მენაშენეები: საკვანძო ნაგებობების ინსპექტირება აუცილებელია

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დღეს ჭერის ჩაამონგრევის გამო 14 ადამიანი დაშავდა. სხვა საკვანძო ობიექტებზე რისკების მინიმიზაციის საკითხებზე „პირველი“ „მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენელს თორნიკე აბულაძეს ესაუბრა.

„პირველი“: – შეიძლებოდა თუ არა ვარკეთილში მომხდარი ინციდენტის თავიდან აცილება?


თორნიკე აბულაძე: – ძალიან ცუდია, რომ არიან დაშავებულები, მაგრამ მოდით მომხდარს შევხედოთ პერსპექტივაში, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში უნდა მოხდეს ასეთი კვანძების ექსპერტიზა. დღეს ამ შემთხვევამ დაგვანახა, რომ გვაქვს შანსი, მინიმიზაცია გავუკეთოთ ასეთ შემთხვევებს და თავიდან ავიცილოთ მომავალში უფრო დიდი საფრთხეები.


მეორე მხრივ, ასეთი რამ ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ მოწინავე ქვეყნებშიც, ანუ ყველგან, სადაც ადამიანური ფაქტორი არსებობს, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ რისკის მინიმიზაციისთვის, თუმცა სრულად განულება არარეალურია.


„პირველი“: – რას შეიძლებოდა გამოეწვია მეტროსადგურში ჭერის ნგრევა?


თორნიკე აბულაძე: – ვერ გეტყვით, ამას ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს. არ შეიძლება ამისი ცალსახად მტკიცება - შესაძლოა არასწორად იყო დაპროექტებული, ან არასწორად შესრულებული სამუშაო, ან გარე ფაქტორების ზემოქმედება, რომელმაც პროექტირებისა და სამუშაოს შესრულების შემდგომ იჩინა თავი. თავი შევიკავოთ წინასწარი დასკვნებისგან


„პირველი“: – აუცილებლად მიგაჩნიათ თუ არა როგორც სხვა დანარჩენი მეტროსადგურების, ისე სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ნაგებობების ინსპექტირება უსაფრთხოების მიმართულებით?


თორნიკე აბულაძე: – დღეს მთავარია, რომ ასეთი შემთხვევები არ იყოს მზარდი. კარგია, რომ ეს არ იყო ძირითადი კონსტრუქციის პრობლემა, რაც ბევრად უფრო პრობლემური იქნებოდა. ეს იყო კოსმეტიკური ელემენტის, შეკიდული ჭერის ჩამოვარდნა.


„პირველი“: – რომელმა უწყებამ და რა ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით უნდა აწარმოოს ინსპექტირება?


თორნიკე აბულაძე: – ამის ინსპექტირება უნდა მოახდინოს აკრედიტებულმა ინსპექტორმა. დღეს დამუშავების პროცესშია კანონი (მშენებლობის კოდექსი), რომელიც გულისხმობს ასეთი აკრედიტებული კადრების გაჩენას. ხოლო სახლემწიფომ უნდა გამოაცხადოს ტენდერი, რომელშიც ეს აკრედიტირებული კადრები და/ან კომპანიები მიიღებენ მონაწილებას.


„პირველი“: – რამდენად სწორად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი?


თორნიკე აბულაძე: – ეს მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ამ ეტაპზე დაბალ დონეზეა, ანუ, არ არის გაწერილი. თუმცა, დიდი კომპანიები ამას თავისი შიდა რეგულაციებით აკეთებენ. სამშენებლო კოდექსი, რომელზეც ეკონომიკის სამონისტროში მიმდინარეობს მუშაობა, ითვალისწინებს ხარისხის კონტროლის მექანიზმების შემოტანას, ისევე, როგორც ეს უკვე გაკეთდა სახანძრო უსაფრთხოების რეგლამენტის შემოტანით.


თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაიბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ შს მინისტრს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს. 

სვანეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს  პირველად მთაში, კერძოდ მესტიაში ორდღიანი ფესტივალით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

უცხოელი სპეციალისტები ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გურიის რეგიონში გაეცნენ

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები აზიური ფაროსანას საწინაღმდეგო ღონისძიებებს ამჯერად გურიის რეგიონში ეცნობიან.

"სოლიდარიბა მაღაროელებს" ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ

ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მაღაროელებს და ამბობენ რომ 21-ე საუკუნეში ამ პირობებში და ამ ხელფასით ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ, აქციას შეუერთდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია.

საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას შს სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში საგამოძიებო სამსახურის უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება.

დაზიანებული ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები - ბათუმში ძლიერი ქარია

ბათუმში ამ წუთებში ძლიერი ქარია, რის გამოც ქუჩებში გადაადგილება სახიფათოა.

სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით თბილისსა და წალკაში 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის
ბრალდებით, 3 პირი დააკავა.

შსს-მ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე მალტის დროშით მცურავი ტანკერი "MARVEA" დააკავა 

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი ტანკერი "MARVEA" დააკავეს.


მარიამ ქვირივშვილი ICCA-ს პრეზიდენტს შეხვდა

ფრანკფურტში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის IMEX 2019 ფარგლებში  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივიშვილი მსოფლიო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.

გენადი არველაძე საქართველოში მალაიზიის ელჩს შეხვდა

24 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველოში მალაიზიის ელჩს რაჯარეზას შეხვდა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორობა ცხრა კანდიდატს სურს

აჭარის ტელევიზიის დირექტორობა ცხრა კანდიდატს სურს. მათ შორის ვინ დაიკავებს მაუწყებლის დირექტორის პოსტს 10 დღეში გახდება ცნობილი.

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებულს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებული გ.ჭ. დამნაშავედ ცნო.

ზვიად ძიძიგური: სააკაშვილს სანდრა რულოვსის საშუელბით უნდოდა ზუგდიდი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად ექცია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის საშუელბით ზუგდიდის პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად გადაქცევას ცდილობდა. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

ახალქალაქში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ახალქალაქში - ოპოზიციის მხარდამჭერის, კიმ კუნგოიანის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ქართული და აზერბაიჯანული მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტების დონეზე ეერთობლივად დაათვალიერებენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა დადემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა ბაქოში გაიმართა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში თბილისის დროით 20:28 საათზე თბილისიდან 59 კილომეტში, დმანისიდან 13 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოსთან მიწისძვრა მოხდა.

 

ზვიად ძიძიგური: ზუგდიდში გამარჯვება ჩვენთვის პრინციპული იყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა "ტვ პირველის" ეთერში, ზუგდიდში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას სამეგრელოში "ქართული ოცნების" უპირატესობას გაუსვა ხაზი.

"საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრს 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს.