ნიდერლანდებში ჩასვლის შესახებ სააკაშვილმა პოლონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის სხვა ქვეყნებშიც აპირებს ჩასვლას.
გარდა ამისა, დღესვე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ევროპიდან უკრაინაში საპროტესტო მოძრაობას ორგანიზებას გაუწევს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გუშინ გააძევეს.