მეცნიერების კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
სპეციალისტებმა 25 წლის განმავლობაში თანამგზავრიდან მიღებული მონაცემი გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ 1993 წლიდან მსოფლიო ოკეანის წყლების დონე წელიწადში 0,084 მმ-ით იზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პერიოდის ზრდის საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 2,9 მმ-ს შეადგენს, 2005-2100 წლებში ოკეანე 65 სმ-ით ადიდდება.
ახალ კვლევაში მეცნიერები ოკეანის გაფართოების მიზეზად ყინულის დნობას და ვულკანების ამოფრქვევას ასახელებენ.
მათივე მტკიცებით, წყალდიდობების მიზეზს, რომელიც სამხრეთ ფლორიდაში, ბანგლადეშში, შანჰაიში და ვაშინტონის ნაწილშია მოსალოდნელი, გრენლანდიისა და ანტარქტიდის ყინულების გლობალურ დათბობაში ხედავენ.