სირიის კონფლიქტის ახალი სამხედრო-პოლიტიკური გამოწვევები

სირიის სამთავრობო ჯარები აფრინში ჯერ არ შესულან, ანკარა არ ფლობს ინფორმაციას, შესაძლოა თუ არა მოვლენების ამ მიმართულებით განვითარება.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს განაცხადა.


თურქული ჯარები სირიაში შედიან ქურთი მებრძოლებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. აფრინის რეგიონის „დასახმარებლად“ დიქტატორ ასადის ჯარებიც მიემართება.


ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, ქურთების მილიტარულმა დაჯგუფებებმა და დამასკოს მთავრობამ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მეშვეობითაც სირიის არმიას აფრინის რეგიონში შესვლის უფლება ექნებათ. აქ, ბაშარ ალ-ასადის ჯარისკაცები დამხმარის როლს ირგებენ, თურქეთის შეტევისგან თავდასაცავად.


ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმებმა (YPG) და მათმა მოკავშირეებმა აჯანყების დაწყებისთანავე, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის საწინააღმდეგოდ, ჩრდილოეთ სირიაში ავტონომიური რეგიონები დააფუძნეს - მათ შორისაა აფრინი.  წლის დასაწყისში, ოც იანვარს, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა დაიწყეს სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმების წინააღმდეგ, რომელიც მათ მიერ თურქეთში აკრძალული ქურთების მშრომელთა პარტიის სირიულ განშტოებად აღიქმებოდა.  


ჩრდილოეთ სირიაში ქურთების ადმინისტრაციის მრჩეველმა კი განაცხადა, რომ სირიული ჯარები თურქული საზღვრების გასწვრივ უნდა განლაგდნენ. ამიტომ, უახლოეს პერიოდში მათ შეუძლიათ ამ ტერიტორიაზე შესვლა. აფრინის რეგიონში თურქული ჯარების შესვლას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა ორივე მხარეზე, რასაც თურქული მხარე უარყოფს, თუმცა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ამ სამხედრო ქმედებებს, ნაციონალური უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის, სამართლიანად მიიჩნევს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ ამ შეტაკებებში არც ერთი მოქალაქე არ დაღუპულა და რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 1000–ზე მეტი „ტერორისტი“ გაანადგურეს.


ამ რეგიონში თურქეთის სამხედრო ჩარევა საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობის საგანი გახდა. ამერიკის შეერთებული შტატები ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმებს ეხმარება და მათ იარაღითა და სპეციალური საბრძოლო მასალებით ამარაგებს. ამიტომ, ნატოს პარტნიორზე თურქეთის თავდასხმა კრიტიკულად აღიქმება ვაშინგტონში.


თურქეთი დამასკოს ხელისუფლებას აფრთხილებს, ქურთებს ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამთავრობო ჯარების საწინააღმდეგოდ არ დაეხმაროს.


ამასობაში კი თურქეთის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ანკარის სამხედრო მოქმედებები გეგმის მიხედვით გაგრძელდება, ხოლო შედეგები კატასტროფული იქნება, თუკი ბაშარ ასადის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები ამ ისედაც კრიტიკულ ვითარებაში ჩარევას გააგრძელებენ.


ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ დამასკო მძიმე შედეგებით დაასრულებს, თუკი ასადი ქურთებთან გარიგებებზე წასვლას გააგრძელებს.


პუტინის, ერდოღანის და ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის შეხვედრა თურქეთში, სირიის საკითხებზე მოსალაპარაკებლად აპრილშია ჩანიშნული.


რატომ დაუპირისპირდა თურქეთი აფრინს?


თურქები ქურთ მებრძოლებს ტერორისტებად მიიჩნევენ, რომლებიც, ერდოღანის აზრით, ქურთების მშრომელთა პარტიის ინტერესებს ემსახურებიაენ. ეს უკანასკნელი კი ქურთების ავტონომიის შექმნას ცდილობდა თურქეთში. თუმცა, ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმების გაერთიანება (YPG)  უარყოფს მშრომელთა პარტიასთან უშუალო კავშირებს.


სწორედ ამიტომ დაიწყეს თურქებმა იანვარში სამხედრო ოპერაცია აფრინში. აქ თურქეთი ცდილობს თამაშიდან გააგდოს ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმების გაერთიანება - გაერთიანებული ქურთული დემოკრატიული პარტიის (PYD) „მარჯვენა ხელი“.


რას მოიმოქმედებს ბაშარ ალ–ასადი?


უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე აფრინში სირიის სამთავრობო ჯარები არ ყოფილან.


სირიის კონფლიქტის დროს, სამთავრობო ძალები თავს არიდებდნენ ქურთებთან პირდაპირ შეტაკებას, თუმცა მათ სპორადული უთანხმოებები აქვთ.


ბაშარ ალ-ასადის მთავრობა ქურთების მხრიდან ავტონომიის მოთხოვნას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სირიის მთელ ტერიტორიაზე დაამყარებს კონტროლს, მაგრამ მოცემულ ვითარებაში ორივე მხარე ერთიანდება თურქეთის სამხედრო ჩარევის საწინააღმდეგოდ.


ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთ სირია სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონული მოთამაშეების კომპლექსური ალიანსების „მასპინძელია“.


სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ქურთები თურქების ნატოს პარტნიორისგან - ამერიკისგან იღებენ დაფინანსებას ISIS-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.


სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო და ამ მომენტიდან თურქეთი მხარს სირიის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებულ ძალებს უჭერდა. თუმცა, ამ ორ ძალას შორის პირდაპირი შეტაკება არ მომხდარა, რადგანაც 2012 წელს სირიამ თურქეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რამაც სამხედრო პილოტების სიცოცხლე შეიწირა.


სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან დღემდე, სხვადასხვა მონაცემებით, სულ მცირე 500 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მილიონზე მეტი ადამიანი დაიჭრა და ათეულობით მილიონი ლტოლვილად იქცა.


ია კერზაიას შვილი დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურის მიერ დედის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასა და გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

რით იქნება გამორჩეული „ღამის სერენადები 2019“? - ინტერვიუ სამხატვრო ხელმძღვანელთან

ყოველწლიურ ფესტივალ „ღამის სერენადების“ დაწყების თარიღი ახლოვდება.

"მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ახალ დონეზე აიყვანს ბელარუსსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ კავშირებს"

მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ფორსაჟის გადაღების გამო ხვალიდან სამი დღით, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში იმოძრავებს

24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას თბილისის მერია ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.

"მცირე სასტუმროების დასახმარებელი პროგრამა, ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მცირე სასტუმროების დასახმარებლად გამოვაცხადეთ თანადაფინასების პროგრამა, რაც ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.

თბილისის მერი მინსკში ფესტივალ - "თბილისობა 2019-ს" გახსნის 

თბილისის მერი კახა კალაძე საქმიანი ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის "თბილისობა 2019" გახსნის ცერემონიაში.

პრეზიდენტის სასახლეში 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება. 

ფორსაჟის გადაღების გამო 27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რესპუბლიკის მოედნიდან "თავისუფლების მოედნამდე" მოძრაობა შეიზღუდება

27 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მოძრაობა შეიზღუდება.

დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქ. ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ნიკა ქაცარიძე: გუბაზ სანიკიძეზე მაქვს აკრეფილი, სადაც შევხვდები, შეიძლება ვცემო, ივანიშვილს მაგისთვის გადაზიდვები რომ ჩაებარებინა, აბა, ხმას თუ ამოიღებდა

„ერთ წრეზე ვტრიალებთ და ვერაფერს ვსწავლობთ“, - ამბობს მსახიობი ნიკა ქაცარიძე. ის ქვეყანაში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში ყოველთვის ეხმაურება და არც საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას ერიდება.

ნაფეტვრებში ხანძარი ლოკალიზებულია

ზემო ნაფეტვრებში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა.

ნაფეტვრებში ხანაძარია - ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

ზემო ნაფეტვრებში ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ამ დროისთვის 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

„ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, სოფელ რგანში სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.

ოკუპირებული აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას რუსეთი დააფინანსებს

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს.

ნათია თურნავა და თორნიკე რიჟვაძე მცირე სასტუმროების მფლობელებს მთავრობის ახალ ინიციატივას აცნობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს ხვდებიან.

26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანას მაცხოვრებლებს.

 

შსს სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას საუკუნოვან სასახლეში ბარელიეფის დაზიანების საქმეს იძიებს

აბაშაში, სოფელ სუჯუნაში 104 წლის წინ ბიზნესმენ აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 259² პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

ლარის ახალი კურსი

23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.57 თეთრი შეადგინა.
 

სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

 

რეკომენდაციები მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით, საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს.