მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის ოკუპაციისა და მისი მძიმე შედეგების წინააღმდეგ ერთიანი ძალისხმევისკენ მოუწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა სათანადო შეფასება მისცენ გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეს. 

მინისტრის თქმით,  მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის მეშვეობით არის შესაძლებელი დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია და მისგან გამომდინარე მძიმე ჰუმანიტარული შედეგები.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩადენილი ქმედებები ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციას წარმოადგენს, არსებული ვითარების გათვალისწინებით მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.

„ადგილობრივ მოსახლეობას წართმეული აქვს სიცოცხლის უფლების მინიმალური გარანტიები. კიდევ ერთხელ შევეხები გიგა ოთხოზორიას საქმეს - ეთნიკურად ქართველი, რომელიც ე.წ. „მესაზღვრეებმა“ მოკლეს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, მისი მკვლელი კი დღემდე არ დაუკავებიათ. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ერთ-ერთ მათგანს, არჩილ ტატუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ორ პირს ჯერ კიდევ არ ეძლევა ოკუპირებული რეგიონის დატოვების უფლება. ეს ქმედებები მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის კონსოლიდირებულ პასუხს. მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის მეშვეობით შესაძლებელია დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია და მისგან გამომდინარე მძიმე შედეგები, დაცული იყოს ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი.

 

საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთგულია და მზადაა შეუქმნას ყველას თანაბარი შესაძლებლობები, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. თავის ანგარიშში უმაღლესი კომისარი აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩადენილი ქმედებები ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებულ დისკრიმინაციას უტოლდება. უმაღლესი კომისარი ღიად აცხადებს, რომ - ვციტირებ - „სუბიექტები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აკონტროლებენ, ვალდებულნი არიან დაიცვან თავიანთი კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებები და ადამიანის უფლებები“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეშვება აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, საქართველო“ - განაცხადა ჯანელიძემ.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გასულ წელს მიღებული რეზოლუცია, სადაც ასევე აღნიშნულია ამ რეგიონებში  უმაღლესი კომისრის ოფისისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მექანიზმების დაშვების აუცილებლობა, თუმცა მიუხედავად პირდაპირი მოწოდებებისა უმაღლესი კომისრის ოფისს კიდევ ერთხელ უარი ეთქვა რეგიონებში შესვლაზე. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ  კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ისევე როგორც მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პრაქტიკაზე და ე.წ. „გამშვები პუნქტების“ დახურვაზე, რაც რთულ ვითარებაში აგდებს ადგილობრივ მოსახლეობას და გადაადგილების უფლების გარდა უზღუდავს სამედიცინო მომსახურების და სხვა სოციალურ უფლებებს.

მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა ცხინვალის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი სახლების დანგრევის პრაქტიკაზე, რაც ე.წ. რუსული „საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და ეთნიკური წმენდის ნათელი დადასტურებაა.


ავარია ნიგვზიანთან - დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 8 ადამიანი

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.

ქეთევან ციხელაშვილი: ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ

„ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები  უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ“.

ტიმოთესუბნის მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ, ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ბარათაშვილის ხიდზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

ქეთევან ციხელაშვილი: დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

"მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".

რუსეთში 16 წლის მოზარდმა ოჯახის ხუთი წევრი ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

რუსეთში მოზარდმა დედა, პატარა და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

გიგლა ბარამიძე იმედის ფილმზე - სიმართლე ერთია, არ არსებობს ნახევრად სიმართლე!

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე, 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით „იმედის" ეთერში გასულ ფილმს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სენაკში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

სენაკში, სოფელ ნოსირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი, თუმცა უცნობია, რამდენი ადამიანია დაღუპული. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

18 აგვისტო ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა.

არჩილ თალაკვაძე: გიორგი ანწუხელიძემ სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან

"24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას!".

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ემსხვერპლა. ავარია გუშინ ღამე მოხდა.

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ვაკის მაჟორიტარი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

სალომე ზურაბიშვილი: გიორგი ანწუხელიძემ სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა

"24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით წერს.

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.

მალხაზ და მედეა მაჩალიკაშვილები ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედეა მარგოშვილი ხელმოწერებს აგროვებენ, რათა მათი შვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

პოლიციამ თბილისში 2 პირი დააკავა, რომლებმაც შურისძიების მოტივით მოქალაქის ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს

შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისში, სხვისი ნივთის დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

თსუ-ში დავით ნარმანიას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა გაუხლიჩეს

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს და პროტესტის ახალ ტალღას გეგმავს.

თბილისსა და რუსთავში ფილმის „Fast and Furious 9“ გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - დაკავებული რვავე პირი ცხინვალის იზოლატორშია

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 7 ადამიანი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.