მინისტრმა ენერგეტიკის დარგში მომუშავე არასამთავრობოებთან და ასოციაციებთან შეხვედრა გამართა

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგის სამომავლო განვითარებისათვის.

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკის დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის (GREDA) თავმჯდომარე ლევან ვეფხვაძე და წევრი დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG), „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა“ და “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის” (CENN) წარმომადგენლები.


შეხვედრაზე ისაუბრეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, ენერგეტიკულ სექტორში საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს გაუმჯობესებასა და საკვანძო ენერგეტიკულ პროექტებზე.


პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმრებს ენერგეტიკის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებზე ესაუბრა.


„კერძო სექტორისა და არასამთვრობო ორგანიზაციების მხადარჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია დარგის სამომავლო განვითარებისთვის. ბიზნესისა და მთავრობის ერთობლივ მუშაობაზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის და მათ შორის, ენერგეტიკის წინსვლა“ - განაცხადა შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება და ენერგეტიკის მიმართულებით მომუშავე ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამინისტროსგან მიიღებენ ინფორმაციას დარგში მიმდინარე პროცესების შესახებ.


დონბასთან MH17 რუსული "ბუკ"-ით არის ჩამოგდებული - გამოძიება

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ 2014 წლის 17 ივლისს დონეცკთან სამგზავრო Boeing МH17-ი რუსეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი საზენიტო სარაკეტო კოპლექს „ბუკ“-ის მიერ არის ჩამოგდებული.

დედაქალაქში 400 ძირი ჭადარი ირგვება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ჯამში 400 ძირ, 3 მეტრზე მაღალ აღმოსავლურ ჭადარს რგავს.

სამეწარმეო მარკეტი რუსთაველის გამზირზე

წელს, 26 მაისს, დამოუკიდებელ საქართველოს 100 წელი უსრულდება.

ნინო წილოსანი: უფრო მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს ქალების ინტერესების დაცვისკენ მიმართული  კანონპროექტების მიღებას

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგჰენდის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმში „ახალგაზრდა გოგონების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში“.

საზოგადოებრივი  კოლეჯი „ახალი ტალღა“  55 წლისაა

ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღაში“,  სასწავლო დაწესებულების დაარსებიდან 55 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მერიასა და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის ახალ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების მომზადებული დოკუმენტის ირგვლივ საზოგადოებრივ დისკუსიას აგრძელებს.

SOLO  და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე  წარმოგიდგენთ ლეგენდარული  ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

ლეგენდარული ბრიტანელი კომპოზიტორი, პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი სერ ელტონ ჯონი საქართველოს 2018 წლის 30 ივნისს ეწვევა და ორი დღის განმავლობაში, 30 ივნისსა და  და 1-ელ ივლისს კონცერტებს გამართავს.

თამარ ჩუგოშვილი:  აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავება, მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება

ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი შეაფასა.

მკვლელობა ვაზისუბანში - შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზესტაფონში, სოფელ შროშაში დააკავეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი: ძლიერმა რეგიონალურმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა საქართველო ახალი სავაჭრო - საინვესტიციო შესაძლებლობების წინაშე დააყენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე "პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი".

გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსს საკუთარ სახლში მასპინძლობისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ვაშინგტონში, საკუთარ სახლში მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

პოლონეთში ქართველი ოფიცრის სახელობის სკვერი გაიხსნა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ქ კრაკოვში გაიხსნა ქართველი იუნკერის და პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერი.

ქავთარაძეზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ცეცხლი მთის ფერდობზე, სასაფლაოებთან გაჩნდა.

ლევან იზორიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-2 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი გზავნილი იყო.

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

დადიანების ეზოში მიწის ნაკვეთის ნაწილი აუქციონზე იყიდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მიწის ნაკვეთს გარკვეულ ნაწილს აუქციონზე ყიდის.

უკრაინამ "როსია სეგოდნია“ და "რია ნოვოსტი უკრაინა“ სანქციათა სიაში შეიყვანა

უკრაინამ რუსული მედიასაშუალებები "Россия сегодня" და "РИА Новости Украина" სანქციათა სიაში შეიყვანა.

 

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.

მოლდოვის რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობას შორის “შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია.

იერუსალიმს შესაძლოა, „ევროვიზია-2019“-ის ჩატარების უფლება ჩამოართვან

სიმღერის საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა, კონკურსის მოყვარულებს მოუწოდა იერუსალიმში ბილეთების შეძენა არ იჩქარონ.

მსოფლიოს ცნობილ ჰაკერთა სათავეში ქართველი დეპუტატის შვილი!

ჰაკერულ თავდასხმაში რომელიც თავისი მასშტაბით ეფბიაის ისტორიაში ერთერთ ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება მთავარი გმირი ქართველია. 400 000 მილიონიან კიბერ ძარცვაში ფაქტები შემდეგი თანმიმდევრობით განვითარდა.