან ამოიღეს

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინის პარტია გაყიდვებიდან ამოიღეს, ხოლო კანონდამრღვევი კომპანია უკრაინის ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დაჯარიმდა.

სროლა მანჰეტენზე - არიან დაჭრილები

ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, მანჰეტენზე მომხდარი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Sputnik News-ი ავრცელებს.

შს მინისტრი ნარკოპოლიტიკის უწყებათშორისი ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მგგ-ის განხილვაზე ახალ მასალებს წარმოადგენს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების სამართლებრივ შეფასებაზე სადისკუსიო შეხვედრას გახსნის და საზოგადოებას სადისკუსიო საკითხზე უცნობ დოკუმენტაციას გააცნობს.

ლაშა გოგია: ზუგდიდში გარევაჭრობა აღარ იქნება

ზუგდიდის მერის თქმით, ქალაქში გარევაჭრობა არ იქნება. ლაშა გოგია ამბობს, რომ მერიას ქალაქის ცენტრალურ სუპერმარკეტში, დაახლოებით, სამასი ადგილით სარგებლობის უფლება აქვს.

აზერბაიჯანში უცხოური ვალუტის კონტრაბანდის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აზერბაიჯანში მსხვილი დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს, რომელიც უცხოური ვალუტის კონტრაბანდით იყო დაკავებული.

უკრაინაში წითელას ვირუსს ებრძვიან

უკრაინაში წითელას ვირუსს ებრძვიან.

გენგეგმის შეფასებაში საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სოხუმში მორგი გაძარცვეს

სოხუმში უცნობმა პირებმა მორგი გაძარცვეს.

ჭიჭინაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე 5 კილომეტრზე მეტი მოძველებული წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი სრულად შეცვალა.

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ცნობით, ამ წუთებში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ქვეყნის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს, ნურდინჟონ ისმოილოვს შეხვდა.