სააფთიაქო ხაფანგი – რატომ გვიცვლიან ფარმაცეპტული კომპანიები ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს?!

როცა ჯანმრთელობასთან მწყრალად ვართ, ძალაუნებურად, „დამეგობრება“ მედიკამენტებთან, ექიმებთან და სააფთიაქო ქსელებთან გვიწევს.

ავერსი, PSP, ფარმადეპო, ჯიპისი – ეს იმ წამყვანი სააფთიაქო ქსელების მცირე ჩამონათვალია, რომელთანაც ბევრ ჩვენგანს ყოველდღიურად უწევს  ურთიერთობა.


– დილა მშვიდობის... – ასე იწყება აფთიაქში ჩემი და ფარმაცევტის ურთიერთობა, როცა მედიკამენტების ფასების გარკვევას სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში ვცდილობ.


მომხმარებლისთვის ე.წ. შემცვლელი მედიკამენტის შეთავაზება ქართულ სააფთიაქო სივრცეში, დიდი ალბათობით, მომხმარებლის კონკრეტულ სასურველ მედიკამენტზე გადამისამართების ერთგვარი აპრობირებული მეთოდია, სხვადასხვა დღეებში მედიკამენტებზე ფასდაკლება, დაგროვილი ქულების გამოყენება, შეიძლება ითქვას, მომხმარებლისთვის ერთგვარი „სატყუარაც“ შესაძლოა იყოს.


მომხმარებლებს შორის ალბათ არც თქვენ იქნებით პირველი და უკანასკნელი  და არც მე,  ვისთვისაც ფარმაცევტს ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტის ნაცვლად ე.წ. შემცვლელი წამალი შეუთავაზებია.


რატომ გვთავაზობენ ე.წ. შემცვლელ მედიკამენტს ფარმაცევტები? რამდენად არის ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტი ფარმაცევტის მიერ შეთავაზებული პრეპარატის იდენტური? ფარმაცევტები და მათი მესვეურები რამდენად ცდილობენ იზრუნონ ჩვენს ჯიბესა და ჯანმრთელობაზე?


პრიორიტეტი – მედიკამენტის გასაღება


„პირველი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  მედიცინის დოქტორს, ჯანდაცვის ექსპერტს სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა.


კითხვაზე, რატომ ცდილობენ ფარმაცევტები ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტის სანაცვლოდ მომხმარებელს სხვა პრეპარატი შესთავაზონ, ექსპერტი ამბობს, რომ ეს არის კომერციული ინტერესი – ფარმაცევტული კომპანია ცდილობს, კონკრეტული წარმოების პროდუქციის მეტი რაოდენობა „შეასაღოს“ კლიენტს.


„ეს ხდება ჩვეულებრივი ინტერესის გამო. ამასთან, ნებისმიერი ექიმი დაგეთანხმებათ, რომ არ არის მიზანშეწონილი, სამედიცინო თვალსაზრისით გაუმართლებელია, როდესაც გამოწერილ წამალს მსგავსი ან სხვა შემადგენლობის წამლით ცვლიან“, – უთხრა „პირველს“ ჩიხლაძემ.


სააფთიაქო სივრცეში ფასდაკლების სისტემას რაც შეეხება, ექსპერტის თქმით, ეს არის ბაზრის ჩვეულებრივი კარტერული გადანაწილება.


 „ეს არის ჩვეულებრივი მარკეტინგული სვლა, ფასდაკლების დღეებიც და მედიკამენტებზე ფასდაკლებებიც კი ერთნაირი აქვთ. ეს არის ბაზრის ჩვეულებრივი კარტერული გადანაწილება. რაც შეეხება წამლის ხარიხს, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. იმიტომ, რომ არ არსებობს ხარისხის ლაბორატორია, რომელიც ამას შეამოწმებს. ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საკითხი ბოლო ათწლეულებში იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად. ვიხდით მაღალ ფასს, რომლის ხარისხშიც არ ვართ დარწმუნებული“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.


ენაპჰაში – ერთი პრეპარატი ბევრი ფასით


ენაპჰაში - მაღალი წნევის დამრეგულირებელი მედიკამენტი.


აღნიშნულ პრეპარატზე სხვადასხვა ფასებია ზემოთ ჩამოთვლილ აფთიაქებში.


ფარმადეპოში 1 კოლოფი ენაპჰაში 5.26 ლარი ღირს, შეფუთვაში 20 აბია.


ენაპჰაშის შემცვლელი ენალაპრილია.   20 აბი ენალაპრილი 3.41 ლარი ღირს.


ჩვენი შემდეგი გაჩერებაა აფთიაქი „ჯიპისი“ – აქ ენაპჰაში 5.60 ლარი ღირს, ფასდაკლებით 3.38 ლარი გამომდის, ასე მიხსნის ფარმაცევტი.


ბუნებრივია, ამ აფთიაქშიც შემცვლელ მედიკამენტს მთავაზობენ.


როგორც აფთიაქში აცხადებენ, ენალაპრილჰაში ენაპჰაშის ზუსტი ანალოგია.


ფარმაცევტის განმარტებით, მედიკამენტები  ერთი მოქმედი ნივთიერებით არის დამზადებული და მხოლოდ მწარმოებელ ქვეყნებს შორის არის სხვაობა.  შემოთავაზებული მედიკამენტი კი რუმინული წარმოების არის.


რაც შეეხება ავერსს, აქ განმარტავენ, რომ 1 კოლოფი ენაპჰაში ფასდაკლების გარეშე 5.60  ლარი ღირს.


იმ შემთხვევაში, თუ ავერსის „მტრედი ბარათს“ გამოიყენებთ, მედიკამენტის შეძენას 5.25 ლარად შეძლებთ.


ენაპჰაშის შემცვლელი ენზიპინჰაში 4.45 ლარი ღირს.


ბოლო აფთიაქი, სადაც ენაპჰაშის ღირებულებით დავინტერესდი, PSP-ა.


აქაც ამბობენ, რომ მედიკამენტი ფასდაკლების გარეშე 5.60 ლარი ღირს.


რაც შეეხება მის შემცვლელს, ფარმაცევტი ამბობს, რომ ელანაპრილჰაშს იგივე ფასი აქვს – 5.60 ლარი ღირს.


კიდევ ერთი შემცვლელია ენოზიტჰაში, რომელიც 5.10 ლარი ღირს ფასდაკლების გარეშე, ფასდაკლებით კი 3.65 ლარად იყიდით.


ფარმაცევტების ინფორმაციით, ენოზიტჰაშს „ავერს“–ის ფარმაცევტულ საწარმოში ამზადებენ.


ბუნებრივია, ამ კონკრეტულ მედიკამენტს ოთხ სხვადასხვა აფთიაქში სხვადასხვა ფასი აქვს.


ახლა არჩევანი თქვენზეა – ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენს ჩაანაცვლებთ თუ არა  ფარმაცევტის (უფრო მარკეტოლოგის) მიერ შემოთავაზებული ფასდაკლებული მედიკამენტით.


ავტორი: თაკო მაქაცარია, ჟურნალისტი.


ხარაგაულში მოსახლეობა ამბულატორიის შენობის გასხვისებას აპროტესტებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოსახლეობამ ამბულატორიისათვის განკუთვნილი შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის გასხვისება გააპროტესტა.

ზუგდიდის სოფელში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

კობი-გუდაურის გზაზე სატვირთოების მოძრაობა აიკრძალა

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ლიდერ ქალებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში ორგანიზაციის ,,ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის” ლიდერ ქალებთან სამუშაო ლანჩი გამართა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

"მაშფოთებს მომენტი, როცა ანაკლიის პროექტზე სახელმწიფო ერთი მხრივ გვერდში გვიდგას, მისი ერთ-ერთი სტრუქტურა კი ასეთ განცხადებას აკეთებს"

უკავშირდება თუ არა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული პროცესები და დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მომავალს?

ირაკლი კობახიძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა. 

საქართველოს ელჩი ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს შეხვდა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია შეხვდა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს, მარია ტერეზა ბელანდრიას.

მამუკა ხაზარაძე: თიბისის დაარსების დღიდან ჩვენს ღირებულებებს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება წარმოადგენს

თიბისი ჯგუფის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, მედიასთან პირველ პრესკონფერენციას მართავენ.

შსს-მ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში მომხდარი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნეს.

როგორ გადაარჩინა დავით სერგეენკომ ირანელი ქალი თვითმფრინავში - „თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ...“

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ თვითმფრი­ნავ­ში უცხო­ელ მგზავრს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის სტრუქტურაც კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

ქეთევან ციხელაშვილი: ათასობით ადამიანს არ აქვს წვდომა პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდებათ

„პატარა ბავშვები არიან ახალგორში, რომელთაც თვეზე მეტია მშობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ აღარაფერი ვთქვათ სასწავლო პროცესში ჩართვაზე,“.

გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკსა და თანმხლებ პირებს შეხვდა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო აწესებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გაო დააწესებს.

 

ლარის კურსი

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6404 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6413 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.09 თეთრი შეადგინა.

ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი ჯიხური, დაახლოებით, 40 წუთის წინ გაძარცვეს. 

ქართული სამხედრო პროდუქციით განას რესპუბლიკა დაინტერესდა

თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019 ის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა.

კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.