32 წლის ახალგაზრდა მრავლობითი ჭრილობებით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა გუშინვე დააკვეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წმინდა ბარბარეს უბანში, ყოფილ მეუღლეს -1986 წელს დაბადებული ფ.ფ.-ს და მის მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ გ.დ.-ს, დროებით საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.