Al Jazeera-ს ჟურნალისტი: ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ომი საქართველომ გამოიწვია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Al Jazeera-ს ჟურნალისტის მეჰდი ჰასანის გადაცემას – UpFront-ს სტუმრობდა.

გადაცემის წამყვანი სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული სასამართლო დავებით დაინტერესდა. ჰასანმა სააკაშვილს ჰკითხა, თუკი უდანაშაულოა, რატომ არ ბრუნდება საქართველოში. ჟურნალისტის მოსაზრებით, ჩანს, თითქოს სააკაშვილის ერთადერთი გზა ციხეში მიდის, იმის მიუხედავად, რამდენად მწვავეა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.


წამყვანი: თქვენ საქართველოს პრეზიდენტად ორჯერ აგირჩიეს და ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში მართავდით. ახლა კი საქართველოს მიერ ძებნილი ხართ. თქვენ პრეზიდენტობიდან გადახვეწილ პირად იქეცით. როგორი გრძნობაა?


სააკაშვილი: პრეზიდენტობის ვადა საკმაოდ კარგი შედეგებით დავასრულე. საქართველო იყო ყველაზე წარმატებული რეფორმების მაგალითი მსოფლიოს ამ რეგიონში. შემდეგ რეგიონში ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი ცვლილების შედეგად ახალი მთავრობა მოვიდა, რომელმაც მთავარ მიზნად სააკაშვილის დაკავება დაასახელა და საბოლოოდ, მათ განაჩენი გამომიტანეს პატიმრების შეწყალების უფლების გამოყენებისთვის. ეს თანამედროვე სამყაროში ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს ასამართლებენ არა დანაშაულისთვის, კორუფციისთვის ან სხვა დარღვევისთვის, არამედ შეწყალების უფლების გამოყენებისთვის.


წამყვანი: საქართველოში 11 წლამდე პატიმრობა მრავალი ბრალდების საფუძველზე გემუქრებათ, რომელიც თქვენი პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება, მათ შორის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების. უკვე მოგისაჯეს დაუსწრებლად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. მიმდინარე კვირას უკრაინის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა საქართველოში ექსტრადირებისგან დაცვის შესახებ თქვენს მოთხოვნაზე. ჩანს, თითქოს ერთადერთი გზა ციხეში მიდის იმის მიუხედავად, რამდენად მწვავეა თქვენ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.


სააკაშვილი: საქართველოს მთავრობის განცხადებების მიუხედავად, მათ ძალიან ეშინიათ ჩემი ექსტრადირების საქართველოში, რადგან იქ ძალიან პოპულარული ვარ. მე თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელი ვარ და მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა მაქვს.


წამყვანი: თქვენ უკან უკრაინის დროშაა. რამ გაიძულათ, ერთი ქვეყნის – საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს წასულიყავით სხვა ქვეყანაში – უკრაინაში და იქ პრემიერ-მინისტრობა გეცადათ? ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ეს საკმაოდ არაპატრიოტულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.


სააკაშვილი: უპირველესად, ამის არაერთი ისტორიული პრეცედენტი არსებობს, იყო ასეთი დიდი ისტორიული ფიგურა სიმონ ბოლივარი. თუმცა, მეორე მხრივ, თუ უკრაინა დაეცემა, გატყდება, თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაზე, საქართველო, რომელიც გაცილებით პატარაა, შესაძლოა, რუკიდან საერთოდ გაქრეს. ეს ჩემი ერთ-ერთი დიდი მოტივაციაა.


ამასთან, ჩემი ზრდასრული ცხოვრების 14 წელი გატარებული მქონდა უკრაინაში. უკრაინის ორი რევოლუციის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ პირველი მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატორიც ვიყავი. უკრაინასთან ძლიერი კავშირები მაქვს.


წამყვანი: თქვენ ამბობთ, რომ უკრაინასთან ძლიერი კავშირები გაქვთ. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინელები მხარს არ გიჭერენ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ უკრაინელების 75%-ი, ამ ქვეყანაში ყოველი ოთხი ადამიანიდან სამი თქვენ მიმართ არაკეთილგანწყობილია. რატომ არ დაუთმობთ გზას, რომ უფრო პოპულარულმა კანდიდატმა იბრძოლოს უკრაინის პრემიერობისთვის? თქვენ არ ხართ იქ პოპულარული.


სააკაშვილი: იგივე კვლევის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი კიდევ უფრო არაპოპულარულია. თუ კვლევის შედეგებს შევხედავთ, ყველა უკრაინელ პოლიტიკოსს ცუდი მაჩვენებელი აქვს. ეს გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისით.


წამყვანი: გასული წლის ბოლოს თქვენი პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ რეიტინგი მხოლოდ ერთი პროცენტი იყო – ერთი პროცენტი!


სააკაშვილი: ერთსა და 7-8 პროცენტს შორის, ეს დამოკიდებული კვლევაზე. პრეზიდენტის პარტიის შედეგები ბევრად უკეთესად არ გამოიყურება. პრობლემა ის არის, რომ უკრაინის პოლიტიკურ სპექტრს ცვლილება და განახლება სჭირდება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. მე მოდერნიზებული, დემოკრატიული, ევროპული, კორუფციისგან თავისუფალი და ოლიგარქებისგან თავისუფალი ეკონომიკის მქონე უკრაინის იდეას ვუჭერ მხარს.


წამყვანი: თქვენ ცოტა ხნის წინ თქვით, რომ საქართველოში თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული და გაყალბებულია. თქვენ სისხლის სამართლის ბრალდებები გემუქრებათ უკრაინაშიც. ამ ინტერვიუს ჩასაწერად სტუდიაში უნდა მოსულიყავით, თუმცა, ვფიქრობ, იმდენად ღელავდით, რომ შესაძლოა, დაეპატიმრებინეთ, რომ ამ ინტერვიუს ჩაწერამ „სკაიპით“ მოგვიწია. თქვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას ის, რომ სადაც არ უნდა მიდიოდეთ, იქნება ეს საქართველო, თუ უკრაინა, დანაშაულებში გდებენ ბრალს?


სააკაშვილი: უკრაინელებს არ უნდათ ჩემი დაპატიმრება. მე მათ არაერთხელ ვუთხარი, თუ ჩემი გასამართლება გინდათ, გამასამართლეთ, რადგან ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებები არ არსებობს. მაგრამ არა, მათ ჩემი არა გასამართლება, არამედ გაძევება, თავიდან მოშორება უნდათ. ეს სულ სხვა თამაშია. მიზეზი, რატომაც უნდათ ჩემი თავიდან მოცილება, არის ის, რომ მათ ჩემ წინააღმდეგ რეალური საქმე არ აქვთ, რადგან მე გზა გადავუჭერი ოლიგარქებს, რომლებიც ქვეყანას ძარცვავდნენ. პოტენციურად, ეს არის ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყანა თავისი რესურსებით, თუმცა ახლა ის ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, რადგან მთელი მისი სიმდიდრე შვიდი ოლიგარქის ხელშია. ეს ოლიგარქები ჩემში მთავარ მტერს ხედავენ.


წამყვანი: თქვენ საკუთარ თავს ოლიგარქების მტერს უწოდებთ. უკრაინის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ოლქის მმართველის თანამდებობა 18 თვის შემდეგ, 2016 წელს დატოვეთ ისე, რომ კორუფციის დონე არ შემცირებულა და ამავე დროს, საქართველოში თქვენ წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი ბრალი თქვენ მიერ სახელმწიფო ფონდების მასობრივ გაფლანგვას ეხება.


სააკაშვილი: მათ არ უპოვიათ ჩემი არც ერთი პირადი ანგარიში, არანაირი პირადი ქონება, რაც ძალიან იშვიათია რეგიონში, სადაც ყველა იპარავს. ჩვენ ვიყავით ერთადერთი მაგალითი, როდესაც პრეზიდენტმა იგივე ქონებით დატოვა თანამდებობა, რა ქონებასაც მის დაკავებისას ფლობდა. არასდროს ვყოფილვარ მდიდარი და არც ახლა ვარ. ახლა იმაზე ღარიბიც ვარ, ვიდრე პრეზიდენტობამდე ვიყავი.


წამყვანი: თუ თქვენ ასეთი უდანაშაულო ხართ, რატომ არ ბრუნდებით საქართველოში და არ ამტკიცებთ ამას სასამართლოში, თქვენს საკუთარ ქვეყანაში, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში მართავდით?


სააკაშვილი: რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოში წინასწარი პატიმრობა გამოიყენება არამიზნობრივად…


წამყვანი: როდესაც თქვენ იყავით პრეზიდენტი, ცხრა წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გაკრიტიკებდათ ამ სასამართლო სისტემის გამო. თქვენ იქ ასობით ადამიანი გამოკეტეთ და მაშინ ამ ქართულ სასამართლო სისტემასთან პრობლემა არ გქონიათ. ფულის გათეთრებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით იქ საკუთარი თავდაცის მინისტრი დააპატიმრეთ.


სააკაშვილი: ევროპული სასამართლო არასდროს უჭერდა მხარს ამ საქმეს და ის მაშინ მთავრობას უჭერდა მხარს. დიახ, ამაყი ვარ, რომ ჩვენ დავაპატიმრეთ საკუთარი მთავრობის კორუმპირებული მაღალჩინოსანი. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ქვეყანა იყო აბსოლუტურად კორუმპირებული, ეს იყო არარსებული სახელმწიფო. ჩემი პრეზიდენტობის ვადის დასრულებისას, ბიუჯეტი იყო 11-ჯერ გაზრდილი, ხოლო ეკონომიკა ოთხჯერ. საქართველო ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებდა. საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში მე-16 ადგილზეა…


წამყვანი: თუმცა მე თქვენ სასამართლო სისტემაზე გეკითხებით…


სააკაშვილი: ყველაფერი ეხება გამჭვირვალობას, სასამართლო სისტემას. ფაქტია, ჩვენი სასამართლო სისტემა არ არის იდეალური და ახლა მას აკონტროლებს ოლიგარქი, რუსული „გაზპრომის“ აქციონერი, რომელსაც მკაფიო მიზანი აქვს – ჩემი დაპატიმრება. მას აქვს მკაფიო მიზანი, რომ წინასწარ პატიმრობაში ვიყო მრავალი წლის განმავლობაში, ჩემი გასამართლების გარეშე…


წამყვანი: მე მესმის თქვენი არგუმენტები, თუმცა მე გეკითხებით – როდესაც თქვენ საქართველოს სასამართლო კორუფციაში გადანაშაულებთ, ამბობთ, რომ საქმე გაყალბებულია, თუმცა როდესაც თქვენ ადანაშაულებთ ვინმეს კორუფციაში, მიიჩნევთ, რომ ისინი უნდა დააკავონ. ამ დროს თქვენ ხართ გაკრიტიკებული უფლებადამცველი ჯგუფების მიერ.


სააკაშვილი: ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ამას ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი, ევროსაბჭო…


წამყვანი: თუმცა ისინი აკრიტიკებდნენ ასევე თქვენ მიერ ხალხის დაპატიმრებას. თქვენ გაგაკრიტიკათ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს, როდესაც პრეზიდენტი იყავით, თქვენ გაგაკრიტიკათ „ჰიუმან რაითს ვოტჩმა“ და მრავალმა სხვა ჯგუფმა.


სააკაშვილი: და რა?


წამყვანი: ეს თვალთმაქცობაა.


სააკაშვილი: მაპატიეთ, ამას არ მივიღებ…


წამყვანი: ეს არის ის, რასაც ბევრი იტყვის, ეს ორმაგი სტანდარტია…


სააკაშვილი: ვფიქრობ, სიტყვები უფრო ფრთხილად უნდა შეარჩიოთ, რადგან მსოფლიო ბანკმა გამოსცა წიგნი, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიოში მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ერთადერთი მაგალითი არის საქართველო. საქართველო იყო წარმატებული რეფორმების ნომერ პირველი მაგალითი მსოფლიოში. თქვენ მითხარით, რომ ჩვენ დავაპატიმრეთ ხალხი, დიახ, დავაპატიმრეთ კრიმინალები, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქვეყანა იყო…


წამყვანი: თქვენ ამბობთ, რომ კრიმინალებს აპატიმრებდით. ICG საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი აცხადებდა, რომ შეშფოთებულია თქვენი ავტორიტარული ქმედებებით, „ჰიუმან რაითს ვოტჩმა“ განაცხადა, რომ თქვენმა მთავრობამ გამოიყენა გადამეტებული ძალა დედაქალაქში მშვიდობიანი დემონსტრაციის დასაშლელად, საერთაშორისო საზოგადოება იცავდა ჟურნალისტებს და აღნიშნავდა, რომ თქვენ ორი სატელევიზო არხი დახურეთ. ყველა ისინი კრიმინალები იყვნენ?


სააკაშვილი: რა თქმა უნდა არა. ეს იყო აქცია, რომელიც ორგანიზებული იყო პუტინის ფულით. ჩვენი უსაფრთხოების ძალები არ იყო იდეალური, ჩვენ ვერ ვაქცევდით საქართველოს რვა წელიწადში ლიბერალურ დემოკრატიად, თუმცა არარსებული სახელმწიფო იქცა ევრაზიაში წარმატებული რეფორმების საუკეთესო მაგალითად. არც ერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა ცვლილებები ასე კარგად ცხრა წლის ვადაში და ეს კარგად ნაცნობი ფაქტია. სწორედ ამიტომ მომიწვიეს უკრაინაში, სწორედ ამიტომ მაქვს ახალგაზრდების, ახალგაზრდა რეფორმატორების, განათლებული უკრაინელების მხარდაჭერა, ასევე საქართველოში…


წამყვანი: ახსენეთ პუტინი. თქვენ დასავლეთი და მთელი მსოფლიო ყველაზე კარგად გიცნობთ იმით, რომ 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტი იყავით, როდესაც თქვენი ქვეყანა წავიდა ომზე რუსეთთან და ხუთ დღეში დაახლოებით ათასი ადამიანი დაიღუპა, ასი ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. ევროკავშირის კომისიის მიერ 2009 წელს გამოქვეყნებულ ამომწურავ ათასგვერდიან ანგარიშში საქართველო, თქვენ და არა პუტინი, დადანაშაულებულია ამ ომის დაწყებაში. ბევრი იტყვის, რომ სისხლი თქვენს ხელებზეა.


სააკაშვილი: ეს სრული სიცრუეა. მათ არასდროს დავუდანაშაულებივართ, მით უმეტეს ცალმხრივად. მათ თქვეს, რომ თავდაპირველად რუსეთის ჯარი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ჩვენმა სამხედრო შენაერთებმა უპასუხეს სხვა ქვეყნის ჯარს, რომელიც შეიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე ომის დასაწყებად.


წამყვანი: მე მაქვს ანგარიშის ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ ომი საქართველომ გამოიწვია, როდესაც თავს დაესხა ცხინვალს მძიმე არტილერიით. არ არის დადასტურებული, რომ რუსეთმა დაიწყო შეტევა, როგორც თქვენ ამტკიცებთ.


სააკაშვილი: არა, ეს ასე არ არის, წაიკითხეთ ყურადღებით, მანამდე ნათქვამია, რომ ჩვენ დავუპირისპირდით რუსულ ჯარს, რომელიც უკვე შეჭრილი იყო ჩვენს ტერიტორიაზე და ამის შემდეგ თქვენი ციტატა.


წამყვანი: თუმცა ჩემ მიერ მოყვანილ ციტატაში ნათქვამია, რომ ომი დაიწყო საქართველომ, თქვენ გამოიწვიეთ ომი, რომელსაც თითქმის ათასი ადამიანი შეეწირა!


სააკაშვილი: როდესაც ისინი უკვე შემოიჭრნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვუპასუხეთ. ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არ უპასუხებს მის ქვეყანაში შეჭრილ უცხო ქვეყნის ჯარს, არის მოღალატე. ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც მის ქვეყანაზე თავდასხმისას არ იყენებს სამხედრო ძალას, არის მოღალატე.


წამყვანი: ანგარიშში ნათქვამია, რომ თქვენ გადააჭარბეთ, როდესაც მძიმე არტილერია გამოიყენეთ.


სააკაშვილი: ღვთის გულისათვის! ასჯერ პატარა ქვეყანაში შეიჭრა ასჯერ დიდი მტერი. ჩვენ გვბომბავდა 200 რუსული თვითმფრინავი, ასი ათასიანი ჯარი და თქვენ გინდათ, რომ ჩვენ წინააღმდეგობაც არ გაგვეწია? რაზე მესაუბრებით?!


წამყვანი: მე არა, მე მომყავს ევროკავშირის კომისიის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ღია საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით. კითხვა შემდეგია, არის თუ არა ეს გამართლებული საერთაშორისო სამართლით? ანგარიში ამბობს, რომ არა. ეს ჩემი სიტყვები არ არის! ეს არის ევროკავშირის დამოუკიდებელი კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში.


სააკაშვილი: ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ მსხვერპლის დადანაშაულება.


წამყვანი: ანუ თქვენ გჯერათ, რომ შვეიცარიელი დიპლომატი იყო საქართველოს წინააღმდეგ მიკერძოებული იყო?


სააკაშვილი: მე მჯერა, რომ ფაქტები იყო ძალიან სასტიკი. ჩვენ თავს დაგვესხნენ, ჩვენ ვერ დაგვადანაშაულებენ იმაში, რომ თავს დავესხით, ჩვენზე თავდასხმა განხორციელდა და ეს ფაქტია. დავიცავით ჩვენი სუვერენიტეტი, ისინი დედაქალაქის მიმართულებით მიდიოდნენ და ჩვენს დედაქალაქში შესვლა ვერ შეძლეს, რადგან აშშ ჩაერია, რადგან ჩვენი ჯარი გმირულად იბრძოდა, რადგან ექვსი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა და ჩვენს ხალხს გვერდში დაუდგა რუსული ბომბდამშენების ქვეშ და ამან ფიზიკურად დაიცვა ქვეყანა.


ინტერვიუს დასასრულს, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და ოლიგარქებისგან უკრაინისა და საქართველოს გასათავისუფლებლად იბრძოლებს.


„უკრაინა აუცილებლად გახდება ევროპის სუპერსახელმწიფო, საქართველო კი კვლავ დაიბრუნებს ყველაზე წარმატებული რეფორმების ნათელი მაგალითის სტატუსს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


დონბასთან MH17 რუსული "ბუკ"-ით არის ჩამოგდებული - გამოძიება

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ 2014 წლის 17 ივლისს დონეცკთან სამგზავრო Boeing МH17-ი რუსეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი საზენიტო სარაკეტო კოპლექს „ბუკ“-ის მიერ არის ჩამოგდებული.

დედაქალაქში 400 ძირი ჭადარი ირგვება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ჯამში 400 ძირ, 3 მეტრზე მაღალ აღმოსავლურ ჭადარს რგავს.

სამეწარმეო მარკეტი რუსთაველის გამზირზე

წელს, 26 მაისს, დამოუკიდებელ საქართველოს 100 წელი უსრულდება.

ნინო წილოსანი: უფრო მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს ქალების ინტერესების დაცვისკენ მიმართული  კანონპროექტების მიღებას

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგჰენდის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმში „ახალგაზრდა გოგონების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში“.

საზოგადოებრივი  კოლეჯი „ახალი ტალღა“  55 წლისაა

ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღაში“,  სასწავლო დაწესებულების დაარსებიდან 55 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მერიასა და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის ახალ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების მომზადებული დოკუმენტის ირგვლივ საზოგადოებრივ დისკუსიას აგრძელებს.

SOLO  და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე  წარმოგიდგენთ ლეგენდარული  ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

ლეგენდარული ბრიტანელი კომპოზიტორი, პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი სერ ელტონ ჯონი საქართველოს 2018 წლის 30 ივნისს ეწვევა და ორი დღის განმავლობაში, 30 ივნისსა და  და 1-ელ ივლისს კონცერტებს გამართავს.

თამარ ჩუგოშვილი:  აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავება, მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება

ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი შეაფასა.

მკვლელობა ვაზისუბანში - შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზესტაფონში, სოფელ შროშაში დააკავეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი: ძლიერმა რეგიონალურმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა საქართველო ახალი სავაჭრო - საინვესტიციო შესაძლებლობების წინაშე დააყენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე "პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი".

გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსს საკუთარ სახლში მასპინძლობისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ვაშინგტონში, საკუთარ სახლში მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

პოლონეთში ქართველი ოფიცრის სახელობის სკვერი გაიხსნა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ქ კრაკოვში გაიხსნა ქართველი იუნკერის და პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერი.

ქავთარაძეზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ცეცხლი მთის ფერდობზე, სასაფლაოებთან გაჩნდა.

ლევან იზორიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-2 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი გზავნილი იყო.

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

დადიანების ეზოში მიწის ნაკვეთის ნაწილი აუქციონზე იყიდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მიწის ნაკვეთს გარკვეულ ნაწილს აუქციონზე ყიდის.

უკრაინამ "როსია სეგოდნია“ და "რია ნოვოსტი უკრაინა“ სანქციათა სიაში შეიყვანა

უკრაინამ რუსული მედიასაშუალებები "Россия сегодня" და "РИА Новости Украина" სანქციათა სიაში შეიყვანა.

 

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.

მოლდოვის რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობას შორის “შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია.

იერუსალიმს შესაძლოა, „ევროვიზია-2019“-ის ჩატარების უფლება ჩამოართვან

სიმღერის საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა, კონკურსის მოყვარულებს მოუწოდა იერუსალიმში ბილეთების შეძენა არ იჩქარონ.

მსოფლიოს ცნობილ ჰაკერთა სათავეში ქართველი დეპუტატის შვილი!

ჰაკერულ თავდასხმაში რომელიც თავისი მასშტაბით ეფბიაის ისტორიაში ერთერთ ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება მთავარი გმირი ქართველია. 400 000 მილიონიან კიბერ ძარცვაში ფაქტები შემდეგი თანმიმდევრობით განვითარდა.