ორი შაჰიდის დედის, ქისტი ქალის ისტორია – პანკისიდან „ისლამურ სახელმწიფოში“ (ნაწილი II)

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ორი შაჰიდის დედა, ლეილა აჭიშვილი ცხოვრობს. ლეილა მოგვითხრობს, როგორ გაიარა პანკისიდან სირიამდე ურთულესი გზა შვილების გადასარჩენად.

პანკისიდან თურქეთში


2013 წლის აგვისტო იყო. სტამბოლში ჩავედი. იქ ვინმე რუსლანი უნდა დამხვედროდა, მაგრამ არავინ დამხვდა. თურმე ერთმანეთს ავცდით. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. იქვე, ერთ თურქ ქართველს წავაწყდი, რომელსაც ვუთხარი, რომ სირიაში შვილთან მივდიოდი. სწორედ ამ ქალისგან გავიგე, რომ ჩემს შვილს იქ აბუ აბდულას ეძახდნენ. იმ წამს დატრიალდა ის ქალი, ტაქსით გამამგზავრა იმ ადგილამდე, სადაც მეორე ადამიანი უნდა მენახა.


18 საათი ვიყავი გზაში, გაუსაძლის სიცხეში. ახლა მახსენდება, რომ სადღაც საზღვრისპირა ადგილას, უზარმაზარ შენობაში შემიყვანეს, დანგრეულში, იქ დამხვდა ერთი ბიჭი, რომელიც მხოლოდ თურქულ ენაზე საუბრობდა. ტელეფონზე დამალაპარაკა რუსულად მოსაუბრე ვიღაც კაცთან, რომელმაც ამიხსნა, რომ ჩემი შვილი მეორე დღის 12:00 საათამდე საზღვართან მოსვლას ვერ შეძლებდა. მანვე მითხრა, რომ ეს ბიჭი მიმიყვანდა ისეთ ადგილას, სადაც ღამის გათევას შევძლებდი.


ჩემი შვილის თხოვნით ჰიჯაბით დავდიოდი. საშინელი სიცხე სულს მიხუთავდა. მიმიყვანეს ერთი შენობის დიდ ოთახში, სადაც დაახლოებით 8 კაცი კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა. როგორც აღმოჩნდა, მოვხვდი იმ ადგილას, სადაც მოჯაჰიდებს იღებდნენ. ახლაც მახსენდება, როგორი საშინელი კაცები იყვნენ, თავგადაპარსულნი და გრძელი წვერით.


ერთმა კაცმა ამიყვანა მეორე თუ მესამე სართულზე. ოთახი სავსე იყო დაჭრილებით. ოხვრა-კვნესა ისმოდა. ამ ოთახიდან პატარა, ასანთის კოლოფივით ოთახში შემიყვანეს, სადაც ღამის გათევას შევძლებდი. ოთახში სირიიდან წამოყვანილი გოგო დამხვდა, სამი შვილით. როგორც მერე გავიგე, ამ გოგონას ქმარი, შვილების თვალწინ, დანით მოკლეს. ამის შესახებ მისმა პატარა, 4 წლის ბიჭმა მიამბო. ძალიან დატანჯულები ჩანდნენ. ჩემთან კონტაქტს ჟესტებით ცდილობდნენ. როგორც იქნა, დაღამდა, თეთრად გავათენე ის ღამე, გაუსაძლის სიცხეში. მეორე დღეს, დილას ბიჭმა მომაკითხა და ქვედა სართულზე მყოფ ჩეჩნებთან მიმიყვანა. ოთახში 18-20 წლის ბიჭები დამხვდნენ. ავუხსენი, ვინც ვიყავი და სადაც მივდიოდი. ჩემს შვილს ყველა იცნობდა. გადავწყვიტე, ამ ბიჭებისგან გამეგო, რატომ წავიდნენ სირიაში. მათ მიპასუხეს: „ჩვენ იქ მივდივართ, სადაც ჩვენი ძმები იბრძვიან“. ერთმა მითხრა, სამი თვეა, ცოლი მოვიყვანე და ოჯახს მოვატყუე, ვითომ ევროპაში მივდიოდი და აქ წამოვედიო. ეს ბიჭებიც და მეც ერთ დიდ მანქანაში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს.


სირიის საზღვართან


საქართველოდან თურქეთში გადასვლის დროს საზღვარზე ფურცელი მომცეს, ბეჭედდარტყმული. არ ვიცოდი, თუ დამჭირდებოდა. იქვე გადავაგდე. როგორც აღმოჩნდა, სირიის გამშვებ პუნქტში ეს ფურცელი უნდა წარმედგინა. ვიცოდი, რომ სულ რაღაც ერთ კილომეტრში ჩემი შვილი მელოდებოდა. საზღვარზე არ მიშვებდნენ. პასპორტი უკან გადმომიგდეს. არავინ მაქცევდა ყურადღებას. მივხვდი, რომ არ აპირებდნენ ჩემს გაშვებას და უცბად დავიწყე საშინელი კივილი რუსულად – „ვინმემ რუსული არ იცით, დამეხმარეთ-მეთქი“. ამ დროს ერთი არაბი მოვიდა ჩემთან და ტელეფონით დამალაპარაკა კაცთან, რომელსაც ვუთხარი, ვინც ვიყავი და სადაც მივდიოდი.


ამის შემდეგ უპრობლემოდ გამიშვეს. უზარმაზარი ქვეყანა გადაიშალა ჩემს თვალწინ, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და იწვოდა.


მივდივარ. ირგვლივ სიცარიელე და მავთულხლართებია. მივდივარ 25-კილოიანი ჩანთით. ბეტონის კედელსა და მავთულხლართებს შორის გზა არ მთავრდება. ამ დროს გამოჩნდა რკინის უზარმაზარი ჭიშკარი. წვრილი გისოსების მიღმა ახალგაზრდა, წვერმოშვებული ბიჭები გამოჩნდნენ.


„ისლამურ სახელმწიფოში“


მივედი რკინის ჭიშკართან. დავაგდე ძირს ჩანთა და ვდგავარ. უცბად კარი აჭრიალდა. გაიღო. ამ ბიჭებს ვიღაც გამოეყო. ჩემკენ დაიძრა. ვუყურებ. ვერ ვცნობ ჩემს შვილს. დიდი წვერით, საოცრად გამხდარი იყო. რომ მომიახლოვდა და დამიძახა, მაშინღა ვიცანი.


შევხვდით ერთმანეთს. მანქანისკენ წამიყვანა, რომელიც იქვე იდგა. ამ დროს ზურგს უკან ხმა მომესმა. მოვტრიალდი. დავინახე ის ბიჭები, რომლებიც დილით თურქეთში ვნახე. უკვე მანქანაში ისხდნენ და წასვლას აპირებდნენ. ახლაც არ ვიცი, რა გზით მოხვდნენ ამ ტერიტორიაზე, რადგან იმ გზაზე, ჩემ წინ და უკან, არავინ დამინახავს, ისე გამოვიარე. მანქანაში ჩავჯექი. დამხვდა გოგონა – ჩემი რძალი. მარტო თვალები უჩანდა. როდესაც მომეხვია და  სახეზე ჰიჯაბი აიხადა, გავოგნდი. მისმა სილამაზემ დამამუნჯა.


ისეთ მანქანაში ვიჯექი, მსგავსი ცხოვრებაში არც კი მინახავს. როგორც ჩემი შვილისგან გავიგე, ის თარხანის მანქანა იყო, ტყვიაგაუმტარი, რომელიც სპეციალურად ჩემს დასახვედრად გამოატანეს. მერე გავიგე, რომ ამ მანქანის ასაწყობად ირანიდან ხალხი ჩამოუყვანია თარხან ბათირაშვილს  და მათთვის აუწყობინებია. დაახლოებით ნახევარი საათი მივდიოდით. ვხედავდი უზარმაზარ სახლებს, მიწასთან გასწორებულს. სახლების წინ დაყრილ თოჯინებს. საბავშვო ეტლებს. განადგურებული იყო ყველაფერი. მიწასთან გასწორებული. ალეპოს გარეუბნის ერთ-ერთ სახლში მივედით. იქაურობა სამოთხეს ჰგავდა. მოოქროვილი სამზარეულო... სახლში არანორმალური სიმდიდრე იყო. მარმარილოში ჩასმული, უზარმაზარი ოთახები. დავინტერესდი, ვის ეკუთვნოდა სახლი. როგორც ჰამზათმა მიპასუხა, სახლი მისი მეგობრის იყო. ის ბიჭი 20 წელი ავღანეთში იბრძოდა და ახლა სირიელ გოგოზე დაქორწინდა და აქ დაიდო ბინაო. ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მას არაფერი ჰქონდა, არც სახლი და არც სიმდიდრე და არც სჭირდებოდა. სირიაში მხოლოდ იმიტომ იმყოფებოდა, რომ შაჰიდი გამხდარიყო.


რამაზანის თვე იყო და მთხოვა, ბიჭებისთვის ხინკალი მომეხვია. ისიც მითხრა, გარეთ არც კი გამეხედა. მე არ ვიცოდი, ვინ გადიოდა და ვინ შემოდიოდა. უამრავი ოთახი იყო და მე სამზარეულოდან არ გავსულვარ. 5 დღე დავრჩი. სანამ იქ ვიყავი, ჩემს შვილს გარეთ გასვლის საშუალებას არ ვაძლევდი.


ირგვლივ ყველაფერი იბომბებოდა. ფანჯრებთან ერთად სახლიც კი ზანზარებდა. შიშისგან მთელი ღამეები არ მეძინა. ის ხუთი დღე გვერდიდან არ მომშორებიან ჩემი შვილი და რძალი. ღამეც კი ერთ ოთახში გვეძინა. ერთ დღესაც თარხან ბათირაშვილს შემახვედრა. ვესაუბრე. ბევრი კითხვა დავუსვი. ამიხსნა ყველაფერი. დამამშვიდა.


ჩემი შვილის მეგობრები ჩამოდიოდნენ ავსტრიიდან და უამრავი რამ ჩამოჰქონდათ, მაგრამ თვითონ არაფერს იტოვებდა. ყველაფერს სხვებს აძლევდა. არაფერი უნდოდა ამქვეყნიური. ერთი ხალათით დადიოდა, რომელსაც ღამე ირეცხავდა და დილისთვის აშრობდა.


მეექვსე დღეს ჩემმა შვილმა მითხრა, რომ უნდა წამოვსულიყავი. უკვე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ჩემი იქ დარჩენა აღარ შეიძლებოდა. სხვა გზა არ მქონდა. წამოვედი. უამრავი მანქანა გამოგვყვა გამოსაცილებლად.


რომ ვშორდებოდით, მივბრუნდი, მუხლებზე დავეცი. ვთხოვე, წამომყოლოდა. ვეუბნებოდი, რომ აღარავინ დაგვრჩა ოჯახში. ვერ დავითანხმე. მითხრა, ყველა ძალიან მიყვარხართ - შენც, ჩემი მეუღლეც, ჩემი მესამე, არდაბადებული შვილიც. მაგრამ მე თქვენზე მეტად ალაჰი მიყვარს. მის წინაშე უნდა წარვდგეო. 


პანკისში დაბრუნება და შვილების გარდაცვალება


წამოვედი. როგორც იქნა, ჩამოვედი. ერთ დღეს ჩემს ტელეფონზე უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა. ვუპასუხე. ჩემი შვილის ხმა: „განა მე არ მიყვარხართ, მე თქვენზე ვილოცებო“. ტელეფონში აფეთქების საშინელი ხმები გაისმა. კავშირი გაწყდა. გული ჩამწყდა. მთელი ღამე დარდში გავათენე. მეორე დღე. ისევ ზარი შემოვიდა. ჩემი მეორე შვილის, ხალიდის ხმა. ვეხვეწებოდი, არაფერი ეთქვა. გული ცუდს მიგრძნობდა. „პანიკა საჭირო არ არის, ჰამზათი შაჰიდი გახდა“. ეს მოხდა ჰამზათთან განშორების მეოთხე დღეს. მერე აღარაფერი მახსოვს.


რამდენიმე დღეში დავურეკე ჩემს მეორე შვილს. მაინტერესებდა, რას აპირებდა. მითხრა, რომ თვითონაც სირიაში გეგმავდა წასვლას. გული გამეყინა. მივხვდი, ვერც მას გადავარჩენდი.


ხალიდი სამი თვის შემდეგ დაიღუპა.


მაგ დროს საავადმყოფოში ვიყავი ტომოგრაფიაზე. რეკავს ტელეფონი. არ მინდა, ვუპასუხო. გული მიგრძნობდა, რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვათ ჩემთვის...


ასე გამომეცალა ორი ვაჟკაცი სამ თვეში ხელიდან.


ფეხზე ვერ ვდგებოდი. ძაღლივით ოთხით დავდიოდი. მერე მივხვდი, რომ ჩემ მშობლებს მიხედვა სჭირდებოდათ. თავს ძალა დავატანე. ფეხზე წამოვდექი.


ხანდახან ისე მენატრებიან, რომ მინდა გავიდე და ხმამაღლა ვიტირო. მაგრამ ვხედავ ჩემს მშობლებს, რომლებმაც ორი შვილი დამარხეს და...


ცხოვრება გავაგრძელე. ვცდილობ, ჩემს მშობლებსა და ჩემს მესამე შვილს გავუფრთხილდე და ცრემლი აღარ დავანახო.


 


 


ავტორი: მანია ტოგონიძე, „პირველის“ რედაქტორი


 


 


პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე


 


მასალაში გამოყენებულია The Daily Beast -ის ფოტოები


სიახლეები მსგავს თემაზე

ორი შაჰიდის დედის, ქისტი ქალის ისტორია – პანკისიდან „ისლამურ სახელმწიფოში“

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, ორი შაჰიდის დედა, ლეილა აჭიშვილი, 90-იანი წლებიდან იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას. მან საკუთარი შვილების გადასარჩენად საოცარი გზა გაიარა გროზნოდან პანკისამდე და პანკისიდან სირიამდე.

სიმონ ნოზაძე ომბუდსმენს: თქვენს მოხსენებებში  იზრდება მთავრობის მიერ გაკეთებული ღონისძიებების დადებითი ტენდენციები, რაც თქვენსობიექტურობაზე მიუთითებს

"თქვენთვის დამახასიათებელი კრიტიკით, ზოგჯერ მძაფრი კრიტიკით იყო წარმოდგენილი თქვენი ანგარიში, მაგრამ მთლიანად საკმაოდ ღრმად ფლობთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და მის ყველა სფეროში ჩაგვახედეთ".

ვლადიმერ ბორცვაძე: ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ, დაახლოებით, 3 თვის წინ, ევროპოლის შესაბამისი არხის მეშვეობით

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სატელევიზიო ეთერში პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ფაქტზე სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი დანაშაულებრივი ჯგუფის შესახებ ისაუბრა.

გიორგი ვოლსკი: სწორი დასკვნების გაკეთება არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამაში გვეხმარება სწორედ სახალხო დამცველის ანგარიში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის მიიერ წარდგენილი 2019 წელის ანგარიში შეაფასა.

 
"არა ცათამბჯენებს რივიერაზე" - აქცია ბათუმში

''ბეტონყმობა'', "არ დავთმობთ", '''არა ცათამბჯენებს რივიერაზე'' - ამ მოწოდებებით კიდევ ერთი აქცია გაიმართა ბათუმში.

მიხეილ ბატიაშვილი: ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება განათლებაში ნამდვილად უპრეცედენტოა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

 
სოფო კილაძე: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რათა პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინოთ და აღმოვფხვრათ ისინი

„ჩვენ - ქართულმა ოცნებამ, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ბოლო წლებში ძალიან ბევრს მივაღწიეთ ადამიანის უფლებების სფეროში და ამას  კონკრეტული ციფრები მოწმობს".

ზაზა ხუციშვილი: ატმოსფერული ჰაერი ეს არის რითიც ვსუნთქავთ ჩვენ, სუნთქავენ ჩვენი შვილები, ამიტომ უნდა გაფრთხილება და გადამჭრელი ზომების მიღება

"ატმოსფერული ჰაერი ეს არის რითიც ვსუნთქავთ ჩვენ, სუნთქავენ ჩვენი შვილები, ამიტომ უნდა გაფრთხილება და გადამჭრელი ზომების მიღება".

 

ხვალ, 20 სექტემბერს ჯივიპი კრწანისში, რუსთავის გზატკეცილზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 20 სექტემბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილზე, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

პროკურატურა: სახალხო დამცველის განცხადება კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობაა

საქართველოს პროკურატურა სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

 
აკაკი ზოიძე: კმაყოფილებას გამოვხატავ იმ პროფესიული, კონსტრუქციული კრიტიკისთვის, რაც მოცემულია ანგარიშში 

"კმაყოფილებას გამოვხატავ იმ კრიტიკისთვის, რაც მოცემულია ანგარიშში - კონსტრუქციული, პროფესიული კრიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ობიექტურ რეალობაზე და არა რაღაც წარმოდგენებზე".

ზვიად შალამბერიძე: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთელი იმერეთისთვის, იგი გამოაცოცხლებს ქუთაისს და მთლიანად რეგიონს

„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთელი იმერეთისთვის, იგი გამოაცოცხლებს ქუთაისს და მთლიანად რეგიონს“,- ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით, აშშ-ში ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი დადებითად შეაფასეს

პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის აშშ-ში ვიზიტს დადებით შეფასებას აძლევს ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში.

სერჟ ლამისი: „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე იქნება სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის სამედიცინო ცენტრი“

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე იქნება სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის სამედიცინო ცენტრი“, -  ამის შესახებ განაცხადა IBA ჯგუფის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სერჟ ლამისმა.

ეკატერინე მიქაბაძემ გეოლოგ-მენავთობეთა ამერიკული ასოციაციის რეგიონული სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

18-19 სექტემბერს ბათუმში გეოლოგ-მენავთობეთა ამერიკული ასოციაციის (AAPG) ევროპის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მსხვილი ნავთობმომპოვებელი კორპორაციების მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თსუ-ში მოსწავლეებისათვის საბავშვო მეცნიერების სკოლა გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ვახტანგ გომელაური ავსტრიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს - არად ბენკოს შეხვდა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაბა აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ზუგდიდში სასწრაფოს მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პროექტში პუტინის მოკავშირეები შემოყავს

მამუკა ხაზარაძის მიერ ნახსენები „ბრიტანული სიანვესტიციო ფონდი“ რეალურად ყაზახური კომპანია აღმოჩნდა, რომელიც რუსულ ლოჯისტიკურ ბაზარზე 15 აეროპორტს ფლობს.

თბილისის საკრებულოში კულტურის განვითარების სტრატეგიულ ხედვებზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან შეხვედრა გაიმართა.

 

სამედიცინო გამოკვლევამ 85 წლის ომარ გამყრელიძის სხეულის დაზიანების ფაქტი დაადასტურა

სამედიცინო რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ, ომარ გამყრელიძის რამდენიმე ნეკნის დაზიანება გამოავლინა.