სუს-ის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია.

მისი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ საექსპერტო მასალებია გადაგზავნილი.


ამის შესახებ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს ენგურის ხიდთან განუცხადა.


დღეს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა იმართება.



"დე-ფაქტო ხელისფლების ე.წ. საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი რუსეთშია გადასვენებული. ჩვენ ცხელი ხაზის მეშვეობით კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ გვიან ღამით ეს ინფორმაცია და დაგვიდასტურეს, რომ ცხედარი ნამდვილად ცხინვალშია",- აღნიშნა ქემოკლიძემ.


მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს, რომ ცხედარი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოჯახს.



ქემოკლიძემ ასევე აღნიშნა, დე ფაქტო მთავრობებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული პირების დაუსჯელობას კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოყვება.


მან 2014 წლის დავით ბაშარულის მაგალითიც დაასახელა და აღნიშნა, რომ კითხვები ამ საქმეზე კიდევ არსებობს.


“ახალგორში განვითარებული მოვლენები დაკავშირებით კლასიკური მაგალითია, რომ დაუსჯელობას დე ფაქტო მთავრობებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ უფრო მძიმე დანაშაულო შეიძლება მოჰყვეს, სწორედ ამ პათოსით ვისაუბრებთ დღევანდელ შეხვედრაზე და შევახსენებთ როგორც დე ფაქტო ხელისფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯვარდებული პირის, მათ შორის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავება და ქართული კანონმდებლობით მისი გასამართლება”, - განაცხადა ქემოკლიძემ.


დღევანდელ შეხვედრაზე ასევე მხარეები კიდევ ერთი დაკავებული საქართველოს მოქალაქის საკითხსა და ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებენ.


"საჯარო მოხეელების 90% ბულინგის მსხვერპლია"

"თუ კი პოლიტიკოსები გადაწყვეტენ რომ უნდა ისაუბრონ მაღალ პოლიტიკურ დონეზე რუსეთის შესაბამის წარმომადგენლებს, ეს რა თქმა უნდა გაგვიიოლებს პროცესს, რომ დეოკუპაციისკენ გადავდგათ ნაბიჯები. მე ამაში ვერაფერს საბულინგოს ვერ ვხედავ, თუმცა ამ ბულინგის მსხვერპლია 90% საჯარო მოხეელებისა", - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშილმა განაცხადა.

"დღევანდელი ხელისუფლების ძლიერი მხარეა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადაერთი ხელისუფლებაა, რომლის დროსაც ომი არ მომხდარა"

"დღევანდელი ხელისუფლების ძლიერი მხარეა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადაერთი ხელისუფლებაა, რომლის დროსაც ომი არ მომხდარა", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა.

"ქართველ ახალგაზრდობას ეროვნულობის განცდა აკლიათ"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშილის განცხადებით, ქართველ ახალგაზრდობას ეროვნულობის განცდა აკლიათ.

"ივნისის მოვლენების დროს რისკის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებით, ივნისის მოვლენების დროს ქვეყანა ჩამოშლის საფრთხის წინაშე იდგა.

"მადლობა ღმერთს, ჩვენ მსგავსი უბედურებები არ გვქონია ქვეყანაში, რასაც ტერაქტის შედეგად მიყენებული ზიანი ჰქვია"

"საქართველო არის ძლიერი პარტნიორი აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით. თუმცა ეს განწყობები არ აისახა მოქალაქეებზე, არასამთავრობო სექტორზე", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა.

"ჩვენთან საიმიგრაციო პოლიტიკა სრულად დაყრდნობილია, ჰარმონიზაციაშია მოყვანილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან"

"ჩვენთან საიმიგრაციო პოლიტიკა სრულად დაყრდნობილია, ჰარმონიზაციაშია მოყვანილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან და შესაბამისად მოქმედებს ყველა რეგულაცია, რაც კი მიგრაციულ პოლიტიკას უკავშირდება", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა.

"პანკისის ხეობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს"

"პანკისის ხეობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს",-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

"სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილება, როგორც პოტენციური საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხეა.

გრიგოლ ლილუაშვილი: ოკუპაცია არა მარტო სუსტი მხარე, არამედ ძალიან დიდი გამოწვევაა მთლიანად ქვეყნისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპაცია.

"მასპინძლობა ჩვენს გენშია,  ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილე დელეგაციების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, ქართულ ტრადიციებსა და სტუმართმოყვარეობას გაუსვა ხაზი.

გია გაბრიჭიძე: ხაზარაძემ ჯერ იძახა გახარიაა ამ წერილის ავტორიო, ახლა კი ის და მისი იურისტი ამბობენ - ეს არ გვითქვამსო, ანუ მამლის ყივილამდე სამჯერ უარყვეს

„ხაზარაძემ ჯერ იძახა გახარიაა ამ წერილის ავტორიო, ახლა კი ის და მისი იურისტი ამბობენ - ეს არ გვითქვამსო, ანუ მამლის ყივილამდე სამჯერ უარყვეს“, - ექსპერტი გია გაბრიჭიძე  ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალერ ქსელში ეხმაურება.

 

გია აბაშიძე: გაუგებარია, რატომ არ გაატანეს უკან „ევროპელ“ ხაზარაძეს პროცედურული ნორმების დარღვევით ჩაბარებული, დაულუქავი და ათას ხელში გამოვლილი წერილი?!

„გაუგებარია, რატომ არ გაატანეს უკან „ევროპელ“ ხაზარაძეს პროცედურული ნორმების დარღვევით ჩაბარებული, დაულუქავი და ათას ხელში გამოვლილი წერილი?!“, - ანალიტიკოსი გია აბაშიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას  სოციალერ ქსელში ეხმაურება.

 

თამარ მახარობლიძე: აუცილებელია, საზოგადოებამ გაიგოს "მუქარის წერილს" რეალობასთან საერთოდ აქვს თუ არა კავშირი

''აუცილებელია, საზოგადოებამ გაიგოს "მუქარის წერილს" რეალობასთან საერთოდ აქვს თუ არა კავშირი'' - სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს ეხმაურება.

"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა"

"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა", – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ თემის კომენტირებისას განაცხადა.

25 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოქალაქე დღეს გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მამაკაცი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ნუ გადაგვაყოლეთ ამ ანაკლიის პორტის აშენების ამბავს

„ნუ გადაგვაყოლეთ ამ ანაკლიის პორტის აშენების ამბავს“, - ექპსერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ანაკლიის კონსორციუმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მამუკა ხაზარაძის წარმომადგენლის მტკიცებით, ხაზარაძემ ე.წ. მუქარის წერილის კონვერტი, თავადვე გაანადგურა

კონვერტი, რომლითაც მამუკა ხაზარაძემ ე.წ. მუქარის წერილი მიიღო, სანაგვეში გადააგდეს. აღნიშნული ინფორმაცია თეონა დოლენჯაშვილმა დაადასტურა.

ლევან ნიკოლეიშვილი: დადებითად შემიძლია შევაფასო პროკურატურის პოზიცია, რომელიც დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს

„დადებითად შემიძლია შევაფასო პროკურატურის პოზიცია, რომელიც დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს“, - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ავღანეთის ტრანსპორტის მინისტრი პროექტ "ლაპის ლაზურის" მნიშვნელობაზე საუბრობს

"აბრეშუმის გზის ფორუმზე" ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის "ლაპის ლაზურის" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"საქართველოს მთავრობამ ინტენსიური რეფორმები განახორციელა, რათა გაძლიერებულიყო სატრანაპორტო ინფრასტრუქტურა"

კონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელზე, სახელწოდებით "სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მის მიღმა" განაცხადა, რომ "სატრანსპორტო კავშირები ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორია.

ახალციხის მერი მოსახლეობას და სამოქალაქო სექტორს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, ახალციხის მერმა საზოგადოებასთან შეხვედრისას ისაუბრა. ზაზა მელიქიძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურისთვის წელს 17 მლნ. ლარი იხარჯება.