ამინდის პროგნოზი

საქართველოს უმეტეს რაიონში 14 თებერვლის ღამის საათებში წვიმაა მოსალოდნელი.

ამის შესახებ „პირველს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.


ამასთანავე, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონში თოვლია მოსალოდნელი.


რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 14 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან 17 თებრვლის ჩათვლით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე მოიმატებს. განსაკუთრებით თბილი ამინდი 15-16 თებერვალს არის ნავარაუდები. ამასთან, დრო გამოშვებით აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.


აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში 17 თებერვლის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.


ხვალ დღის მეორე ნახევრიდან 17 თებერვლის ჩათვლით კახეთის რაიონში ზოგგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +5 +10 გრადუსი იქნება, შიდა ქართლში +7 +12.


რაც შეეხება დედაქალაქს, აქ  17თებერვლის ჩათვლით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ცალკეულ დღეებში მცირე წვიმა, დილის საათებში ნისლი. ჰაერი +9 +11 გრადუსამდე გათბება.


მცხეთა-სტეფანწმინდა ლარის 26-ე კილომეტრზე გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანების მგზავრები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა მოინახულა

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარის 26-ე კილომეტრზე გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანების მგზავრები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ მოინახულა.

გოგა ხაინდრავა: თქვენ მომსწრენი ხართ, საფრანგეთში დაბადებული და აშშ-ში გაზრდილები როგორ ლაპარაკობენ ქართულად

სალომე ზურაბიშვილის მამამ გულით ატარა თავის ქართველობა, თავის შვილებს ასწავლა ქართული, თავისი შვილები გაზარდა ქართულად-ამის შესახებ რეჟისორმა გოგი ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე - ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას განაცხადა.

გოგა ხაინდრავა: ღირსების გულისთვის სხედხართ თქვენ აქ და ღირსების გულისთვის ჩამოვედით ჩვენ აქ

“ამ ოცდახუთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, როდესაც ყალიბდებოდა დამოუკიდებელი საქართველო, ყოველთვის ღირსების გულისთვის ვიკრიბებოდით”, – ასე მიმართა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე საზოგადოებას.

გოგა ხაინდრავა: გაუსაძლისი გაჭირვების მიუხედავად, სალომეს მამამ არ დათმო ქართული პასპორტი

“სალომე ზურაბიშვილის მამამ გულით ატარა თავისი ქართველობა, თავის შვილებს ასწავლა ქართული, თავისი შვილები გაზარდა ქართულად” , – განაცხადა რეჟისორმა გოგი ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე – “ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას”.

მარიკა სამანიშვილი: ჩვენ ვუთხარით უარი ძალადობას და ყველაფერ იმ ცუდს, რაც იყო

ქართველ ხალხს გვმართებს, რომ გამოვიჩინოთ გონიერება და ერთხელ კიდევ ვანდოთ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი ბედ-იღბალი, – ასე მიმართა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას ამავე თეატრის წარმომადგენელმა.

“მინდა, ქალბატონებს ბოდიში მოვუხადო – არაკაცები შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალბატონ სალომეს, რაც ყველა ქალის შეურაცხყოფას ნიშნავდა”

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ ქალბატონებს ბოდიში მოუხადა.

დავით მაღრაძე: ქართველი ხალხი ელოდება იმ საბედისწერო არჩევანს, როდესაც უკუაგდებს მოძალადე მხარეს

პოეტმა დავით მაღრაძემ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში მოსახლეობასთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მოწოდების სიმაღლეზეა. მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა მოძალადე ხელისუფლებას უკუაგდებს.

გოგა ხაინდრავა: რაც თქვენ “ჰეროკრატიაში” იხილეთ, იმის ნახევარიც არ არის, რასაც ჩადიოდნენ ის მანქურთები

“ყველა ამბავზე, რომელიც “ჰეროკრატიაში” არის მოყოლილი, პასუხს ვაგებ, ნებისმიერი სასამართლოს წინაშე”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე განაცხადა.

დავით მაღრაძე გრიგოლ ვაშაძეზე: ასეთია საბჭოთა რუსეთის ჩეკისტის ზრახვები და მის უკან მდგომი უღირსი, უთავმოყვარეო “ნაცმოძრაობა”

სახალხო მოძრაობა – “არა ნაციზმს” ქუთაისში მოსახლეობას ხვდება. როგორც პოეტმა, დავით მაღრაძემ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატზე, გრიგოლ ვაშაძეზე საუბრისას აღნიშნა, ის საბჭოთა რუსეთის გადმონაშთია.

დავით მაღრაძე: ეს არის სიმბოლური, რომ ემიგრაციის წარმომადგენელი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს

ემიგრაციაში წასულმა ქართველებმა ქართული ენა თაობიდან თაობას გადასცეს და დღეს, შენარჩუნებული ქართულით, კვლავ მზად არიან ქვეყნის დასაცავად, – ამის შესახებ დავით მაღრაძემ მოძრაობა “არა ნაციზმის მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“ყველას წინაშე ვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს და ვამბობ, რომ ის სსრკ-ის სახელოვნებო კომიტეტებს დამსმენად დაჰყვებოდა”

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებელი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარსული გაახსენა.

"მათი ერთადერთი ამოცანაა, როგორმე საქართველოს მოსახლეობამ დაკარგოს მეხსიერება და იცხოვროს ამნეზიაში"

​"მინდა, რომ გისურვოთ გამარჯვება მოძალადეებზე, რომლებმაც თავისი სისასტიკით და სადიზმით, თავი სამუდამოდ დაგვამახსოვრეს", – ასე მიმართა დავით მაღრაძემ ქუთაისში, სახალხო მოძრაობა "არა ნაციზმის" მორიგ შეხვედრაზე საზოგადოებას.

ხაინდრავა “ევროპულ საქართველოს”: უშიშროების დამსმენი მოგყავთ საქართველოში პრეზიდენტად?!”

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრიდან “ევროპულ საქართველოს” მიმართა.

“ამ სცენაზე იდგა კაცი, საბჭოთა გადმონაშთი, ბრეჟნევის თანაშემწე და ხალხს ეუბნებოდა, რომ ეიფელის კოშკი რუსეთია და კრემლი საფრანგეთი”

სახალხო მოძრაობა – არა ნაციზმს ქუთაისში მოსახლეობას ხვდება. როგორც პოეტმა, დავით მაღრაძემ განაცხადა, იმის ნაცვლად, რომ ნაციონალურ მოძრაობას სინანულის გრძნობა გააჩნდეს, ხელისუფლებაში დაბრუნების გამძაფრებული სურვილი აქვს.

ყოფილი პატიმარი: ხალხო, მე ვარ ადამიანი, რომელსაც მორგში სამი დღე და ღამე მიცვალებულზე ეძინა

ხალხო, მე ვარ ადამიანი, რომელსაც მორგში სამი დღე და ღამე მიცვალებულზე ეძინა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის, რის შესახებაც არის „ჰეროკრატია“, – ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა, გიორგი გოგლიჩიძემ  განაცხადა.

თამარ ხულორდავამ ირლანდიაში გამართულ სემინარში "საქართველოს ევროპული გზა" მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა დუბლინში გამართულ „საქართველოს ევროპული გზა“ ყოველწლიურ სემინარზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამოა დაამარცხა

"ბორჯღალოსნებმა" სამოას მორაგბეთა ნაკრები სტუმრად, 27-19 დაამარცხეს.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სავაჭრო პალატას 20 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სავაჭრო პალატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს - აღნიშნულის შესახებ "პირველს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ეკონომიკის მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ახალციხეში ფერმერებს შეხვდნენ

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ.

ლიეტუვა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მეასე წლისთავის აღსანიშნავად საჩუქრად სპექტაკლს წარმოადგენს

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად, ნაისაის თეატრი ლიეტუვიდან, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საჩუქრად პექტაკლს „გზა სამოთხისკენ“ წარმოადგენს.