ბოსნიის საგარეო უწყების განცხადებით, ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკის რეპუტაციას

ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრო  სერბთა რესპუბლიკაში, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის ანატოლი ბიბილოვის ვიზიტს გამოეხმაურა.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი არ ყოფილა.


ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.


“თვითგამოცხადებული და საერთაშორისო დონეზე არაღიარებული სამხრეთ ოსეთიდან ვიზიტმა, ბოსერსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკას დიდი ზიანი მიაყენა. ამან რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაცია შელახა და მნიშვნელოვნად დააზიანა მისი სტატუსი საერთაშორისო არენაზე”, - განაცხადა ბოსნია-ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ჩრნადაკმა.


სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ის არ იყო ვიზიტის შესახებ ინფორმირებული და მის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია.


ჩრნადაკის განცხადებით, აღნიშნულმა რესპუბლიკა სრპსკას სტატუსი, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საეჭვო საერთაშორისო სტატუსს” გაუთანაბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას შორის ურთიერთობებს არ დააზიანებს.


 ანატოლი ბიბილოვი სერბთა რესპუბლიკაში 8-13 იანვარს იმყოფებოდა.


ტექნიკური უნივერსიტეტეტის ეგიდით საერთაშორისო კოლოკვიუმი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით, 23-28 თებერვალს, კახეთში, ლოპოტას ტბაზე, გაიმართა საერთაშორისო კვლევითი კოლოკვიუმი თემაზე - „ადამიანის უფლებები, როგორც ამოცანა და გამოწვევა დემოკრატიული საზოგადოებისთვის“. კოლოკვიუმის მოწყობის თაობაზე ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტს ფინანსური მხარდაჭერა კონრად ადენაუერის ფონდმა გაუწია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს საგარეო უწყება კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს.

ლარმა კვირა მკვეთრი გამყარებით დაასრულა

28 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7905 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8042 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.37 თეთრი შეადგინა.

იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ონურ სევინის შორის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 თებერვლიდან 2 მარტამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

კორონავირუსის გამო, ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერებულია

კორონავირუსის გამო, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: წელს 240 მლნ ლარის ღირებულების 110 პროექტს განვახორციელებთ

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, კომპანია მიმდინარე წელს 100- ზე მეტი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

მილანიდან საქართველოში 97 მგზავრი შემოვიდა 

მილანიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი რეისი შესრულდა.

რუსთავში კაცს მატარებელი დაეჯახა

რუსთავში რკინიგზის სადგურზე ახალგაზრდა კაცს მატარებლი დაეჯახა. შუა ხნის მოქალაქე ადგილზე დაიღუპა.

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით 31 წლის ქალია დაინფიცირებული, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დაინფიცირებულია 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.

საქართველოს საელჩო საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში სალონიკსა და ათენში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შესახებ იტყობინება და ქართველ ემიგრანტებს აფრთხილებს. 

რეგიონებში სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროექტები წელსაც 40 მლნ ლარით დაფინანსდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რეგიონებში სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროექტები წელსაც 40 მლნ ლარით დაფინანსდება.

ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიაში იმყოფებოდნენ, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ

ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდნენ, ორკვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაცია ეძლევათ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social  Impact Award 2020 იწყება

საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს.

გამყრელიძე: აღებული 24 სინჯიდან, არ გამოვრიცხავთ კიდევ გამოვლინდეს კორონავირუსის შემთხვევა

"აღებული გვაქვს 24 სინჯი და დღეს მიმდინარეობს მათი გამოკვლევა ლუგარში დიდი ალბათობით, არ გამოვრიცხავთ, რომ გვქონდეს კიდევ ერთი შემთხვევა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

„ევროპაბეთის“ მსგავსად 1-ლი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე რეკლამას ჩამოხსნის

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - 1-ლი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარერეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

თეა წულუკიანი: რუსეთს დეპორტირებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდა უპირობოდ მოუწევს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, რუსეთს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისთვის დაკისრებული კომპენსაციის გადახდა უპირობოდ მოუწევს. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში კორეის რესპუბლიკის წარმომადგენელთან კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში კორეის რესპუბლ იკის საქმეთა დროებით რწმუნებულ თან დაესუ ჩანგთან.