„ვენდისსა“ და „დანკინ დონატსში“ შშმ პირები არიან დასაქმებულები

ანასტასია, კოკა და დათო არიან ის ადამიანები, ვისაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ. თუ რატომ, ამას სტატიის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ. ისინი „ვენდისსა“ და „დანკინ დონატსში“ სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობენ.

რამდენიმე მათგანმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ -ს ფარგლებში, დაიწყო მუშაობა. რამდენიმე მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატიდან მოხვდა, ზოგიც ღია ვაკანსიას გამოეხმაურა და თვითონ მივიდა გასაუბრებაზე. გთავაზობთ მათთან ძალიან საინტერესო ინტერვიუს.


დათო ჭეიშვილი, დანქინ დონატსი, მცხობელი:


 


დანკინ დონატსმა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. აქ დამხვდა საოცრად თბილი გარემო და მზრუნველი ადამიანები.   ეს არის ადგილი სადაც დაფასდა ჩემი შრომა და მიუხედავად იმისა რომ, ჩემი დასაქმებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, გავხდი წლის საუკეთესო თანამშრომელი და დავჯილდოვდი კომპანიის მიერ. რისთვისაც მადლობას ვუხდი ბატონ კონსტანტინე ქარსილიდს, ქალბატონ თეა გოგელიას და ჩემს საყვარელ მენეჯერს სოფოს, მზრუნველობისთვის და მხარში დგომისთვის.


ანასტასია აივაზოვა/ 17 წლის ბათუმიდან/ სერვისის კონსულტანტი/ ვენდისი:


მინდა გითხრათ, რომ მე განვიცდი ზედა კიდურის ანომალიას და ამასთან დაკავშირებით მსურს მოგაწოდოთ ჩემი აზრი და შეხედულება. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მუშაობა ვენდისში მეტად საპასუხისმგებლოა, ამასთანავე ვამყარებ კომუნიკაციას საზოგადოებასთან. მე ჩემს ნაკლს არ ვინმჩნევ და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ყოველი გათენებული დილა იწყება მთელი შემართებითა და პოზიტივით. ახლა მე რომ ჩავიკეტო საკუთარ თავში ნაკლის გამო, არ ვიარო სკოლაში, სამსახურში და ა.შ რას მივიღებ? რა თქმა უნდა მოწყენილ შეუსაბამო გარემოს.


მოგიწოდებთ შ.შ.მ პირებს, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, ეცადეთ გაიხალისოთ ცხოვრება, შექმნათ პოზიტივი და დამიჯერეთ, სულ სხვანაირი ცხოვრება წარსდგება თქვენს წინაშე. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა ქუჩაში რომ გამოუყოლებიათ თვალი და მოუძახიათ ცალხელა და ა.შ არასდროს არ ვიმჩნევ, მე ხომ ვიცი ჩემი შესაძლებლობები და სწორედ ესაა რომ მაძლიერებს. 


ასევე მინდა გაცნობოთ კომპანია ვენდისში ჩემი დასაქმების შესახებ. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში მიუხედავად იმისა, რომ მე დავდივარ ქ. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, დავდივარ ექსკურსიებზე, საჯარო ლექციებსა თუ დისკუსიებზე, უამრავ ადამიანთან ვამყარებ კომუნიკაციას და მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის სტიმულია და შეიძლება ითქვას ეს ყოველივე მაძლიერებს და ახალისებს ჩემს ცხოვრებას. ვარ აქტიური.


თავიდან, როდესაც ბათუმში ვენდის რესტორანი გაიხსნა არ მეგონა თუ მიმიღებდნენ და იქ გაგრძელდებოდა ჩემი მუშაობა. სხვაგანაც მიმუშავია, მაგრამ მე იქ ისეთი პასუხისმგებლობა და მოწესრიგებულობა ვერ ვიგრძენი რამდენიც ვენდისში. ყველაფერთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა თითქმის ჩემზე დიდია და ყველასგან ვიღებ რჩევა-დარიგებას და ვიცი, რომ ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება. მე ხომ ჯერ მთელი ცხოვრება წინ მაქვს და ბევრის მომსწრე გავხდები. 


გულახდილად გეტყვით, რომ როცა სმენაში მოვდივარ, ყოველთვის მიხარია. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მიჭირს შინაგანად ან პრობლემა მაქვს, ვცდილობ ჩემი პოზიტივი გადავცე ჩემს კოლეგებს და მათთან ერთად გავატარო სასიამოვნო ცვლა.
ვენდისი როგორც იცით სწრაფი მომსახურების რესტორანია და ვითვალისწინებ იმ აზრს, რომ „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. ყოველთვის ვცდილობ ყველა მომხმარებელი გავუშვა კმაყოფილი და ამავე დროს პოზიტივი გადავდო მათ, რადგან როგორც გასცემ ისე დაგიბრუნდება. არანაირად არ ვარ შეზღუდული, სულ არ მიჭირს ამა თუ იმ შეკვეთის სწრაფად აწყობა, რადგან ჩემს თავში გავაცნობიერე სად მოვედი, რისთვის და რისი მიღწევა მინდა და ვფიქრობ, რომ მომავალში კვლავ განვაგრძობ მეგობრობას კომპანია ვენდისთან, მადლობა მას და შემოქმედებით გუნდს!


კოკა ჩალათაშვილი, ვენდისი, სერვისის კონსულტანტი:  მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში ბენეფიციარად. იგი აქტიურად იყო ჩართული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის  მიმართულებით. არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში კოკა  ხელს უწყობდა აღნიშნულ პირებს სამსახურის მოძიებაში. ერთ-ერთი კომპანია, რომელთან თანამშრომლობაც უწევდა, იყო ვენდისი. აქედან გამომდინარე, ძალიან დაინტერესდა კომპანიის მუშაობით და თავადაც გადაწყვიტა გამხდარიყო მათი გუნდის წევრი.


პირველ ეტაპზე გადაწყვიტა მუშაობა დაცვის სამსახურში დაეწყო, რადგან უკვე ჰქონდა  დაცვის სამსახურში მუშაობის გამოცდილება. გასაუბრებების შემდეგ, HR დეპარტამენტმა შესთავაზა კოკას მიეღო გამოწვევა და მუშაობა დაეწყო საოპერაციო მიმართულებით, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა პოზიციების დაუფლებას და გუნდურად მუშაობის პრაქტიკას. დიდი მონდომების საფუძველზე, კოკამ ვენდისში მუშაობა 10 დეკემბრიდან დაიწყო.


პირველივე დღიდან კოკა აქტიურად შეუდგა პოზიციების ათვისებას, მალევე დაუმეგობრდა თანამშრომლებს და იმავე შემართებით განაგრძობს მუშობას დღემდე.  ამ მიმართულებით კოკას აქვს დიდი პოტენციალი. არის მონდომებული და სურს, რომ  განვითარდეს და ჩამოყალიბდეს ლიდერად. კოკას სამომავლო გეგმებში განიხილება ამერიკაში სწავლა. ამ ეტაპზე არ აქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად რა მიმართულებით გააგრძელებს სწავლას.


HRhub.ge ესაუბრა ვენდისისა და დანქინ დონატსისს HR მენეჯერს. თეა გოგელიამ საუბრისას განაცხადა, რომ ისინი თანაბარ შესაძლებლობას აძლევენ ადამიანებს გამოავლინონ თავიანთი კომპეტენცია და უნარები შესაბამის ვაკანსიაზე და ცდილობენ თითოეული მათგანისთვის კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო გარემო შექმნან. შერჩევის პროცესში სწორედ ამით ხელმძღვანელობენ.


ჩვენ ასევე ჩავწერეთ ვენდისისა და დანქინ დონატსის თანამშრომლები, რომლებმაც კოკა, დათო და ანასტასია დაახასიათეს.


გურამ ცხვირავაშვილი, ბათუმის ვენდის რესტორნის გენერალური მენეჯერი: ანასტასია აივაზოვა ვენდისში მუშაობს 2017 წლის ზაფხულიდან. მან მოსვლისთანავე მოიპოვა არამარტო თანამშრომლების, არამედ თითოეული მომხმარებლის კეთილგანწყობა და პატივისცემა. მისი ყოველდღიური მუშაობა გამორჩეულია მონდომებით, დაუღალავი შემართებით და მხიარულებით, რომელიც არამარტო მას, არამედ სხვა თანამშრომლებსაც ეხმარება სამუშაო დღის პოზიტიურად წარმართვაში.


ჩემი, როგორც მენეჯერის გადმოსახედიდან, ანასტასია ძალიან კარგი ადამიანი და შეუდარებელად პროდუქტიული თანამშრომელია მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, დასაფასებელია მისი თავდაუზოგავი შრომა ვენდის ბათუმის ფილიალის განვითარებისთვის, იგი ნამდვილი მაგალითია ვენდისის დამფუძნებლის, დეივ ტომასის, სიტყვებისა: „ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია“.


ეკა ბერუაშვილი, რუსთაველის ვენდისის რესტორნის გენერალური მენეჯერი: კოკა ჩალათაშვილი მუშაობს რუსთაველის ვენდისში ქრუს პოზიციაზე. მაქვს სიამოვნება ვიმუშაო კოკასთან უკვე 6 თვე.  მოსვლის დღიდან კოკა დიდი მონდომებით შეუდგა საქმეს. ის გამოირჩევა მისი უნარებით: კომუნიკაბელურია, აქტიურია,მიზანდასახულია,კეთილსინდისიერია, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, ოპტიმისტური,გამსჭვალულია ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობით. უყვარს თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან ურთიერთობა. კოკა სამაგალითოა თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის, ის ბოლომდე იხარჯება და ცდილობს მისი ამაღლებული განწყობა ყველას გაუზიაროს.


სოფო ელბაქიძე, დანქინ დონატსის დონატების საწარმოს ხელმძღვანელი: საოცარია გაიზარდო სრულიად მარტო, მშობლების სიყვარულის გარეშე და იყო ისეთი უბოროტო და კაცთმოყვარე როგორიც დათოა. მიუხედავად იმისა, რომ იზრდებოდა ჩვილ ბავშვთა პანსიონატში, შემდეგ სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლში, იგი არის ზედმიწევნით პასუხისმგებლიანი, სამართლიანი, შრომისმოყვარე და უკონფლიქტო. ყველასათვის საყვარელი თანამშრომელი. უზომოდ უყვარს საქმე რომელსაც აკეთებს და ასრულებს განსაზღვრულ დროში სწრაფად და ხარისხიანად. ნებისმიერ დროს მზად არის დახმარებისთვის, არის მიზანმიმართული და ყოველთვის ცდილობს იპოვოს გამოსავალი რთული სიტუაციიდან.


პ.ს სტატიის წაკითხვის შემდეგ, ალბათ კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ადამიანების შესაძლებლობებს ზღვარი არ გააჩნია.


დონბასთან MH17 რუსული "ბუკ"-ით არის ჩამოგდებული - გამოძიება

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ 2014 წლის 17 ივლისს დონეცკთან სამგზავრო Boeing МH17-ი რუსეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი საზენიტო სარაკეტო კოპლექს „ბუკ“-ის მიერ არის ჩამოგდებული.

დედაქალაქში 400 ძირი ჭადარი ირგვება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ჯამში 400 ძირ, 3 მეტრზე მაღალ აღმოსავლურ ჭადარს რგავს.

სამეწარმეო მარკეტი რუსთაველის გამზირზე

წელს, 26 მაისს, დამოუკიდებელ საქართველოს 100 წელი უსრულდება.

ნინო წილოსანი: უფრო მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს ქალების ინტერესების დაცვისკენ მიმართული  კანონპროექტების მიღებას

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგჰენდის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმში „ახალგაზრდა გოგონების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში“.

საზოგადოებრივი  კოლეჯი „ახალი ტალღა“  55 წლისაა

ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღაში“,  სასწავლო დაწესებულების დაარსებიდან 55 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მერიასა და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის ახალ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების მომზადებული დოკუმენტის ირგვლივ საზოგადოებრივ დისკუსიას აგრძელებს.

SOLO  და Eastern Promotions, Black Sea Arena-ზე  წარმოგიდგენთ ლეგენდარული  ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

ლეგენდარული ბრიტანელი კომპოზიტორი, პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი სერ ელტონ ჯონი საქართველოს 2018 წლის 30 ივნისს ეწვევა და ორი დღის განმავლობაში, 30 ივნისსა და  და 1-ელ ივლისს კონცერტებს გამართავს.

თამარ ჩუგოშვილი:  აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავება, მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება

ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი შეაფასა.

მკვლელობა ვაზისუბანში - შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზესტაფონში, სოფელ შროშაში დააკავეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი: ძლიერმა რეგიონალურმა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებმა საქართველო ახალი სავაჭრო - საინვესტიციო შესაძლებლობების წინაშე დააყენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოხსენება გააკეთა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე "პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი".

გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსს საკუთარ სახლში მასპინძლობისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ვაშინგტონში, საკუთარ სახლში მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

პოლონეთში ქართველი ოფიცრის სახელობის სკვერი გაიხსნა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, ქ კრაკოვში გაიხსნა ქართველი იუნკერის და პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის გიორგი ტურაშვილის სახელობის სკვერი.

ქავთარაძეზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ცეცხლი მთის ფერდობზე, სასაფლაოებთან გაჩნდა.

ლევან იზორიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-2 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი გზავნილი იყო.

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

დადიანების ეზოში მიწის ნაკვეთის ნაწილი აუქციონზე იყიდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მიწის ნაკვეთს გარკვეულ ნაწილს აუქციონზე ყიდის.

უკრაინამ "როსია სეგოდნია“ და "რია ნოვოსტი უკრაინა“ სანქციათა სიაში შეიყვანა

უკრაინამ რუსული მედიასაშუალებები "Россия сегодня" და "РИА Новости Украина" სანქციათა სიაში შეიყვანა.

 

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.

მოლდოვის რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობას შორის “შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია.

იერუსალიმს შესაძლოა, „ევროვიზია-2019“-ის ჩატარების უფლება ჩამოართვან

სიმღერის საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა, კონკურსის მოყვარულებს მოუწოდა იერუსალიმში ბილეთების შეძენა არ იჩქარონ.

მსოფლიოს ცნობილ ჰაკერთა სათავეში ქართველი დეპუტატის შვილი!

ჰაკერულ თავდასხმაში რომელიც თავისი მასშტაბით ეფბიაის ისტორიაში ერთერთ ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება მთავარი გმირი ქართველია. 400 000 მილიონიან კიბერ ძარცვაში ფაქტები შემდეგი თანმიმდევრობით განვითარდა.