ადვოკატებმა სალაყაიას მიერ წილის მითვისებაზე დოკუმენტები წარმოადგინეს

ვლადიმერ ჯანჯღავას და კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს.

იმედა დვალიძემ და დიმიტრი ხაჩიძემ  დოკუმენტაცია, წარმოადგინეს, რომელიც მათი თქმით, "გრაკოროს" მიერ კომპანია "ბადაგონში" ინვესტიციების განხორციელების ფაქტს, აგრეთვე წილების ფორმალურად გადაფორმებისას კომპანიის რეალურ ღირებულებას ადასტურებს.


 „ვაცხადებთ  პრეტენზიას  ჩვენი კუთვნიილი წილის დაბრუნებაზე და შესაბამისად პირველ რიგში  ჩვენს ინტერესებში არ შედის,  რომ მოხდეს საწარმოს გაჩერება. მით უფრო ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“,-აცხადებს ადვოკატი იმედა დვალიძე.


 „გიორგი სალაყაია, წინა ბრიფინგზე გაჟღერებულ ჩვენს  სამ პრინციპულ დღემდე არ პასუხობს. შეგახსენებთ ამ სამ კითხვას: 1 რა თანხის ინვესტიცია განახორციელა  კომპანია „ბადაგონში“  ვლადიმერ ჯანჯღავამ კომპანია „გრაკოროს“   მეშვეობით? 2 თავად სალაყაიამ რა ოდენობის ინვესტიცია განახორციელა კომპანია „ბადაგონში“ და 3  რა ფასად და რა  პირობით  შეიძინა მან  კომპანია „ბადაგონის“  საბოლოო ჯამში 100%-იანი  წილი. - აღნიშნა ადვოკატმა იმედა დვალიძემ, მისი თქმით სალაყაია გაურბის „ბადაგონში“ წილის მითვისების  თემაზე  საუბარს.


 


იმედა დვალიძემ ასევე კომენტარი გააკეთა გიორგი სალაყაიას ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოსდა 2015 წელს ბადაგონის წილების გადაფორმების მომენტისათვის კომპანიიის ღირებულება იყო ზერო ანუ ნული და თითქოსდა კომპანია იყო ფაქტიურად ბანკროტი. აღნიშნულის საპასუხოდ  ჯანჯღავას ადვოკატებმა  მედიის წარმომადგენლებს წარუდგინეს დოკუმენტი,  კომპანიის კრების ოქმი რომელიც მათი თქმით, ადასტურებს, რომ 2015 წლის იანვარში კომპანია "ბადაგონის" ღირებულება შეადგენდა სულ მცირე, რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს. იმედა დვალიძემ ასევე წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი, რომელიც იმავე პერიოდშია გაკეთებული და სადაც თავად სალაყაიაც საუბრობდა კომპანია „ბადაგონის“ წარმატებაზე და იმაზე, რომ საწარმო იყო #1 და წარმოედგენდა საქართველოს სახეს.


 


გარდა ამისა ადვოკატმა ასევე წარმოადგინა დოკუმენტები კომპანია „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორის -  ვლადიმერ ჯანჯღავას მიერ კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ მეშვეობით კომპანია ბადაგონში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ და აღნიშნა, რომ  2006 წელს, როცა რუსეთის მხრიდან ემბარგო გამოცხადდა ქარხნის მშენებლობა  არ შეჩერებულა და მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციები განხორციელდა. ადვოკატმა ასევე წარმოადგინა დოკუმენტი, რომლის შესაბამისად, 2011 წლამდე ინვესტიციების სახით მოზიდული 14 მილიონი დოლარი, ვლადიმერ ჯანჯღავამ „გრაკოროს“ მეშვეობით „ბადაგონის“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა, ანუ ფაქტობრივად კომპანიას აჩუქა.


ჩვენ ვითხოვთ იმ წილის დაბრუნებას,  რომელიც წილიც  ფორმალურად იყო გადაცემული  გიორგი  სალაყაიაზე. ვლადიმერ ჯანჯღავას კომპანიამ დაახლოებით  20 მილიონი დოლარი დააბანდა საწარმოში და თუნდაც ის ფაქტი, რომ წილის ფორმალური გადაცემისას კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა 10 მილიონი დოლარის  საკრედიტო რესურსი  მოეთხოვა  ერთ-ერთი ქართული ბანკისგან, ადასტურებს კომპანიის რეალურ ფასს და ღირებულებას“,-განაცხადა დვალიძემ.


ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ხშირად აპელირებს მოწინააღმდეგე  მხარე, ისაა, თუ რატომ მივმართეთ ფინანსტა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურს.  რომ თითქოს ეს სამოქალაქო დავაა. „მთელი ამ დღეების განმავლობაში  მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  არ უნდა იძიებდეს ამ საქმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად მითვისება ან გაფლანგვა, რაც სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების  მართლსაწინააღმდეგო მითვისებაა, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის  ან გამფლანგველის  კანონიერი მფლობელობაში ან  განმგებლობაში, დანაშაულს წარმოადგენს და საქართველოს კანონმდებლობით სწორედ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია ის სუბიექტი, რომელიც ამ დანაშაულს უნდა იძიებდეს. 


იმედა დვალიძემ და დიმიტრი ხაჩიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდეს გიორგი სალაყაიას, რომ მან საქმესთან დაკავშირებულ ძირითად კითხვებს უპასუხოს და ხელოვნურად არ შეეცადოს საქმის სხვა სიბრტყეში უსაფუძვლოდ გადატანას.


 


დონბასთან MH17 რუსული "ბუკ"-ით არის ჩამოგდებული - გამოძიება

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ 2014 წლის 17 ივლისს დონეცკთან სამგზავრო Boeing МH17-ი რუსეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი საზენიტო სარაკეტო კოპლექს „ბუკ“-ის მიერ არის ჩამოგდებული.

დედაქალაქში 400 ძირი ჭადარი ირგვება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ჯამში 400 ძირ, 3 მეტრზე მაღალ აღმოსავლურ ჭადარს რგავს.

სამეწარმეო მარკეტი რუსთაველის გამზირზე

წელს, 26 მაისს, დამოუკიდებელ საქართველოს 100 წელი უსრულდება.

ნინო წილოსანი: უფრო მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს ქალების ინტერესების დაცვისკენ მიმართული  კანონპროექტების მიღებას

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგჰენდის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმში „ახალგაზრდა გოგონების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში“.

საზოგადოებრივი  კოლეჯი „ახალი ტალღა“  55 წლისაა

ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღაში“,  სასწავლო დაწესებულების დაარსებიდან 55 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მერიასა და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის ახალ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების მომზადებული დოკუმენტის ირგვლივ საზოგადოებრივ დისკუსიას აგრძელებს.

SOLO  და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე  წარმოგიდგენთ ლეგენდარული  ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

ლეგენდარული ბრიტანელი კომპოზიტორი, პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი სერ ელტონ ჯონი საქართველოს 2018 წლის 30 ივნისს ეწვევა და ორი დღის განმავლობაში, 30 ივნისსა და  და 1-ელ ივლისს კონცერტებს გამართავს.

თამარ ჩუგოშვილი:  აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავება, მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება

ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი შეაფასა.

მკვლელობა ვაზისუბანში - შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზესტაფონში, სოფელ შროშაში დააკავეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი: ძლიერმა რეგიონალურმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა საქართველო ახალი სავაჭრო - საინვესტიციო შესაძლებლობების წინაშე დააყენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე "პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი".

გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსს საკუთარ სახლში მასპინძლობისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ვაშინგტონში, საკუთარ სახლში მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

პოლონეთში ქართველი ოფიცრის სახელობის სკვერი გაიხსნა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ქ კრაკოვში გაიხსნა ქართველი იუნკერის და პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერი.

ქავთარაძეზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ცეცხლი მთის ფერდობზე, სასაფლაოებთან გაჩნდა.

ლევან იზორიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-2 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი გზავნილი იყო.

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

დადიანების ეზოში მიწის ნაკვეთის ნაწილი აუქციონზე იყიდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მიწის ნაკვეთს გარკვეულ ნაწილს აუქციონზე ყიდის.

უკრაინამ "როსია სეგოდნია“ და "რია ნოვოსტი უკრაინა“ სანქციათა სიაში შეიყვანა

უკრაინამ რუსული მედიასაშუალებები "Россия сегодня" და "РИА Новости Украина" სანქციათა სიაში შეიყვანა.

 

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.

მოლდოვის რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობას შორის “შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია.

იერუსალიმს შესაძლოა, „ევროვიზია-2019“-ის ჩატარების უფლება ჩამოართვან

სიმღერის საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა, კონკურსის მოყვარულებს მოუწოდა იერუსალიმში ბილეთების შეძენა არ იჩქარონ.

მსოფლიოს ცნობილ ჰაკერთა სათავეში ქართველი დეპუტატის შვილი!

ჰაკერულ თავდასხმაში რომელიც თავისი მასშტაბით ეფბიაის ისტორიაში ერთერთ ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება მთავარი გმირი ქართველია. 400 000 მილიონიან კიბერ ძარცვაში ფაქტები შემდეგი თანმიმდევრობით განვითარდა.