ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფართა თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს აანაზღაურებს

ჯანდაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი, 1 წლის განმავლობაში (2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 31 დეკემბრის  ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 40-ზე მეტ მცირე საოჯახო ტიპის სახლის (35) და მიუსაფართა თავშესაფრის (6) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. 


აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბანკმა ამ მიმართულებით საკმაოდ სოლიდური სახსრები გაიღო. 


 


„ლიბერთი ბანკისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობა, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითია კერძო  სექტორის და სახელმწიფო უწყების  თანამშრომლობისა. უკვე მესამე წელია ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფართა თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს ანაზღაურებს, რაც დიდი დახმარებაა იქ მცხოვრები ბავშვებისა და თავად სერვის–პროვაიდერებისათვის. გამოთავისუფლებული თანხა საშუალებას მოგვცემს  40 მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მიუსაფართა თავშესაფარში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სერვისები   და ვიზრუნოთ  ბავშვთა განვითარებაზე. მადლობა ლიბერთი ბანკს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისათვის“, – აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ.


 


,,ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში 2018 წელსაც ვაგრძელებთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას. ამ პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ პროექტებს, რომლებიც კერძო სექტორიდან მხარდაჭერას და მატერიალურ თანადგომას საჭიროებენ - ჩვენ ვართ იქ სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით", _ აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.


სოხუმის თეატრში საქორწინო ფოტოსესია აიკრძალება

ოკუპირებული აფხაზეთის სოხუმის დრამატულ თეატრში საქორწინო ფოტოსესიები აიკრძალება.

 

საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დავით მათიკაშვილი - მარიხუანის პირად მოხმარებაზე მომზადებული ცვლილებებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მარიხუანის პირად მოხმარებაზე მომზადებული ცვლილებებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება.

იემენში 5,2 მილიონი ბავშვი შიმშილობს

იემენში 5,2 მილიონი ბავშვი შიმშილობს. შესაბამის მონაცემებს საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ი ავრცელებს.

თბილისის მერის მოადგილე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ სემინარს დაესწრო

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ევროკავშირის ორგანიზებით სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ სემინარს დაესწრო, რომელიც საქართველოში შრომის სტანდარტების უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხს მიეძღვნა.

ირმა ქავთარაძემ კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისში კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენცია სახელწოდებით „ღია დიალოგი კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების შესახებ“ გაიმართა.

გენადი არველაძე: ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს მთავრობის გადაწყვეტილებები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის კუთხით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 100.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.6 პროცენტით აღემატება.  

ზაზა გაბუნია - მამუკა ბახტაძეს პრაქტიკულად მთელი ამერიკული პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა მასპინძლობს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს პრაქტიკულად მთელი ამერიკული პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა მასპინძლობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი: არსებულ მდგომარეობას არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობასთან

ოკუპაციის 10 წელზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, სამშვიდობო პოლიტიკასა და პარტნიორების მხარდაჭერაზე ისაუბრა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე.

წყნეთში ჭავჭავაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. მათ შორის, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წყნეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.

სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებმა შეხვედრა გამართეს

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრებმა  ლევან გოგიჩაიშვილმა, ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი კოპაძემ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მდგომარეობის საკითხზე, შეხვედრა გამართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.მ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გურამიშვილის გამზირზე ახალი სკვერი მოეწყო

გურამიშვილის გამზირზე, 141-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. 

ზვიად აბაშიძე: არჩევნებში კონკურენცია საარჩევნო პროგრამებსა და საპრეზიდენტო კანდიდატების უნარებს შორის უნდა მიმდინარეობდეს და არა გაუგებარ ინტრიგებს შორის

ექსპერტი ზვიად აბაშიძე გაერთიანებული ოპოზიციის ამომარჩეველთა სიაში პრემიერ ბახტაძის პირადი მონაცემების არსებობას  კურიოზულს უწოდებს.  

განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლ.გ. და ძალადობაში  ბრალდებული ო.მ.  დამნაშავედ ცნო.

გია აბაშიძე: ოპოზიციამ შესაძლოა ცესკოს აზიური ფაროსანას გავრცელებაც დააბრალოს

ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მაჭუტაძე საკუთარი ტექნიკური თუ ადამიანური, ზერელე დაუდევრობით თემის პოლიტიზებას და საარჩევნო ადმინისტრაციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გადაბრალებას ცდილობს. 

 

ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიცია არჩევნების წინ ცესკოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ცესკოს მიმართ ბრალდბებზე და პრემიერ მამუკა ბახტაძის პირადი მონაცემების ოპოზიიციის კანდიდატის საარჩევნო სიებში არსებობის შესახებ  საუბრობს.  

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს

სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

საქართველოში საქმიანობა დაიწყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დამკვირვებელმა მისიამ

საქართველოს მთავრობის მოწვევით ქვეყანაში საქმიანობა დაიწყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელმა მისიამ.

 

ლევან დავითაშვილი საქართველოს კლიმატის ცვლილებების კონფერენციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ლონდონში მეჩეთთან ავტომობილი ხალხში შევარდა

ლონდონის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, კრიკლვუდის რაიონში ავტომობილი მეჩეთთან ხალხში შევარდა.