კანონდამრღვევი სამშენებლო კომპანიები - რა ბედი ელის შეჩერებულ მშენებლობებს?

დედაქალაქის მერიამ მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის იგნორირების გამო, გაფრთხილება თბილისში 500 მშენებარე ობიექტს მისცა, 272 დააჯარიმა, ხოლო 120 ობიექტს მშენებლობა შეუჩერა.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სამშენებლო კომპანია „სვეტის“ შემთხვევაა, რომელიც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის ნებართვის არ ქონის გამო, დაწყებულ მშენებლობას ვერ ამთავრებს.


კლიენტებს საცხოვრებელი სახლები გასულ წელს უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, რა ბედი ელის შეჩერებულ ობიექტს და მომავალი მობინადრეების მიერ გადახდილ თანხებს.


„სვეტის“ ერთ–ერთი კლიენტი, ჟურნალისტი ირაკლი კუნჭულია თავს დაზარალებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ მას ბინა ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა ჩაბარებოდა.


„2016 წლის აგვისტოში თეთრი კარკასი უნდა ჩამბარებოდა. წინასწარ შევიტანე 10% და დანარჩენი მომდევნო 10 თვის განმავლობაში შიდა განვადებით გადაგვინაწილდა. 2016 წლის აგვისტოში ადგილზე რომ მივედი და ვნახე, რა მდგომარეობაც იყო, კომპანიაში დავრეკე და მითხრეს, რომ რადგან თეთრი კარკასი უნდა ჩამბარებოდა, კიდევ სამი თვე ჰქონდათ ვადა, რომ მშენებლობა დაემთავრებინათ. სამი თვეც ვადროვე და დეკემბერში ხელმეორედ დავრეკე, მითხრეს, რომ მშენებლობის დრო კიდევ გახანგრძლივდა. ვიცოდი, რომ კომპანიაში შიგადაშიგ პრობლემები იყო, მაგრამ ამ მასშტაბის თუ იქნებოდა, ვერ წარმომედგინა. როგორც მე გავიგე, კომპანიის მეწილე და მესაკუთრე შეიცვალა, სიტუაცია გაუარესდა, კომპანია თითქმის გაკოტრებულია. „სვეტის“  მართვის  სადავეები აზერბაიჯანულ კომპანიას უნდა გადაებარებინა, გარკვევა-გამორკვევის პროცესში დრო გაიწელა, კონტრაქტის გაწყვეტამდე მეუბნებოდნენ, რომ 2018 წლის ზაფხულის ბოლოს ჩამბარდებოდა“, - უთხრა „პირველს“ კუნჭულიამ.


ადვოკატთან კონსულტაციის გავლის შემდეგ კუნჭულიამ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა.


„კონტრაქტი მათი მხრიდან  ცალმხრივად იყო დარღვეული და მე ყველანაირი ვალდებულება მქონდა შესრულებული, იდეაში 100% უნდა დამიბრუნონ. ჯამში 10 ათასი დოლარი მაქვს შეტანილი. გაურკვეველია როდის დამიბრუნებენ ამ თანხას. კონტრაქტში წერია, რომ როცა ხელშეკრულებას წყვეტ, ბინის ღირებულება გიბრუნდება, თანხა გიბრუნდება მაშინ, როდესაც ამ კონკრეტულ ბინას გაყიდის სხვა ადამიანზე. კომპანიაში ქაოსური მდგომარეობაა, მეეჭვება ბინა ვინმემ იყიდოს. ჩემსავით უამრავი ადამიანია ქაოსურ და გაურკვეველ ვითარებაში დარჩენილი. იმ შემთხვევაში თუ თანხას არ დამიბრუნებენ, ვაპირებ რომ სასამართლოში ვუჩივლო. რეალურად ხელმოსაჭიდს ვერაფერს გვეუბნებიან “, -აღნიშნა ირაკლი კუნჭულიამ.


 გააგრძელებს თუ არა კომპანია მშენებლობას და რა ბედი ელის მობინაადრებს, აღნიშნული საკითხების გასარკვევად   „პირველი“  სამშენებლო კომპანია „სვეტს“ დაუკავშირდა.


კომპანიაში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს ამბობენ.


დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მერია კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მიუდგება უკანონოდ ან სხვადასხვა სახის კანონდარღვევით მიმდინარე მშენებლობების თემას.


ამ ეტაპზე სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო ან დარღვევით მიმდინარე პროექტებზე, გაფრთხილება მიცემული აქვს 500 ობიექტს, მათგან უკვე დაჯარიმდა 272 სამშენებლო ობიექტი. შეჩერების დადგენილება ამოქმედდა 120 ობიექტის მიმართ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ოქმი საარჩევნო პლაკატების ჩამოუხსნელობის 59 ფაქტზე, ხოლო სარეკლამო კონსტრუქციების გამო გაფრთხილებულია 300-მდე ობიექტი და აქ პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გაკრული პლაკატები, კეთილი ინებონ და არ დატოვონ, ჩამოხსნან, რადგან ეს ყველაფერი ამახინჯებს და აბინძურებს გარემოს. მგონია, რომ ამ მიმართულებითაც უნდა გამკაცრდეს მიდგომები და უნდა გაიზარდოს ჯარიმები", - განაცხადა კალაძემ.


რა ბედი ელის შეჩერებულ მშენებლობებს და ბინების მომლოდინე მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე თანხა გადახდილი აქვთ, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.


მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა 30 000 ლარია, აღნიშნული ჯარიმა ყოველ დარღვევაზე გაიზრდება.


სამშენებლო კომპანიებისთვის ახალი რეგულაციები 22 თებერვლიდან ამოქმედდა.


 


ავტორი: თაკო მაქაცარია, ჟურნალისტი.


ოკაცეს კანიონი გაიხსნა  

ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორებს კანიონის დათვალიერება დღეიდან შეუძლიათ.

ეროვნული ბანკი მეწარმეთა ფინანსური განათლების მიზნით ტრენერთა გადამზადებას განაგრძობს

 საქართველოს ეროვნული ბანკი ტრენინგების ციკლს აგრძელებს.

დამატებით 12 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

თბილისის მერიამ დედაქალაქში დამატებით ის 12 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ.

ყაზახეთის დედაქალაქს „ნურსულთანი“ უნდა დაერქვას - ტოკაევის პირველი ინიციატივა

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ქასიმ-ჟომარტ ტოკაევის აზრით, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას - „ნურსულთანი“ უნდა დაერქვას.

ზვიად სიჭინავა: მერობის კანდიდატად წარდგენა არცერთ პარტიას არ შემოუთავაზებია

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, შესაძლოა, ზუგდიდის მერობისთვის კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს. მისი ინფორმაციით, ამ დრომდე შემოთავაზება არცერთი პარტიისგან არ მიუღია.

Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება

Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

სარკინიგზო შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა.

თურქეთში მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთით, მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა.

 

ყაზახეთს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი გახდა. ტოკაევმა სენატში ფიცი უკვე დადო.

თუ გიჭედავს, შეამოწმე - Sheamotsme.ge - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის პროექტი დაიწყო

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი აამუშავა. 

წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს ბანკის მხარდაჭერით დასრულებული წყალმომარაგების  პროექტები გააცნო    

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, მოადგილესთან, ირაკლი ურუშაძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

ნიუ ჰოსპიტალსის სპეციალური განცხადება

„ნიუ ჰოსპიტალსი“ გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ხათუნა თოთლაძე საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, შეხვედრა გამართა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისწარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, სევერინ ჩაპაზთან.

თეირანში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, ბორტზე 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა

თეირანში „მეჰრაბადის“ საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

 

ზალკალიანი არგენტინაში „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში 19-23 მარტსვიზიტით არგენტინაში იმყოფება.

თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

შსს-ს თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული გ.მ., ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

იუსტიციის მინისტრს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

პარლამენტში დღეს მოხსენებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარდგება.

 

პეკინის გამზირზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია 2 პირი

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამა-შვილი 1965 წელს დაბადებული გ.შ. და 1989 წელს დაბადებული ე.შ. დააკავეს. 

 

მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი წარმატებული განათლების სისტემის ქვაკუთხედი არის სკოლა

„ნებისმიერი წარმატებული განათლების სისტემის ქვაკუთხედი არის სკოლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა ბახტაძე - ჩვენი გეგმის მიხედვით, მასწავლებლის ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს

"ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა გახდეს ის, რომ პედაგოგის პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული უნდა იყოს, -ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ “იმედის” ეთერში  განაცხადა.