ზაზა გაბუნია: თბილისის მერი მხოლოდ "სითი პარკის" გაშვებაში არ ხედავს გამოსავალს

უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნია თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, "სითი პარკთან" ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, დადებითად აფასებს. 

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ თბილისის მერი მხოლოდ "სითი პარკის" გაშვებაში არ ხედავს გამოსავალს, არამედ ფიქრობს ამ სერვისის უკეთესად ფორმირებაზეც.


"თბილისის მერის დღევანდელი განცხადება მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმიტომ, რომ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოცილებულია, არამედ იმიტომაც რომ უკეთესი სერვისის შესახებ ნაფიქრია.


საზოგადოებამ სწორედ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება, რადგან გადაწყვეტილება კახა კალაძემ მიიღო არა სუბიექტურობის გამო, არამედ სწორედ იმიტომ, რომ პარკირების სისტემა არაეფექტურად მუშაობდა თბილისში.


მნიშვნელოვანია, რომ მერს და ქალაქის ახალ ხელმძღვანელობას კარგად ესმის, რომ "სითი პარკის" ჰეგემონიის დასრულება არ არის საკმარისი პარკირების საკითხის მოწესრიგებისთვის, არამედ საჭიროა ეფექტური პოლიტიკა ამ სერვისის განვითარებისათვის და მისი ქალაქისა და მოსახლეობისთვის მისაღები ფორმით მიწოდება", აცხადებს გაბუნია.


კომპანია სითი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო. თუმცა , როგორც დღეს გახდა ცნობილი ხელშეკრულება ვადამდე, 2018 წლის 10 აპრილს შეწყდება.


 


ოკაცეს კანიონი გაიხსნა  

ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორებს კანიონის დათვალიერება დღეიდან შეუძლიათ.

ეროვნული ბანკი მეწარმეთა ფინანსური განათლების მიზნით ტრენერთა გადამზადებას განაგრძობს

 საქართველოს ეროვნული ბანკი ტრენინგების ციკლს აგრძელებს.

დამატებით 12 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

თბილისის მერიამ დედაქალაქში დამატებით ის 12 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ.

ყაზახეთის დედაქალაქს „ნურსულთანი“ უნდა დაერქვას - ტოკაევის პირველი ინიციატივა

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ქასიმ-ჟომარტ ტოკაევის აზრით, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას - „ნურსულთანი“ უნდა დაერქვას.

ზვიად სიჭინავა: მერობის კანდიდატად წარდგენა არცერთ პარტიას არ შემოუთავაზებია

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, შესაძლოა, ზუგდიდის მერობისთვის კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს. მისი ინფორმაციით, ამ დრომდე შემოთავაზება არცერთი პარტიისგან არ მიუღია.

Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება

Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

სარკინიგზო შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა.

თურქეთში მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთით, მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა.

 

ყაზახეთს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი გახდა. ტოკაევმა სენატში ფიცი უკვე დადო.

თუ გიჭედავს, შეამოწმე - Sheamotsme.ge - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის პროექტი დაიწყო

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი აამუშავა. 

წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს ბანკის მხარდაჭერით დასრულებული წყალმომარაგების  პროექტები გააცნო    

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, მოადგილესთან, ირაკლი ურუშაძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

ნიუ ჰოსპიტალსის სპეციალური განცხადება

„ნიუ ჰოსპიტალსი“ გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ხათუნა თოთლაძე საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, შეხვედრა გამართა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისწარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, სევერინ ჩაპაზთან.

თეირანში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, ბორტზე 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა

თეირანში „მეჰრაბადის“ საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

 

ზალკალიანი არგენტინაში „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში 19-23 მარტსვიზიტით არგენტინაში იმყოფება.

თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

შსს-ს თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული გ.მ., ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

იუსტიციის მინისტრს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

პარლამენტში დღეს მოხსენებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარდგება.

 

პეკინის გამზირზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია 2 პირი

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამა-შვილი 1965 წელს დაბადებული გ.შ. და 1989 წელს დაბადებული ე.შ. დააკავეს. 

 

მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი წარმატებული განათლების სისტემის ქვაკუთხედი არის სკოლა

„ნებისმიერი წარმატებული განათლების სისტემის ქვაკუთხედი არის სკოლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა ბახტაძე - ჩვენი გეგმის მიხედვით, მასწავლებლის ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს

"ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა გახდეს ის, რომ პედაგოგის პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული უნდა იყოს, -ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ “იმედის” ეთერში  განაცხადა.