მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს დაისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც კორეასა და საქართველოს გააჩნიათ ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს, იყო ის საინვესტიციო ინტერესი, რომელიც კორეულ მხარეს აქვს საქართველოში ენერგეტიკისდარგში, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით. აღინიშნა, რომ ამ სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანიპროექტი, რომელსაც საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად კორეული კომპანია K-Water უკვე ახორციელებს, სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე მშენებარე „ნენსკრა ჰესია,“ რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ. აშშ დოლარია. ქართული მხარის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსადმი ის ინტერესი, რომელიც მსხვილიკორეული კომპანიის “SK E&C”-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს რამდენიმე დღის წინ პირველ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრაზე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა კორეელ სტუმრებს გააცნო ის ეკონომიკური რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნესის ხელშეწყობისა და ახალიინვესტიციების მოზიდვის კუთხით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭროხელშეკრულებები, რაც კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს საქართველოს ეკონომიკის სექტორებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის.
კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად კორეულ მხარესთან გამართულშეხვედრას საპარტნიორო ფონდიდან დავით საგანელიძე და ნათია თურნავა, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.