თბილისის სასულიერო აკადემია ყოფილი სტუდენტების ბრალდებებს პასუხობს

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიის სამეცნიერო საბჭო ყოფილი სტუდენტების გარკვეული ჯგუფის ბრალდების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე წელია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, განსაკუთრებით მისი რექტორის, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს - ხდება დისკრედიტაცია სასწავლებლისა და მისი სამეცნიერო საბჭოსი, პროფესორ-მასწავლებლებისა...


სამწუხაროა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართულნი ამ კამპანიაში, არ უნდათ დანახვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წინსვლისა, იმ დიდი ძალისხმევისა, რომელსაც ეწევა რექტორი, სამეცნიერო საბჭო და პედაგოგიური კოლექტივი სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისა და სტუდენტთა ცოდნის დონის ასამაღლებლად.


გვსურს, ვუპასუხოთ ბრალდებას, წაყენებულს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს მიმართ ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულთა ერთი ჯგუფის მიერ. ეს არის ბრალდება სამეცნიერო საბჭოს ფიქტიური არსებობის შესახებ. ხსენებული ჯგუფი ამ ბრალდებას საფუძვლად უდებს რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიერ სასწავლებლის თითქოსდა ავტორიტარული მმართველობის წესს.


სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის წარმოუდგენელი ცილისწამება: სამეცნიერო საბჭოში შედის ოცდაათზე მეტი სასულიერო და საერო პირი _ თეოლოგიის დოქტორები და პროფესორები, რომელთაც კარგად იცნობს როგორც მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე _ სამეცნიერო საზოგადოება. ეს ადამიანები დღეს მოღვაწეობენ არა მხოლოდ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, არამედ _ საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელსა და კვლევით ცენტრებში. გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ ძნელად წარმოსადგენი და დასაჯერებელია, მაღალი ზნეობისა და განათლების (ეს ორი ცნება მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს) მქონე ადამიანები რეგულარულად მონაწილეობდნენ იმ ფარსში, რომლის მიზანია ვითარების იმგვარად დასახვა, როგორადაც სურს ამ ჯგუფს წარმოადგინოს სასულიერო აკადემია-სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომები.


არანაკლებ გასაოცარია აკადემია-სემინარიის რექტორის _ თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დადანაშაულება სტუდენტთა მიმართ ძალადობაში. ლოგიკურია, მივიჩნიოთ, რომ ეს ბრალდება ვრცელდება მთელს სამეცნიერო საბჭოსა და სასწავლებელში დასაქმებულ ყველა ადამიანზე _ ისინი თანამონაწილედ უნდა ჩაითვალონ ამ ვითომდა შემდგარი ძალადობრივი აქტებისა. შეუძლებელია, იყო ჩუმი მოწმე, არ გაუწიო წინააღმდეგობა და შეინარჩუნო მორალური ღირსება და ადამიანური სახე.


ჩვენ, ამ განცხადების ხელისმომწერნი, უაღრესად შეურაცხყოფილნი ვართ ამ ცილისმწამებლური კამპანიით და ვაცხადებთ, რომ ის წარმატებები, რომლებსაც მიაღწია სასწავლებელმა მამა გიორგი ზვიადაძის რექტორობის პერიოდში, არის საუკეთესო არგუმენტი ამ ბრალდებათა გასაბათილებლად, მათი უსაფუძვლობის დასადასტურებლად. „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს შენ“ - ამ სიტყვებით დავამთავრებთ ჩვენს განცხადებას, რომლის გამოქვეყნებაც გვაიძულა გაურკვეველი მიზნებით შეპყრობილმა ყოფილი სტუდენტების ჯგუფმა.


და ბოლოს, გვინდა გულისტკივილი გამოვთქვათ იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ისწავლეს იმ სასწავლებელში, რომელიც მოწოდებულია, აღზარდოს და უკვე ბევრი აღუზრდია ღრმა სულიერებისა და, ასევე, ღრმა საღვთისმეტყველო განათლების მქონე პირი", - აღნიშნულია სასულიერო სემინარიის განცხადებაში. 


განცხადებას ხელს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს 36 წევრი აწერს.


სასულიერო სემინარიის ყოფილმა სტუდენტებმა გასულ კვირას უწმინდესს ღია წერილით მიმართეს.


ისინი წერენ, რომ სემინარიაში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.


 


პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ზაზა სარალიძის განცხადებაზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებაზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

დონბასთან MH17 რუსული "ბუკ"-ით არის ჩამოგდებული - გამოძიება

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ 2014 წლის 17 ივლისს დონეცკთან სამგზავრო Boeing МH17-ი რუსეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი საზენიტო სარაკეტო კოპლექს „ბუკ“-ის მიერ არის ჩამოგდებული.

დედაქალაქში 400 ძირი ჭადარი ირგვება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ჯამში 400 ძირ, 3 მეტრზე მაღალ აღმოსავლურ ჭადარს რგავს.

სამეწარმეო მარკეტი რუსთაველის გამზირზე

წელს, 26 მაისს, დამოუკიდებელ საქართველოს 100 წელი უსრულდება.

ნინო წილოსანი: უფრო მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს ქალების ინტერესების დაცვისკენ მიმართული  კანონპროექტების მიღებას

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგჰენდის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმში „ახალგაზრდა გოგონების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში“.

საზოგადოებრივი  კოლეჯი „ახალი ტალღა“  55 წლისაა

ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღაში“,  სასწავლო დაწესებულების დაარსებიდან 55 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მერიასა და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის ახალ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების მომზადებული დოკუმენტის ირგვლივ საზოგადოებრივ დისკუსიას აგრძელებს.

SOLO  და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე  წარმოგიდგენთ ლეგენდარული  ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

ლეგენდარული ბრიტანელი კომპოზიტორი, პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი სერ ელტონ ჯონი საქართველოს 2018 წლის 30 ივნისს ეწვევა და ორი დღის განმავლობაში, 30 ივნისსა და  და 1-ელ ივლისს კონცერტებს გამართავს.

თამარ ჩუგოშვილი:  აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავება, მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება

ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი შეაფასა.

მკვლელობა ვაზისუბანში - შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზესტაფონში, სოფელ შროშაში დააკავეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი: ძლიერმა რეგიონალურმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა საქართველო ახალი სავაჭრო - საინვესტიციო შესაძლებლობების წინაშე დააყენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე "პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი".

გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსს საკუთარ სახლში მასპინძლობისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ვაშინგტონში, საკუთარ სახლში მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

პოლონეთში ქართველი ოფიცრის სახელობის სკვერი გაიხსნა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ქ კრაკოვში გაიხსნა ქართველი იუნკერის და პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერი.

ქავთარაძეზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ცეცხლი მთის ფერდობზე, სასაფლაოებთან გაჩნდა.

ლევან იზორიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-2 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი გზავნილი იყო.

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

დადიანების ეზოში მიწის ნაკვეთის ნაწილი აუქციონზე იყიდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მიწის ნაკვეთს გარკვეულ ნაწილს აუქციონზე ყიდის.

უკრაინამ "როსია სეგოდნია“ და "რია ნოვოსტი უკრაინა“ სანქციათა სიაში შეიყვანა

უკრაინამ რუსული მედიასაშუალებები "Россия сегодня" და "РИА Новости Украина" სანქციათა სიაში შეიყვანა.

 

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.

მოლდოვის რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობას შორის “შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია.

იერუსალიმს შესაძლოა, „ევროვიზია-2019“-ის ჩატარების უფლება ჩამოართვან

სიმღერის საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა, კონკურსის მოყვარულებს მოუწოდა იერუსალიმში ბილეთების შეძენა არ იჩქარონ.