პრეზიდენტი: მართლმსაჯულება არ უნდა იყოს მათ ხელში, ვინც ხალხს პოლიტიკური ნიშნით დევნიდა

საქართველოს პრტეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმათ ხელში, ვინც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნით დევნას ახორციელებდა.

პრეზიდენტმა ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე,  ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე ისაუბრა.


„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, მათ ხელში არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება, ვერ განხორციელდება რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებისგან. ამიტომ, გირგვლიანის შესწორებების ნაწილში ჩვენ უკვე ვთქვით და კიდევ მინდა დღეს აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი ამნისტიის შესახებ, რომლითაც პარლამენტმა აღიარა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი ადამიანების არსებობა. სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ჩვენ სწორედ ამ კანონის მიხედვით ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რადგანაც ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში, მათ მიმართ უნდა ამუშავდეს ეფექტური მექანიზმი იმისა, რომ ვიყოთ გარანტირებული, რომ ეს დანაშაულები ჩვენი მოქალაქეების მიმართ არასდროს არ განმეორდება. გარდა ამისა, ამ ნაწილში ჩვენ ასევე ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, ვისაც უნდა და სურვილი აქვს ამ საქმეების გამოძიების, მათ დავეხმაროთ, რომ უზრუნველყონ და უფრო ეფექტურად განახორციელონ ეს პროცესი. პარლამენტშიც ვთქვი, რომ მზად ვართ, ადვოკატებთან ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მივცეთ ამ თავიანთი უფლების განხორციელების უფრო ეფექტური შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


იანვარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იწყებს მუშაობას პროექტზე, რომელსაც ე.წ. გირგვლიანის შესწორებები ჰქვია.


საქმე კონკრეტულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხება, რომელიც როგორც მდინარაძე აცხადებს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, მართლმსაჯულების შეუვალობას.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ირანის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდის შეხვდა.

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთისთვის სანქციები უკრაინის, ან სირიის გამო არ დაუწესებიათ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სირიის, ან ყირიმის გამო არ არის დაწესებული.

 

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის ფართო და აქტიური მონაწილეობით გავაძლიეროთ კონტროლი ადგილობრივი მმართველობის მთელ სპექტრზე  

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა წარდგენისას განაცხადა, რომ  ძალისხმევა მთლიანად უნდა ხმარდებოდეს რეგიონში სიტუაციის არსებითად გაჯანსაღებას და იმ პროცესების წარმართვას.

ალექსანდრე მოწერელია: ხელისუფლება უნდა აკეთებდეს იმას, რაც მოსახლეობის ინტერესებშია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, დღეიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

გიორგი გახარია: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს

ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრემიერის მრჩეველთან რეგიონალური განვითარების საკითხებში - სოზარ სუბართან ერთად, ზუგდიდში ახალი გუბერნატორი - ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.

22 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანას, წავკისის და ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

დავით ალადაშვილი მუსიკალურ ტურნეს „პიანინო“გამართავს

კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით 27 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი,  მუსიკალურ ტურნეს "პიანინოs"გამართავს.


ლარის კურსი

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.5703 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.5558 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -1.45 თეთრი შეადგინა.
 

მცხეთაში ავტომობილი იწვის

მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი ძრავში გაუჩნდა.

კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები იწყება

თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონში,   შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საშემოდგომო ხვნის სამუშაოებს იწყებს.

მამუკა ბახტაძე იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში მე-8 ქართულ-გერმანული სემინარის ფარგლებში  იმყოფებიან.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები დიდუბეში 11 მისამართზე დაფინანსდა

დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 11 მისამართზე დაფინანსდა.

დიმიტრი გვრიტიშვილი: არასწორია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, თითქოს უარს ვამბობთ კონსულტაციებში ჩაბმაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, არასწორია საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს საბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

ვალერი მელაძე საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილს განმარტავს

რუსეთში მომღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი ვალერი მელაძე ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს.

ფიქრია ჩიხრაძე: იუსტიციის საბჭოსაც და უზენაეს სასამართლოსაც შევთავაზეთ  კანდიდატის შერჩევაში მონაწილეობა და უარი მივიღეთ

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხლაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევი პროცესის მიმდინარეობას განმარტავს.

ანგელა მერკელის დელეგაციის წევრს აზერბაიჯანში ჩასვლაზე უარი უთხრეს

გერმანიის პარტია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრს ალბერტ ვაილერს აზერბაიჯანში შესვლა აეკრძალა.

20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2018 წლის 20 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების  433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მონიტორინგის მიზნით, მაია ცქიტიშვილი ქუთაისსა და წყალტუბოში ჩავიდა

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ქუთაისსა და წყალტუბოში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს.

ვალერიან გორგილაძე: სამწუხაროა, რომ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგნიზაცია ასეთ იაფფასიან და ბრიყვულ პოლიტიკურ თამაშებში ებმევა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩეული დროებითი წევრების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა, საუბარია 73 ადამიანზე.

„ბლექ სი არენაზე“  ანსამბლი „ივერია“ განახლებულ „ჩხიკვთა ქორწილს“ წარმოგიდგენთ

28 აგვისტოს, „Check In Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“, შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისი“ და ანსამბლი „ივერია“ წარმოგიდგენთ განახლებულ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“.

შიდა ქართლში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა

ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის მუნიციპალიტეტების ფერმერებთან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა,  შეხვედრები გამართეს.